მოცვის და მოცხარის მურაბა ზამთრისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. გიცდიათ მათი ერთად მოხარშვა? არსებობს ერთი კარგი მეთოდი, რომელიც გამოდგება ყველა ხილისთვის. ისე მოგეწონებათ, აწი სულ ასე გააკეთებთ ხოლმე.პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ ამ გემრიელ რეცეპტს. გაქვთ ცოტა მოცვი და ცოტა მოცხარი? ხომ არ გავუკეთოთ ტელეპორტირება პირდაპირ ზამთარში ამ ვიტამინების საბადოს? ცივი და პირქუში ზამთარი ყველა ვარიანტში დადგება. ჰოდა, რა გვიშლის ხელს? დავიწყოთ:
მოცვის მურაბა ზამთრისთვის
ინგრედიენტები ძალიან მარტივია. მთავარია, გქონდეთ საკმარისი რაოდენობის შაქარი, რადგან ის არის მთავარი კონსერვანტი თქვენი საოცარი კენკრისთვის. ყოველი შემთხვევისთვის, შეირბინეთ მაღაზიაში დ მოიმარაგეთ. ყველაფერი კი ასე უნდა გააკეთოთ:
თქვენ დაგჭირდებათ:
- 2 კგ. შავი მოცხარი
- 1 კგ. მოცვი
- 3 კგ. შაქარი
მომზადების წესი:
- ჩვენ არაფერს არ ავადუღებთ, არც მოვხარშავთ და გავაკეთებთ იმ მეთოდით, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნებთ ყველა სასარგებლო ნივთიერებას, რასაც მოცვი და მოცხარი შეიცავს.
- გარეცხეთ კენკრა და მოაცილეთ ყუნწები. სასურველია გადაარჩიოთ, რათა არ შეგყვეთ უმწიფარი ან გაფუჭებული ნაყოფი.
- შეიძლება მოგეჩვენოთ უცნაურად, მაგრამ ამ რეცეპტში მოცვი და მოცხარი ერთმანეთში ერევა. გამოდის საინტერესო, განსხვავებული გემო და თან უფრო დიდხანს ინახება.
- ტრადიციულად, კენკრას ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბლენდერი ან ჩოფერი. ამ შემთხვევაში, მურაბა უფრო ერთგვაროვანი იქნება. მოკლედ, ვის როგორი მოსწონს და როგორც მოუხერხდება.
- რამდენი შაქარი უნდა დაუმატოთ? ეს კითხვა შეიძლება ითქვას, ეგზისტენციალურია. შაქარი უნდა იყოს იმდენივე, რამდენიც მიღებული მასა. აურიეთ ერთმანეთში და დადგით რამდენიმე საათი, რომ შაქარი კარგად გადნეს.
- შემდეგ ჩაასხით მიღებული მასა მშრალ ქილებში, რომელსაც მანამდე ცხელი წყლით გაასტერილებთ. მურაბას თავზე მოაყარეთ შაქრის ფენა, ის დამატებით დამცავ ფუნქციას შეასრულებს და დაიცავს პროდუქტს. დაახურეთ ქილებს თავსახური და შეინახეთ გრილ ადგილას. მოცვის და მოცხარის მურაბა ზამთრისთვის მზად არის!
რედაქციისგან :ბევრი იკითხავს, რა საჭიროა ამდენი ამბავი, როცა შეიძლება უბრალოდ გავყინოთ ხილი. ჩვენი რეცეპტი არ უგულვებელყოფს გაყინვის მეთოდს, ის უბრალოდ დამატებითი საშუალებაა. ყოველთვის არ გვაქვს იდეალური ფორმის ხილი და მისი შენახვა გახეხილი სახით ჯობია. თქვენს რჩევებს და შეკითხვებს კი კომენტარებში ველოდებით.მოცვის მურაბა ზამთრისთვის – უბრალოდ დააყარეთ შაქარი და სულ ეს არის. გემრიელად მიირთვით და დატკბით ზაფხულის ვიტამინების კოქტეილით მთელი ზამთარი.