ყველა დიეტაზე მყოფი ტკბილეულის მოყვარულისთვის კარგი სიახლე გვაქვს! შეგიძლიათ ჩაიტკბარუნოთ პირი გემრიელი სასუსნავით დილიდანვე ისე, რომ თქვენს ფორმებს არაფერი ავნოთ. დღეს პაპარაცის რედაქცია გასწავლით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ტკბილი სირნიკები უშაქროდ საუზმისთვის – დიეტური, მსუბუქი, გემრიელი და სასარგებლო.ეს არის რეცეპტი დაბალი ნახშირწყლების შემცველობით, არ შეიცავს შაქარს და ფქვილს. სცადეთ, აუცილებლად მოგეწონებათ.
სირნიკი შაქრის გარეშე
ინგრედიენტები
- 500 გრ. ხაჭო
- 100 გრ. მანანის ბურღული
- 1 კვერცხი
- ვანილი
- მწიკვი მარილი
- 8 გრ. სტევია
- ზეთი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში აიღეთ ღრმა ჯამი და ჩააგდეთ ხაჭო. სირნიკის მოსამზადებლად უმჯობესი იქნება 5%-იანი ხაჭო შეარჩიოთ. დაუმატეთ კვერცხი და სტევია.
- შემდეგ დაუმატეთ მანანის ბურღული, ვანილი, მწიკვი მარილი. აურიეთ ეს ყველაფერი კარგად ხელით ან ხის კოვზით. თუ გინდათ ერთგვაროვანი მასა, აურიეთ მიქსერით.
- მიღებული მასით გააკეთეთ პატარა ბურთულები. ეცადეთ ყველა ერთი ზომის და ფორმის იყოს, რომ თანაბრად გამოცხვეს.
- შემდეგ ეტაპზე წაუსვით საცხობ ტაფას ზეთი და დააწყვეთ ბურთულები.
- შეწვით ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე. ბოლოს დააფარეთ თავზე, დაუწიეთ გაზს და აცხვეთ კიდევ 5 წუთი.
ისღა დარჩა, დაელოდოთ გაგრილებას და მიირთვათ არაჟანთან ერთად, ხილით ან თაფლით.გაგვიზიარეთ კომენტარებში, თუ რომელი კერძის რეცეპტი გსურთ შემოგთავაზოთ შემდეგში.ეხლა კი, გემრიელად მიირთვით და გისურვებთ საუკეთესო განწყობას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს