მეუღლე მხოლოდ იმისთვის მაძლევს ფულს რასაც თვითონ ჩათვლის, რომ ჩემთვის აუცილებელია.

372

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ საყვარელი მამაკაცი არ გაძლევთ ფულს, რომელიც ძალიან გჭირდებათ? აქ საუბარი არ არის მისგან რჩენასა და სრულ უზრუნველყოფაზე, საუბარია ელემენტარულ ზრუნვასა და ყურადღებაზე. ელენე და გიორგი ჯერ ოფიციალურად არ დაქორწინებულან, მაგრამ ერთად ცხოვრობენ უკვე წელიწადზე მეტია. ყველაფერი კარგად იყო თითქოს, რომ არა ფინანსები. პაპარაცის რედაქციის დღევანდელ სტატიაში მათ ამბავს მოგიყვებით.

როცა მამაკაცი არ გაძლევს ფულს

ელენეს ამბავი – მე და გიორგი შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ ჩემს სახლში. ჩემთვის ასე უფრო მოსახერხებელია. ის მუშაობს, კარგი ხელფასი აქვს. ცოლთან გაშორებულია, ყავს პატარა ბიჭი და რეგულარულად ურიცხავს ალიმენტს. ყველაფერი თითქოს, ნორმალურადაა, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საყიდლებს და მატერიალურ დახმარებას, მაშინ იწყება გაუგებრობა.საერთოდ, ვცდილობ საკუთარი თავი თავად უზრუნველვყო, მაგრამ ცხოვრებაში გაუთვალისწინებელიც ხდება… მაგალითად, წავედით სასეირნოდ ქალაქში, შევიარეთ სავაჭრო ცენტრში. იქ ძალიან მომეწონა კაბა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საფულე სახლში დამრჩენია. ვთხოვე გიორგის ყიდვა, მაგრამ მან უარი მითხრა – ეს კაბა შენ არ გჭირდებაო. ალბათ, ჯობდა მეთქვა, რომ ფულს სახლში დაბრუნებისთანავე მივცემდი. მაშინ შეიძლება მოეცა.

გიორგის ხელმომჭირნეობა – საქმე იმაში არ არის, რომ ფულს საერთოდ არ მაძლევს, ხანდახან მაძლევს, მაგრამ თავად წყვეტს რაში დავხარჯო და ეს მხოლოდ თავისი საჭიროების მიხედვით წყდება ხოლმე. ცოტა ხნის წინ დამჭირდა ექიმთან წასასვლელად თანხა. გიორგი თანახმა იყო გადახდაზე, მაგრამ უნდა მივსულიყავი მხოლოდ იმ ექიმთან, რომელსაც ის აირჩევდა, ხოლო თუ წავიდოდი ჩემს ექიმთან, თავად უნდა გადამეხადა. როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია? და ასე ხდება ყველაფერში. რაც არ უნდა მომინდეს, არასოდეს მიყიდის, თუ თავად არ ჩათვლის საჭიროდ. არადა მომთხოვნი და პრეტენზიული სულაც არ ვარ. უბრალო, იაფფასიანი საჩუქარიც კი არ უჩუქებია არასდროს. ძალიანაც რომ მომინდეს რამე, ის უარს მეტყვის, რადგან მისი აზრით “ეს არ მჭირდება”.

უნდობლობა თუ სიძუნწე? – შეიძლება მე რომ მდიდარი ვყოფილიყავი, ვერც შემემჩნია გიორგის ასეთი დამოკიდებულება… ერთი მხრივ, მივეჩვიე და კომფორტულად ვარ მასთან, მაგრამ მეორე მხრივ, მისი ასეთი დამოკიდებულება მწყინს და ხანდახან სრულყოფილ ქალად ვერ ვგრძნობ თავს.მესმის, რომ ყველამ საკუთარ თავზე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ მას რომ დახმარება დაჭირდეს ჩემგან, მე ხომ დაუფიქრებლად დავუდგებოდი გვერდით? და საერთოდ არ მომივიდოდა აზრად “ეს შენ გჭირდება” ან “ეს შენ არ გინდა”.ამ ყველაფერთან ერთად, მაინც ვერ ვიტყვი, რომ ძუნწია. ვფიქრობ, რომ მის საქციელში გაერთიანებულია ხელმომჭირნეობა და უნდობლობა. მე ვფიქრობ, მაგრამ შეიძლება მეშლება…

რა უნდა გააკეთოთ? – იქნებ, მირჩიოს ვინმემ, როგორ უნდა მოვიქცე ასეთ სიტუაციაში. ვკითხულობ, რადგან ბოლო დროს იმდენი დაგროვდა, რომ აღარ ვიცი სწორი რეაგირება როგორი უნდა იყოს. ჩემს გარშემო არავის ქონია მსგავსი შემთხვევა.

რედაქციისგან: პირველი ნაბიჯი პრობლემის მოსაგვარებლად, არის გულწრფელი საუბარი. აუცილებელია ორივე იყოს მომართული ამისთვის. ამის შემდეგ დიდი შანსია, რომ პრობლემა მოგვარდება ორი ადამიანის შეთანხმების ხარჯზე. თუ თავად ვერ შეთანხმდებიან, მაშინ ფსიქოლოგს უნდა მიმართონ, რადგან ეს ყველაფერი მალე დაანგრევს მათ ურთიერთობას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს