გაფრთხილდით – რა მოხდება, თუ ლიმონმჟავას სარეცხის მანქანაში ჩავყრით.

7546

მოსახლეობამ კარგად იცის, რომ ონკანის წყლის ხარისხი, ბევრ რეგიონში, არ არის ისეთი, როგორიც გვინდა რომ იყოს. წყალი ძალიან ხისტია. შედეგად, იგი ნადებისა და ნალექის დაგროვებას იწვევს სარეცხის მანქანაში. ეს ნადები, თავის მხრივ, ზრდის ელექტროენერგიის ხარჯს 10-15%-ით. ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია მაღაზიებში არსებული წყლის დამარბილებლით. თუმცა, ბევრი დიასახლისი ამჯობინებს საშინაო მეთოდებს. აი, რა გამოდის ამ შემთხვევაში.

როცა ლიმონმჟავა, წყალთან(და ფხვნილთან) ერთად, ხვდება სარეცხი მანქანის ბარაბანში, იქ იწყება ქიმიური რეაქცია. თანაც, იქ კონკრეტულად ერთი ქიმიური რეაქცია არ ხდება. იგი შეიძლება იყოს განსხვავებული, ბარაბანის დამზადების მასალის, წყლის შემადგენლობისა და სხვა რამდენიმე ფაქტორის მიხედვით. ყველაზე ხშირად, სარეცხის მანქანების ბარაბნები ალუმინისა და სილიკონისგანაა დამზადებული. სწორედ ისინი შედის მჟავასთან რეაქციაში. ასეთი მეთოდები ყოველთვის სავალალოდ სრულდება.

ლიმონმჟავისა და სარეცხის მანქანის შიდა ნაწილებს შორის ურთიერთქმედების პირველი სტადია იწვევს მეტალის ზედაპირის დაზიანებას 1 მმ სიღრმით. ამის შემდეგ იწყება მანქანის დატვირთული ელემენტების დაბზარვა.

შენიშნვა: პირველ სტადიაზე მანქანა მაინც იმუშავებს და, ბზარების მიუხედავად, გარეგნულად არაფერს მიგანიშნებთ პრობლემის შესახებ.

ამ ურთიერთქმედების მეორე სტადია თანდათან იწვევს ნახეთქებსა და მეტალის ზედაპირის დაზიანებას კრიტიკულ მაჩვენებლებამდე. დიდი ალბათობით, ასეთ სიტუაციაში უკვე სასწრაფო რემონტი ხდება საჭირო. მესამე სტადია ფაქტობრივად არ გვხვდება, რამდენადაც იქამდე იშვიათად თუ გაძლებს რომელიმე მანქანა. თუმცა, ოსტატებმა, ლაბორატორიულ პირობებში, იმას მიაღწიეს, რომ თვალსაჩინოდ ეჩვენებინათ ლიმონმჟავის ზემოქმედების შედეგები. შედეგი სამწუხაროა – მეტალი, ფაქტობრივად, უვარგისი ხდება.

მნიშვნელოვანია: შენადნობს, რომელიც სარეცხის მანქანის ბარაბნის წარმოებისთვის გამოიყენება, სიმდგრადის უკიდურესად მაღალი მაჩვენებელი აქვს. შედეგად, გამოფიტული და “დაღლილი” ბარაბნები მარტივად ტყდება ყველაზე უმნიშვნელო დატვირთვის დროსაც კი.

პროფესიონალი შემკეთებლები დაჟინებით არ გვირჩევენ ლიმონმჟავის (და სხვა ნებისმიერი კუსტარული დანამატის) გამოყენებას რეცხის დროს. სარეცხის მანქანის რემონტი ყოველთვის გარანტირებულად უფრო ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე სპეციალური საშუალების შეძენა. გესმოდეთ, რომ ეს არც რეკლამაა და არც ანტირეკლამა – მხოლოდ ობიექტური სინამდვილე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს