ბევრი ჩვენგანისთვის ოთახის მცენარე სახლის მყუდროებას უკავშირდება. ყვავილები ფანჯრის რაფაზე – მარტივი მეთოდი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ინტერიერის გასაახლებლად. რა მოხდება, თუ ყვავილი მხოლოდ დეკორის ნაწილი არაა? დიდი ალბათობით, მწვანე მეზობელთან ერთად ცხოვრობთ და მის სამკურნალო თვისებებზე წარმოდგენა არ გაქვთ. დღეს პაპარაცის რედაქცია ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარეებს გაგაცნობთ.სახლის გამწვანებაზე ფიქრობთ, ამ ხუთ მცენარეს გადახედეთ. შესაძლოა, მათი ბედნიერი მფლობელი უკვე ხართ.
სამკურნალო ოთახის მცენარეები
ალოე – ჩვენს სიას კოსმეტოლოგების საყვარელი მცენარე, ალოე ხსნის. საოცარია, როგორ შეაყვარა სამხრეთ აფრიკულმა ყვავილმა ევროპის მაცხოვრებლებს თავი. უკვე 3 ათას წელზე მეტია მას დეკორატიული და სამკურნალო მიზნებისთვის სახლში ზრდიან.ალოეს წვენი ძლიერ ანტიბაქტერიულ ეფექტს ფლობს. ანგინის დროს შეგიძლიათ წყალში გაზავებული ალოეს წვენი სპრეის ნაცვლად გამოიყენოთ და ყელში შეისხუროთ. სუფთა წვენი ლორწოვანი გარსისა და სახისთვის სჯობს არ გამოიყენოთ. ზედმეტად მწვავეა და შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს.ხსნარის სახით ან კრემი ალოეს წვენით კანში ტენიანობის შენარჩუნებას და სწრაფად შეხორცებას ხელს უწყობს.როგორც საკვები, ალოე ძლიერი მატონიზირებელი, შარდმდენი და საფაღარათო საშუალებაა.
ნემსიწვერა – კიდევ ერთი ეგზოტიკური მცენარე, რომლის სამშობლოდ სამხრეთ ამერიკა ითვლება. თუ სახლში გაქვთ, შეამჩნევდით, რომ ქინქლები და სხვა მწერები მის სუნს ვერ იტანენ. სწორედ ამიტომ, ფანჯრის რაფაზე მისი გაჩერება გონივრულია.ნემსიწვერას ეთერზეთს ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. მცენარეს ჭრილობების შესახორცებლად და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად იყენებენ.
ჩინური ვარდი – ჰიბისკუსი სასწავლო დაწესებულებების დერეფნებს და კიბეებს ხშირად ამშვენებს. ეს საკმაოდ დიდი მცენარეა, რომელიც შენობაში თავს კარგად გრძნობს. ჰიბისკუსი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ჰემოგლობინის დონის აწევა სურს. დაღლილობის, თირკმლების დაავადების და ავიტამინოზის დროს 50 გრ ხმელი ყვავილი 2 ჭიქა ცხელ წყალში დააყენეთ. მთელი ღამე გააჩერეთ. მიღებული ნაყენი ჩაის ნაცვლად დალიეთ.
კალანჰოე – ოთახის მცენარე გარეგანად გამოიყენება. კალანჰოე ვარიკოზული ვენების, წყლულების და კანის ეგზემის წინააღმდეგ ეფექტურია.ნაყენის მოსამზადებლად 100 გრ ფოთლებს 500 მლ სპირტი დაასხით. ჭურჭელი ბნელ, გრილ ადგილას 10 დღე შეინახეთ. მიღებული ნაყენით საფენები გაიკეთეთ.
სენპოლია – უზამბარული ია ნახევრად ბნელ შენობას და დერეფნების გრილ კუთხეებს ამშვენებს. ყველამ არ იცის, რომ სენპოლია კანის დაბერებასთან საბრძოლველად ეფექტურია.გამაახალგაზრდავებელი საშუალების მოსამზადებლად სენპოლიის ზეთი რძეს 1:2 პროპორციით აურიეთ. მიღებული ემულსია აბაზანის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე წაისვით, როგორც ლოსიონი.
მწვანე მცენარეები ინტერიერში ზედმეტი არასდროსაა. თან თუ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რატომ არ უნდა შეიძინოთ რამდენიმე ქოთანი? ვიმედოვნებთ, რომ რომელიმე მცენარე ჩვენი სიიდან უკვე შეარჩიეთ.