სანამ ზოგიერთი ადამიანი ვერცხლისფერ თმას მოწიფულობის და სიბრძნის ნიშნად მიიჩნევს, ზოგი პირველი ჭაღარის გაჩენას დაჟინებით ებრძვის. ექიმების აზრით, ადამიანის თმის ფოლიკულები საშუალოდ 35 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად ნაკლებ პიგმენტაციას აწარმოებს. ზოგიერთ ადამიანს ბუნებრივი გაჭაღარავების ციკლი უფრო ადრე ეწყება – ყველაფერი გენეტიკურ მიდრეკილებაზეა დამოკიდებული. „პაპარაცი“ ჭაღარი თმის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდებზე გიამბობთ, რომლებიც თმის ბუნებრივი ფერის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ვიტამინების დეფიციტი
მელანინის წარმოების შემცირება შეიძლება B ჯგუფის ვიტამინების, განსაკუთრებით B12 (ციანოკობალამინი) დეფიციტით შეიძლება აიხსნას. ბიოტინი, ნიკოტინის მჟავა, ფოლიუმის მჟავა, პანთოტენორუ მჟავა, პირიდოქსინი, რიბოფლავინი და თიამინი – აი, B ჯგუფის ვიტამინების სრული სია, რომელთა ყიდვას მკურნალი ექიმი გირჩევთ. ვიტამინებს ცხოველური წარმოშობის პროდუქტები შეიცავს, როგორიცაა ძროხის ხორცი, თევზი, კვერცხი და ქათმის ხორცი, ასევე ხილი, ბოსტნეული, კაკალი და რძის პროდუქტები. ვიტამინები მელანოციტების წარმოებაზე გავლენას ახდენენ. მელანოციტები მელანინის წარმოებაზე პასუხისმგებელი უჯრედებია. მკვებავი ნივთიერებების დეფიციტის დროს თმა ბუნებრივ ფერს კარგავს და ნაცრისფერი ხდება.
თამბაქოს მოწევაზე უარი თქვით
კვლევამ აჩვენა, რომ თამბაქოს მოწევა ნაადრევი ჭაღარის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზია. კვლევის მონაწილეებში გაჭარავების ასაკი 35 წლიდან 30 წლამდე შემცირდა. თამბაქო შეიცავს ნიკოტინის მჟავას, რომელსაც თმის სამკურნალოდ იყენებენ, მაგრამ თამბაქოში მისი კონცენტრაცია საკმაოდ დაბალია. ფისის და კვამლის ზემოქმედება თმას გაცილებით უფრო დიდ ზიანს აყენებს – ის მტვრევადი, უხეში ხდება და ელასტიკურობას კარგავს. ბედის გამოცდას და გენეტიკის იმედად ყოფნას არ გირჩევთ, თუ სიბერემდე ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ.
ზომიერად გაირუჯეთ
როგორც კვლევა აჩვენებს ულტრაიისფერი სხივები თმის ნაადრევ გაჭაღარავებაზე გავლენას ახდენს. ერთი მხრივ, მზის ზემოქმედების ქვეშ თავის კანი მშრალი და აქერცლილი ხდება, ასევე თმიდან ტენი ქრება (თმაც მშრალი და ნაკლებად მოქნილი ხდება). მეორე მხრივ, ულტრაიისფერი ზემოქმედება თმაზე ლაზერივით მოქმედებს – მუქ პიგმენტს ეკვრის და მას წვავს. გასაოცარი არაა, რომ მოგზაურობის შემდეგ თმის ფერი 3-4 ტონით ღიავდება. მზეზე დროს რაც უფრო დიდხანს გაატარებთ, თმა მით უფრო მეტად დაიწვება.
შინაურული რეცეპტები ჭაღარის საწინააღმდეგოდ
ბუნებრივი მკურნალობის მხარდამჭერებს ჭაღარის საწინააღმდეგოდ რიგ ნატურალურ საშუალებებს ვთავაზობთ. ისინი მოიცავენ:
ქოქოსის ზეთი. ყოველ მეორე დღეს ძილის წინ ქოქოსის ზეთი თმასა და თავის კანში შეიზილეთ. მეორე დილით თავი ჩვეულებრივად დაიბანეთ.
კოჭა (Zingiber officinale). ყოველდღე 1 ჩ/კ ახალ გახეხილი კოჭა 1 ს/კ თაფლს აურიეთ და მიირთვით.
ამლა (Phyllanthus emblica). ამლა ცნობილია, როგორც ინდური ხურტკმელა. 3 ჩ/კ ახალ დაწურული ამლის წვენი ყოველდღე დალიეთ ან ამლის ზეთით თმა კვირაში ერთხელ დაიმასაჟეთ.
შავი სეზამის თესლი (Sesamum indium). კვირაში 2-3-ჯერ 1 ს/კ შავი სეზამის თესლი შეჭამეთ, რომ გაჭაღარავების პროცესი შეანელოთ ან, შესაძლოა, დრო უკან დაიბრუნოთ.
ერბო. კვირაში 2-ჯერ თმა და თავის კანი სუფთა, დამდნარი ზეთით (სუფთა ზეთით დაიმასაჟეთ.
ხორბლის აღმონაცენების წვენი (Thinopyrummedium). 2 ჩ/კ ახალ დაწურული ხორბლის აღმონაცენების წვენი ყოველდღე დალიეთ ან 1 ს/კ აღმონაცენების ფხვნილი წვნიანებსა და სმუზებს დაუმატეთ.
ხახვი. ხახვი დააბლენდერეთ და გაწურეთ. კვირაში 2-ჯერ ეს წვენი თავის კანში შეიზილეთ, 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.