პომიდვრის მოყვანა, მით უფრო სათბურში, ხანმოკლე პროცესი არაა. ბუნებრივია, ჩვენი შრომის ნაყოფის რაც შეიძლება მალე ნახვა გვსურს. პაპარაცის რედაქცია გიზიარებთ ცნობილი აგრონომის რჩევებს, თუ როგორ დააჩქაროთ პომიდვრის მომწიფება. აღმოჩნდა, რომ ამის გაკეთება სპეციალური ქიმიის გარეშე შესაძლებელია.
აგრონომის რჩევები: როგორ დავაჩქაროთ პომიდვრის მომწიფება – მიხეილ კარპუხინი ღირებულ რეკომენდაციებს გვიზიარებს. ის ეკატერინბურგის აგრარული უნივერსიტეტის ხილ–ბოსტნეულის მოყვანის კათედრას ხელმძღვანელობს. გამოცდილი აგრონომი რამდენიმე მითს აქარწყლებს და პომიდვრის სწორად გასაზრდელად რჩევებს გვაძლევს. ასევე გვიზიარებს ხრიკებს პომიდვრის სწრაფად დასამწიფებლად და გიამბობთ, როდის სჯობს მოსავლის აღება.
პირობები პომიდვრის მოსაყვანად – თუ პომიდორს სათბურში ზრდით, სათანადო პირობებით უნდა უზრუნველყოთ. გახსოვდეთ, რომ მცენარეს ძლიერი სიცხე არ უყვარს. შესაბამისად, ნაყოფი არ გამოჩნდება, როცა ტემპერატურა 30 გრადუსზე მაღალია. სათბურის ხშირი განიავება პრობლემას მოაგვარებს. ბოსტანში მზარდი პომიდორი ასეთი პრობლემისგან იშვიათად იტანჯება, რადგან ქარი მცენარეს აგრილებს. მხოლოდ ანომალური სიცხისგან იტანჯება. ამ შემთხვევაში ხშირად მორწყეთ, რომ ტემპერატურა შემცირდეს.პომიდორს ნახშირორჟანგი უყვარს, ამიტომ მის ახლოს მდებარე მიწა შეგიძლიათ დაჭრილი ბალახით დაფაროთ. ასე ლპობის პროცესში ნახშირორჟანგი გამოიყოფა. ეს ეფექტური მეთოდია როგორც ბოსტნის, ასევე სათბურის პომიდვრისთვის.ნასკვების გამოჩენისას ახალი ყლორტების გადაჭრა არ დაგავიწყდეთ. ასე მთელი რესურსი ნაყოფისკენ იქნება მიმართული. ეს ერთ–ერთი პასუხია, თუ როგორ დავაჩქაროთ პომიდვრის მომწიფება.გემრიელი და საკმარისად დიდი პროდუქტის გასაზრდელად მცენარე უხვად მორწყეთ. მთავარი წესი: წყლის ტემპერატურა 18 გრადუსზე დაბალი არ უნდა იყოს.
რით გამოვკვებოთ და როგორ ვებრძოლოთ მავნებლებს – აგრონომი გვთავაზობს შესანიშნავ რეცეპტებს პომიდვრის გამოსაკვებად. 15-20 გრ ამონიუმის ნიტრატი 10 ლ წყალს აურიეთ. მიღებული ხსნარით ფოთლები დანამეთ. საფუარის სასუქიც გამოგადგებათ.პომიდორს ყველაზე ხშირად ბუგრები და ფრთათეთრა პეპელა აზიანებს. ამ და სხვა მწერებთან საბრძოლველად სხვადასხვა მეთოდი არსებობს. სათბურის პომიდორი წვრილი ბადით გადაღობეთ და წებოვანი ლენტა გააკარით. ასევე ბუგრებთან საბრძოლველად შეგიძლიათ ნატურალური საშუალებები გამოიყენოთ.
როდის ავიღოთ მოსავალი და როგორ დავაჩქაროთ პომიდვრის დამწიფება – მებოსტნეები ხშირად უშვებენ შეცდომას და პომიდორს ადრე ან უკვე გვიან კრეფენ. თუ მოსავალს ნაადრევად აიღებთ, ვეღარ დამწიფდება. ამავდროულად, გადამწიფებული პომიდორი შეიძლება დასკდეს ან დალპეს, განსაკუთრებით ტრანსპორტირებისას. რა თქმა უნდა, სხვა საქმეა, როცა რამდენიმე ცალს სალათისთვის წყვეტთ. მეორე მხრივ თუ მთელი მოსავალი გასაყიდად გაქვთ, ამაზე უნდა იზრუნოთ. აგრონომი გირჩევთ, პომიდორი ბლანშირებული სიმწიფის მოკრიფოთ, ანუ ნაყოფს ოდნავ ნარინჯისფერ–ყავისფერი შეფერილობა უნდა ჰქონდეს. ასეთი ნაყოფი მოკრეფის შემდეგ მომწიფებამდე მიაღწევს.1 ხრიკი პროცესის დასაჩქარებლად, რომელსაც გამოცდილი აგრონომები ხშირად იყენებენ: მოწყვეტილი ნაყოფი მუყაოს ყუთებში ჩააწყვეთ. შემდეგ, აქვე პომიდვრის სწრაფად დასამწიფებლად ბანანი ან ვაშლი ჩადეთ. ორივე ხილი ეთილენს აქტიურად გამოყოფს. შედეგად, მისი ზემოქმედებით პომიდორი 1 კვირაში შეწითლდება. მეთოდი ქიმიკატებს არ შეიცავს, ამიტომ გემოს ცვლილებაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. პომიდორი წვნიანი და მწიფე გახდება.
როგორც ხედავთ, პომიდვრის სწრაფად დასამწიფებლად ამ ხრიკის გამოყენება ყველას შეუძლია. ქიმიკატების შეძენა ან სხვა მანვე ხრიკების გამოყენება საჭირო არაა. ამაში თავად დარწმუნდით.