ადამიანები ინტელექტის მაღალი დონით ცვლიან ისტორიის მსვლელობას: იგონებენ ახალ მექანიზმებს, წერენ ბრძნულ წიგნებს და ხშირად აღწევენ გასაოცარ წარმატებებს ცხოვრებაში. IQ-ს გვერდით არის კიდევ მრავალი ინტელექტის სახეობა: სოციალური, ემოციური ინტელექტი, ვერბალური და სხვა.პაპარაცის რედაქციის ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით რაში იმალება ჭკუის და გამჭრიახობის სიმპტომები.
ჭკუის სიმპტომები
ზოგისთვის ჭკუა ასოცირდება მათემატიკური ამოცანების და ფიზიკის კანონების ცოდნასთან. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი უფრო მრავალმხრივია. შეიძლება საოცარი წარმატება გქონდეს მეცნიერებაში და სხვა სფეროში დილეტანტი იყო. არსებობს მოსაზრება, რომ ჭკუა და სიბრძნე ასაკთან ერთად მოდის. აქაც არ არის ყოველთვის ასე, რადგან შეიძლება 100 წელი იცხოვრო, მაგრამ სულელად დარჩე.
სხვისი ემოციების ამოცნობა: რთულია უწოდო ადამიანს ჭკვიანი მაშინ, თუ მას არ შეუძლია საკუთარი თავის სხვის ადგილას დაყენება. ადამიანს განვითარებული ინტელექტით შეუძლია სხვისი ემოციური მდგომარეობის ამოცნობა, რაც ეხმარება უკეთ გაიცნოს სხვისი აზრი, შეძვრეს სხვის ტყავში და მშრალად გამოვიდეს კონფლიქტური სიტუაციიდან.
საკუთარი შეცდომების აღიარება: სულელი ადამიანები არასდროს აღიარებენ საკუთარ შეცდომებს და არც გამოცდილებას იძენენ მისგან. ურჩევნიათ თავით შეასკდნენ კედელს და არ ეძებონ გასასვლელი კარი. ჭკვიანი ადამიანი კი ყოველთვის აღიარებს შეცდომას და ეცდება აღარ გაიმეოროს მომავალში.
პრობლემების მოგვარების უნარი: მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები უფრო მარტივად პოულობენ გამოსავალს რთული სიტუაციიდან. ისინი გადაარჩევენ ყველა შესაძლო იდეას და ვარიანტს, სანამ არ იპოვიან საუკეთესოს. არ მოერიდება რჩევის კითხვა სხვებისთვის. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ სწავლულები ეს ის ადამიანები არიან, ვისაც არ ეშინია თამამი კითხვების დასმა.
მარტივი და გასაგები მეტყველება: რაც უფრო რთული გასაგებია ადამიანის საუბარი, მით უფრო სულელია ის. რთული ტერმინების გამოყენება საუბრის დროს, რომელიც სხვებისთვის გაუგებარია, არ არის ინტელექტის ნიშანი. პირიქით, ამის მიღმა ხშირად იმალება კომპლექსები. ჭკვიანი ადამიანი ყოველთვის მოახერხებს მკაფიოდ და გასაგებად მიიტანოს თავისი აზრი სხვამდე, რადგან როცა ადამიანმა ზუსტად იცის რაზე ლაპარაკობს, ყველას მარტივად გააგებინებს.
მეგობრული და საქმიანი კავშირები: ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს მეგობრული და საქმიანი კავშირების ჩამოყალიბების უნარი. ჭკვიანი ადამიანი ხვდება, რომ მეგობრები ყველგან არ ყრია და არასოდეს გაიფუჭებს ურთიერთობას ახლობელთან წვრილმანების გამო. როგორც არ უნდა ატრიალო, ადამიანი სოციალური არსებაა და საიმედო კონტაქტების გარეშე გაუჭირდება. ურთიერთობები ცხოვრებაში ხშირად ეხმარება. მაგალითად, სამსახურში მოსაწყობად ან კარი ექიმის პოვნაში.
ბრძოლისთვის მზადყოფნა: ჭკვიანი ადამიანები კარგად ხვდებიან, რამდენად უსამართლოა ცხოვრება და ყოველთვის ყველაფერი კარგად ვერ იქნება. თუ ადამიანი ნამდვილად ჭკვიანია, ის აპათიის მდგომარეობაშიც გააცნობიერებს, რომ ყველაფერი გაივლის და გამოსავალი იქნება. ის არ დაიწყებს წუწუნს და საკუთარი თავის შეცოდებას, დაიწყებს ბრძოლას ბედნიერებისთვის.
თქვენ როგორ ფიქრობთ? რაში გამოიხატება ინტელექტის მაღალი დონე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.