7 შეცდომა, რომელსაც სახლში თმის შეღებვის დროს ვუშვებთ

1318

ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეღებვა თმის ფერის შესაცვლელი მარტივი მეთოდია. რა საჭიროა სილამაზის სალონში წასვლა, თუ შეღებვას სახლში შევძლებთ. კოსმეტიკის მწარმოებლებმა ამდენი საღებავი ტყუილად ხომ არ შექმნეს.

თუმცა მიღებული შედეგი მოლოდინს ხშირად არ ემთხვევა. მიღებული ფერი შეფუთვაზე მოცემულთან ახლოსაც არაა, ხოლო თმა მშრალი და უსიცოცხლო ხდება. „პაპარაცი“ სახლში თმის შეღევის დროს დაშვებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს გიზიარებთ და გიამბობთ, თუ როგორ შეიღებოთ სწორად.

ალერგია და საღებავის შემოწმება „დაიკიდეთ“

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ალერგია არ გვექნება. თუმცა მწარმოებლები შესაძლო ალერგიის შესახებ თითოეულ შეფუთვაზე გვაფრთხილებენ და მარტივი ტესტის გაკეთებას გვირჩევენ. თუ შერჩეულ ფერში ეჭვი არ გეპარებათ. იმის ნაცვლად, რომ თავდაპირველად თმის ერთი ხვეული შევიღებოთ, ჩვენ ბოლომდე ვიღებავთ. შედეგად კანი წითელი ლაქებით იფარება, ფერი კი ყველაზე ქერათმიანებსაც აშინებთ.

მოლოდინი – რეალობა

დავუბრუნდეთ ტონს, რომლის მიღებაც გვსურს. ორიენტაცია ყოველთვის შეფუთვაზე მოცემული სურათით ხდება, მაგრამ შედეგზე თმის სტრუქტურა, ადრე შეღებილი თმის ფერი და პიგმენტის განსაკუთრებულობა გავლენას ახდენს.

ფერი შეიძლება არათანაბარი, მოლოდინზე მუქი ან ღია, წითური ან მოყვითალო ელფერის გამოვიდეს. კიდევ უფრო საშიში – მწვანე ან იისფერი შეფერილობის თმა. უნდა გახსოვდეთ: მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია საღებავის ისე შერევა, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ. შინაურული ექსპერიმენტი ხშირად საშინელი შედეგით სრულდება.

კანის და ტანსაცმლის დაცვა არ არსებობს

თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, თავის კანი უნდა დაიცვათ. მისი შეღებვა აუცილებელი არაა, შეგიძლიათ ფერი ოდნავ გადაუსვათ. შეღებვის დროს შემთხვევით ტანსაცმელზე საღებავის დაწვეთებას გვერდს ვერ აუვლით. სწორედ ამიტომ, სპეციალური დამცავი საშუალებები იყიდეთ და გამოიყენეთ.

კონდიციონერი შეღებვის წინ აუცილებელი არაა

სჯობს თავი ერთი დღით დაუბანელი იყოს. ბალზამი, კონდიციონერი, ნიღაბი თმის შეღებვას ხელს უშლის.

ცხიმიანი თმა აკრძალულია

შეღებვამდე თმის დაბანა აკრძალულია, მაგრამ ძალიან ცხიმიანი თმა ნორმალურად არ შეიღებება. საღებავი ჭუჭყიან და დახლართულ თმაზე ნორმალურად არ გადანაწილდება. ფერი არათანაბარი და უჯერი გამოვა.

სველი თმა არ იღებება

თმა, რომელიც ტენს იწოვს, ადვილად შეიძლება დაზიანდეს. სჯობს საღებავი მშრალ თმაზე წაისვათ.

დანიშნულ დროზე დიდხანს არ გაიჩეროთ

წინააღმდეგ შემთხვევაში თმის გროვის ნაცვლად ყვავის ბუდეს მიიღებთ. თმის შეღებვის პერიოდი 30-40 წუთს არ უნდა აჭარბებდეს, შემდეგ საღებავი მოქმედებას წყვეტს. არ იფიქროთ, რომ დიდხანს გაჩერებით უფრო ინტენსიურ ფერს მიიღებთ. უფრო ქავილს და თმის გამოშრობას გამოიწვევთ.

თუ თმის სახლის პირობებში შეღებვას გადაწყვეტთ, უფრო გონივრულად მოიქეცით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს