გამაოგნებელი სხვაობა დედის და მამის გავლენას შორი ბავშვებზე

129

დედა, მამა და შვილი – ვინ არის მათ შორის მთავარი? ბევრი მიპასუხებს, რომ რა მნიშვნელობა აქვს? ეს ხომ ერთი ოჯახია. ერთი მხრივ ასეა, მაგრამ მეორე მხრივ – არც ისე მარტივად არის საქმე. მამას და დედას სხვადასხვა დანიშნულება აქვს ოჯახში. მათ შორის შეიძლება კონკურენციაც გაჩნდეს ბავშვის გამო – ასე ფიქრობენ ფსიქოლოგები.რაში გამოიხატება ეს სხვაობა და რატომ აქვთ დედას და მამას სხვადასხვანაირი გავლენა ბავშვზე? პაპარაცის რედაქცია დღეს განიხილავს გამოჩენილი გერმანელი სოციოლოგის და ფილოსოფოსის ერიხ ფრომის მოსაზრებებს. მას ამ საკითხზე რამდენიმე საინტერესო შეხედულება აქვს. დაეთანხმებით თუ არა, ეგ თქვენი გადასაწყვეტია.

დედა, მამა და ბავშვი

ერიხ ფრომმა გაყო დედის და მამის სიყვარული, მისი შეხედულებით, დედობრივი სიყვარული უპირობოა ბავშვის მიმართ. პატარა, რომელიც ამ ქვეყანას მოევლინა, ეს მისი შვილია, მას არ ჭირდება სიყვარულის მოპოვება და დამსახურება, რადგან უკვე თანდაყოლილია. სამწუხაროდ, აქ ერთი საშიშროება ჩნდება – იშვიათად, ეს სიყვარული შეიძლება არ გაჩნდეს და არც განვითარდეს, ხდება სამწუხაროდ.მამაკაცისთვის მამობრივი კავშირი პატარასთან უფრო ვიწროა. მამას არ არ აქვს ბავშვისთვის იმხელა მნიშვნელობა, როგორც დედას, ამიტომ მისი ცხოვრების პირველ წლებში მამა თითქოს პერიფერიებშია. მამაკაცს აქვს უფრო განსხვავებული მისია. ის პასუხს აგებს ცოდნასა და გამოცდილებაზე, წარმოდგენაზე, თუ როგორია ცხოვრება, რა უნდა გააკეთოს შვილმა ამა თუ იმ სიტუაციაში.ფრომის აზრით, მამის სიყვარული პირობითია, ის გამოიყურება როგორც მოლოდინების გამართლება, როგორც რეზულტატით ტკბობა, როგორც საშუალება თავისი მსგავსის ამოცნობის. “დამსახურებულ” სიყვარულში მხოლოდ პოზიტივი არ არის, აქ იმალება ბევრი მინუსიც, რადგან შესაძლებელია ის ნებისმიერ მომენტში დაიკარგოს.ნათელი მაგალითები გვხვდება კლასიკურ ნაწარმოებებში. მაგალითად, “რომეო და ჯულიეტა”. მაშინ, როდესაც ჯულიეტა იწყებს თავისი ოჯახის წინააღმდეგ წასვლას, მამამისი გრაფი კაპულეტი მზად არის გააგდოს სახლიდან მხოლოდ იმიტომ, რომ შვილი არ უჯერებს.

მამა, დედა და ბავშვი – რასი მდგომარეობს პოზიტივი? მამის და დედის სიყვარული შეესაბამება ბავშვის წესებს. მთელი ოჯახის მიზანია იყვნენ ყველანი ერთად და აქ ბევრი რამ დამოკიდებულია მამაკაცზე. რატომ? იმიტომ რომ სწორედ ის არის სიყვარულის ინდიკატორი, მისი სიყვარული ხომ პირობითია.ცხოვრების პირველი რამდენიმე წელი ბავშვს ჭირდება დედის უპირობო სიყვარული და ზრუნვა, მოგვიანებით კი მას დაჭირდება მამის გამოცდილება. მოვლენების განვითარების საუკეთესო ვარიანტია: დედა ქმნის ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს, ხოლო მამა ასწავლის და აჩვენებს როგორ გაუმკლავდეს ამა თუ იმ პრობლემას.დედა არ შეუშლის შვილს ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბებაში, თუ თავად გრძნობს თავს თავდაჯერებულად. შვილს არ მოუწევს პასუხი აგოს მისი შფოთვების და უსუსურობის გამო. ჰარმონიული ადამიანი, რომელიც ასეთ პირობებში გაიზრდება ფლობს ამის და დედის ცნობიერებას. თუ ბავშვს არ ყავს ჩვენს მიერ აღწერილი მამის მსგავსი, ის გაიზრდება ცინიკოსი და ბრაზიანი, ხოლო თუ დედა იქნება შფოთიანი და სუსტი, ბავშვს მომავალში გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება და საერთოდ, განვითარება.

ვის რაზე აქვს გავლენა – თუ დავეთანხმებით მოცემულ თეზისებს, დავასკვნით, რომ რაც უფრო ნაკლები შფოთი აქვს ქალს, მეტ სიყვარულს მისცემს შვილს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს ექნება მეტი საშუალება სამყაროს შეცნობის. ინფანტილიზმი ჩნდება იქ, სადაც დედა მუდმივად დაძაბულია. საიდან ჩნდება ეს განგაში?სტრესი, პრობლემები სამსახურში, დაძაბული გარემო ოჯახში, მომავალზე ნერვიულობა… ეს ყველაფერი სხვამ უნდა გააკეთოს და დედა მშვიდად უნდა იყოს ორიენტირებული ახალშობილზე. ამიტომ ვამბობთ, რომ აქ სრული ტაქტიკა და სტრატეგია მამაკაცზეა დამოკიდებული, სწორედ მან უნდა აიღოს თავის თავზე მთავარი პასუხისმგებლობა.ეს არც მამაკაცისთვის არ იქნება მარტივი, მაგრამ ახალშობილობის პერიოდში მისი შფოთი ბავშვზე არ აისახება. მისი დაგეგმვის უნარი, დისციპლინა და ადეკვატურობა იქნება ოჯახის სიმშვიდის გარანტი, რასაც მომავალში შვილსაც ასწავლის.

აქ დავასრულებთ მამის და დედის გავლენაზე საუბარს. მამა, დედა და ბავშვი – ეს ერთი მთლიანობაა და ჰარმონიაში ხვდება ერთმანეთს, თუ ყველა თავის ადგილას არის. ამიტომ თუ ქალს აქვს სურვილი არ იმუშაოს და მოუაროს თავის პატარას, მამა უნდა დაეხმაროს და დაუდგეს გვერდში. ერთად უნდა შექმნან შვილის ჯანსაღი მომავალი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს