8 უსიამოვნება, რომლებსაც მუხის ქერქი კურნავს

2281

მედიცინაში, ყველაზე ხშირად, მუხის ქერქი გამოიყენება. მას აგროვებემ გაზაფხულზე, ახალგაზრდა წვრილი ტოტების წვენიანობის დროს. უხეში ქერქი სამკურნალოდ არაა ვარგისი. ხე 15-20 წელზე უფრო მოხუცი არ უნდა იყოს. მოხუცი ხეების ქერქში ტანინების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება.

ხალხურ მედიცინაში, მუხის ნახარში შინაგანად გამოიყენება დიზენტერიის, დიარეის, კუჭ-ნაწლავური სისხლდენის, ჭარბი მენსტრუაციის, სოკოთი/სპილენძის მარილებით მოწამლვის, ღვიძლისა და ელენთის დაავადებების დროს. გარეგანად, სავლების სახით, გამოიყენება ანგინის დროს, ხოლო აბაზანის სახით – ტრიქომონადური კოლპიტის, დამწვრობის, მოყინვის, ნაწოლების, ბუასილის, კანის დაავადებების, ფეხების ჭარბოფლიანობის დროს. არაფერს ვამბობ ნაკლებადცნობილ რეცეპტებზე.

სარძევე ჯირკვლის კიბო

მოამზადეთ ნახარში 1 ს.კ. მუხის ქერქითა და 1 ჭიქა უმი წყლით. დააყენეთ 10-12 საათით, შემდეგ აადუღეთ, გააგრილეთ და აადუღეთ ისევ, შემდეგ დააყენეთ 3-4 საათით. გააკეთეთ კომპრესები მკერდზე დილა-საღამოს, 2-2 საათით. ამავდროულად, დაითბეთ მკერდი.

ფარისებრი ჯირკვლის კიბო

სწორედ ასეთი ნახარშით გაიკეთეთ სავლები ფარისებრი ჯირკვლის არეში.

მენჯისა და ჭიპის თიაქარი

თუ ასეთი უსიამოვნება შეგემთხვათ, აფთიაქის მუხის 1 შეკვრას დაასხით არაყი(ჭაჭა ან ოდეკოლონი) ისე, რომ ბოლომდე დაიფაროს, და დადგით 2 კვირით დასაყენებლად ბნელ ადგილას. ამის შემდეგ, ჩაალბეთ საღამოს ნაყენში მარლა, დაკეცილი ოთხად, დაიდეთ თიაქარზე, დააფარეთ ცელოფანი, შეიხვიეთ თბილად და გაიჩერეთ კომპრესი მთელი ღამით. პროცედურები შეასრულეთ თიაქრის სრულად გაქრობამდე.

კვანძოვანი ჩიყვი

მუხის ქერქისა და არყის ნაყენი დაიტანეთ ჩიყვის მონაკვეთზე. რა თქმა უნდა, დაგწვავთ, ამიტომ პროცედურის შემდეგ უნდა წაისვათ საბავშვო კრემი და ისევ დაიტანოთ ნაყენი. ასე 2 თვის განმავლობაში უნდა აკეთოთ.

მასტოპათია

მუხის ქერქის ნახარში: მუხის ახალგაზრდა, მყარი ტოტები ან ქერქი დააქუცმაცეთ. 1 ს.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, აადუღეთ ორჯერ, ორთქლში ამყოფეთ 3 საათის განმავლობაში(სახურავის ქვეშ). როცა გაგრილდება, ჩაალბეთ ცივ ნახარშში სქელი ტილო(აბანოს პირსახოცი) და დაიდეთ მკერდზე, სიმსივნეზე. კარგად შეიფუთეთ პირსახოცით, შეიხვიეთ, ჩაიცვით თბილი, ნაქსოვი ზედა. გაიჩერეთ კომპრესი 2-2 საათით, დილა-საღამოს. მუხის ქერქი გაიწოვს ახალანთებულ სიმსივნეებს, კურნავს ჩიყვსაც(კომპრესი კისერზე).

ფეხების ჭარბოფლიანობა

ამ უსიამოვნებას გაუმკლავდებით მუხის ქერქით. იგი უნდა გამოაშროთ, შემდეგ აქციოთ ფხვნილად, ჭარბად ჩაყაროთ ჩულქში ან წინდაში და შემდეგ ჩაიცვათ. გააკეთეთ ასე ყოველდღე მანამ, სანამ ოფლიანობა არ შეიზღუდება. მკურნალობის დროს ყოველდღე დაიბანეთ ფეხები ცივი, შაბიანი წყლით.

საყლაპავის კიბო

საყლაპავის კიბო შემდეგნაირად იკურნება: დაასხით 1 ლ წყალი 1 ს.კ. მშრალ მუხის ქერქს, აადუღეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთით. დაუმატეთ ნახარშს 4 ს.კ. ნივრის ფაფა და ისევ აადუღეთ, ოღონდ არ ხარშოთ. გააგრილეთ, გადაწურეთ და შეინახეთ გრილ ადგილას. დღეში მაქსიმუმ 10-ჯერ გამოივლეთ ნაყენით მტკივანი ყელი. გარდა ამისა, დღეში სამჯერ მიიღეთ დანის წვერით მუხის ქერქის ფხვნილი.

საშვილოსნოს გამოვარდნა ან ჩამოწევა

70 გ მუხის ქერქს დაასხით 2 ლ წყალი, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 1 საათით, შემდეგ დააყენეთ 1 საათით და გადაწურეთ. ეს ნახარში 2 აბაზანისთვის გეყოფათ. გაიმეორეთ ეს პროცედურა სრულ განკურნებამდე.

უკუჩვენებები

მუხის ნახარშის შინაგანი გამოყენება არ შეიძლება მწვავე ყაბზობით დახასიათებული ნაწლავური დაავადებების, ბუასილის დროს. არაა რეკომენდებული მისი ხანგრძლივი მიღება პირდაპირი ჩვენებების დროსაც კი. პირის ღრუს მუხის ქერქის ნახარშით ხანგრძლივი გამოვლება იწვევს ყნოსვის უნარის დაქვეითებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს