ლოყებღაჟღაჟა მზარეულმა იცის, როგორ გააკეთოს ბანალური რაგუსგან კერძი, რომელიც აღაფრთოვანებს მაღალ საზოგადოებასაც

161

ბოსტნეულის რაგუ ბადრიჯნით ტაფაზე – აღმოჩენაა მათთვის, ვისაც უყვარს განსაკუთრებული გემო ბადრიჯნის. რომ არ გავაფუჭოთ ის კარტოფილის სახამებლით ან ყაბაყის ტექსტურით, დავტოვეთ რეცეპტში მხოლოდ ყველაზე აუცილებელი: ხახვი, ტომატი და მწვანე მუხუდო. პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ:

ბოსტნეულის რაგუ ბადრიჯნით ტაფაზე

აიღეთ ყველაფერი ორი: ორი ბადრიჯანი, ორი პომიდორი, ორი ხახვი, ორი სტაფილო.

ინგრედიენტები

  • ორი ბადრიჯანი
  • 2 პომიდორი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ხახვი
  • 0,5 ჭიქა მწვანე მუხუდი
  • მარილი წიწაკა გემოვნებით
  • სასურველი სუნელები

მომზადების წესი

  1. დაჭერით წვრილ რგოლებად ბადრიჯანი.
  2. დააყარეთ დაჭრილ ბადრიჯანს მარილი, რათა მოშორდეს სიმწარე, გააჩერეთ 30 წუთი.
  3.  გაწურეთ კარგად ბადრიჯანი და შეწვით მაღალ ცეცხლზე ზეთში ოქროსფერი ფერის მიღებამდე.
  4. გადაიტანეთ მოსათუშ ტაფაზე.
  5. დაჭერით კუბებად პომიდორი და ხახვი.
  6. დაჭერით გრძლად სტაფილო.
  7. ცალკე შეწვით 2-3 წუთით ხახვი და დააყარეთ ბადრიჯანს.
  8. გაადნეთ გაყინული მუხუდოს მარცვლები, კარგად დაწრიტეთ წყლისგან.
  9. შემდეგ რიგრიგობით შეწვით სტაფილო და მუხუდო, მოთუშეთ პომიდორი.
  10. აურიეთ ყველა შემწვარი ბოსტნეული მოსათუშ ტაფაზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  11. თუშეთ 20 წუთი თავდახურულ ტაფაზე დაბალ ცეცხლზე დარბილებამდე, ოღონდ არ ჩაგეშალოთ! ბოლოს დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი.
  12. გააგრილეთ და მიიტანეთ სუფრაზე.

გემრიელად მიირთვით!ბადრიჯანი უხდება სხვადასხვა ბოსტნეულს – პომიდორს, ყაბაყს, სტაფილოს… კარგად ეთვისება ხორცს და საუკეთესო ვარიანტია ვეგეტარიანელებისთვისაც.ერთი საინტერესო ფაქტი: ბოტანიკაში ბადრიჯანი არის ხილი. იცოდით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს