რა უნდა ვუპასუხო ქმრის საყვარელს, რომელიც რეკავს და გეუბნება, რომ ბავშვს ელოდება

0
894

ცუდი ამბების შეტყობინება რთული და ძნელად შესასრულებელი საქმეა. რთულია პირველ რიგში მორალური თვალსაზრისით. განსაკუთრებით  მაშინ თუ ახლობელ ადამიანს არასასიამოვნო ამბავი უნდა უთხრა. ცხოვრებაში ბევრი რამ არ გამოდის მარტივად და არაერთ წინააღმდეგობას ვაწყდებით, მაგრამ რამდენად ღირს, რომ ემოციებს მივეცეთ? პაპარაცის რედაქციის მკითხველს სწორედ ასეთი სიტუაცია აქვს. უფრო სწორედ, მის დას. სამწუხაროა, რთულია, მაგრამ უნდა მოიკრიბოს ნებისყოფა და გადაიტანოს.

ცუდი ამბის შეტყობინება

“დავიბადე კარგ ოჯახში მოსიყვარულე მშობლებთან. მამა 90-იანებში კარგად მუშაობდა. დადიოდა ჩინეთში, ჩამოქონდა ტანსაცმელი და აბარებდა ადგილობრივ მაღაზიებსა და ბაზრობებზე. ნელ-ნელა წინ წავიდა, ჯერ საკუთარი სავაჭრო ადგილები გახსნა, ხოლო შემდეგ, მაღაზია. დედა ყოველთვის ცდილობდა რამდენადაც შეეძლო, რადგან მაშინ პატარა ქალიშვილი ყავდა, ეს მე ვიყავი.ჩემი ბავშვობა ძალიან ბედნიერი და სიხარულით სავსე იყო. ჩემი თანატოლებისგან განსხვავებით, მე ყველაფერი საკმარისი მქონდა: გემრიელი საკვები, კარგი ტანსაცმელი, საუკეთესო აღზრდა. ბევრი ისტორია ვიცოდი ჩემი კლასელების პრობლემებზე და ვწუხვარ, რომ ეხლა მათ ვერაფრით დავეხმარები, მაშინ კი ასეთი წვრილმანები ნაკლებად მაინტერესებდა.

ჰო, ერთი პრობლემა მქონდა: მშობლებმა მეტი მოინდომეს და ზედმეტად გამომკვებეს. ამიტომ ვიყავი ყველაზე მსუქანი გოგო კლასში. ეს კი, როგორც მოსალოდნელია, ცუდად ურტყამს ადამიანის სოციალურ ურთიერთობებს და მოაქვს მთელი წყება სხვადასხვა კომპლექსების. მეც მქონდა პრობლემები მიუხედავად ჩემი ხასიათის და შესაძლებლობებისა.უნივერსიტეტში უკეთ ვიყავი, აღარავინ მგესლავდა. სტუდენტები გარეგნობას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, მაგრამ არასოდეს მეპატიჟებოდნენ წვეულებებზე, არც ბიჭებისგან მქონია სიმპატიები. სამაგიეროდ, დავუახლოვდი რამდენიმე ნაცნობს და მათთან ერთად ვსეირნობდი ხოლმე.ახალგაზრდა მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში მეოთხე კურსის ბოლოს გამოჩნდა. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი პირველი სიყვარული იყო. ეს იყო გამხდარი, მხრებში მოხრილი ყმაწვილი, წვრილი ფეხებით და უზარმაზარი ცხვირით. ის სულ უკან დამდევდა და პარკში სასეირნოდ მეპატიჟებოდა. ჩვენ იქ ჩუმად ვსეირნობდით და დრო და დრო ვუღიმოდით ერთმანეთს. ნახევარ წელიწადში დავშორდით, მაგრამ მას მგონი არც შეუმჩნევია ეს.

ნამდვილი სიყვარული მხოლოდ 26 წლის ასაკში მეწვია. ეს იყო საკმაოდ სიმპატიური, მაღალი ყმაწვილი. როგორც ჩანს, მას ჩემამდე ბევრი ქალი ყავდა, მაგრამ ჩემთვის სულერთი იყო. ერთმანეთი ჩემმა ნათესავმა გაგვაცნო და დღემდე მისი მადლიერი ვარ. მე და ნიკა მალე მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილი და რამდენიმე თვეში დავქორწინდით.სიძე განსაკუთრებით მოსწონდა მამაჩემს. მაშინვე კარგ სამსახურში მოაწყობინა ახლობლებს. მე ხშირად ვაკითხავდი ოფისში მოსაკითხად. ის წესიერი და კარგი თანამშრომელი აღმოჩნდა და საქმეებს კარგად გაუძღვა. ჩემმა ოჯახმა სიძეს კარგი სტარტი მისცა, მან კი ეს ბიძგი კარგად გამოიყენა და დანარჩენ წარმატებას თავად მიაღწია.გავიდა რამდენიმე წელი, გადავწყვიტე დაბადების დღის გადახდა ცოტა სტუმრებით, საუკეთესო ადგილას, ეგზოტიკური კერძებით, ცოცხალი მუსიკით. ყველაფერი მაღალ დონეზე გავაკეთე. როდესაც სტუმრები საცეკვაოდ წამოიშალნენ, დარეკა მობილურმა. ნომერი უცნობი იყო, გავედი მყუდრო ადგილას, რომ მისი ხმა მომესმინა.

რეკავდა ვიღაც გოგო. თავდაჯერებული ხმით მითხრა, რომ ფეხმძიმედ იყო ჩემი ქმრისგან. იმდენად დეტალებში აღმიწერა სად, რა გარემოებებში ეკონტაქტებოდა ჩემს ქმარს, რომ მის სიმართლეში ეჭვის შეტანა აღარ გამოდიოდა. პირველი შოკის გავლის შემდეგ გავიხსენე დღეები, როდის დააგვიანა ქმარმა, ან როდის მიდიოდა მივლინებებში.ერთად იყო ცრემლები, გულის ტკივილი და უსაზღვრო წყენა. მშობლებმა ესეთ მდგომარეობაში რომ დამინახეს, გამიყვანეს ცალკე და ყველაფერი გამომკითხეს, მეც არაფერი დამიმალავს. დაბადების დღე ჩაიშალა… სტუმრები გაიფანტნენ… ნიკა სადღაც გაქრა…არც სახლში მოსულა და არც ტელეფონს პასუხობდა.რამდენიმე დღეში ის თაიგულით ხელში მოვიდა მოსაბოდიშებლად, მითხრა, რომ იმ ქალს დიდი ხანია დაშორდა, ეს იყო წუთიერი შეცდომა და მხოლოდ მე ვუყვარვარ. ახსენა იმ ქალის ვინაობაც და მაშინ გავშეშდი!ეს იყო ჩემი ნათესავის საუკეთესო დაქალი! ნიკა რა თქმა უნდა აღარასდროს დაბრუნდება ჩემს ცხოვრებაში, არც კი მომისმენია ბოლომდე. ცოტა ხნის მერე ვესტუმრე ჩემს ნათესავს. აღმოჩნდა, რომ მან კარგა ხანია ყველაფერი იცოდა, მაგრამ ვერ მეუბნებოდა. მეწყინა ბუნებრივია. ასე გვერდიდან ყურება პრობლემის და არაფრის კეთება, ჩემთვის გულგრილობის ტოლფასია. სახლში ამაზე აღარაფერი მითქვამს, მაგრამ ნათესავს აღარ ვეკონტაქტები. როგორ შეეძლო არაფერი ეთქვა? ჩვენ ხომ ვმეგობრობდით? ძალიან გაბრაზებული ვარ მასზე, ჩემს ყოფილ ქმარზე მეტადაც კი…