ვაშლის ფხვიერი პეროგი ბეზეთი ან “ვაშლი თოვლის ქვეშ”, ყველა თავისებურად ეძახის ამ ნამცხვარს. ერთი რამ კი ფაქტია: ეს არის ყველაზე გემრიელი ვაშლის დესერტი მსოფლიოში!წარმოიდგინეთ ეს გემო: დარიჩინის ნაზი არომატი, მსუბუქი ბეზე და ფხვიერი ცომი, რომელიც გაჯერებულია ნედლი ვაშლის წვენით… ღვთაებრივად ჟღერს ხომ? ამ ნამცხვრის საუკეთესო რეცეპტის ძებნაში წავაწყდით პოლონელი მზარეულის საინტერესო ვერსიას, რომელსაც paparazzi.ge დღეს თქვენ შემოგთავაზებთ.
ფხვიერი პეროგი ბეზეთი
ინგრედიენტები
- 110 გრ. კარაქი
- 4 ცალი კვერცხი
- 300 გრ. შაქარი
- 60 გრ. არაჟანი
- 1 ლიმონი
- 10 გრ. გამაფხვიერებელი
- 2 გრ. ვანილი
- მწიკვი მარილი
- 5 ცალი ვაშლი
- 1 ს/კ დარიჩინი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში გათალეთ ვაშლი, დაჭერით წვრილად და ჩაყარეთ ღრმა ჯამში. შემდეგ გახეხეთ ლიმნის ცედრა წვრილ სახეხზე და გამოწურეთ ლიმონს წვენი. (ცედრა და ლიმნის წვენი ცალ-ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ).ლიმნის წვენი მოასხით დაჭრილ ვაშლს, მოაყარეთ დარიჩინი და 30 გრ. ფქვილი. კარგად აურიეთ ინგრედიენტები.
- დანარჩენი ფქვილი ჩაყარეთ ცალკე ჯამში და შეურიეთ გამაფხვიერებელი და მარილი.ცალკე ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და 150 გრ. შაქარი მიქსერით. დაუმატეთ მხოლოდ კვერცხის გულები სათითაოდ, თან თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.ცილა შედგით მაცივარში, რომ კარგად გაცივდეს.
- მიღებულ მასაში დაუმატეთ არაჟანი, ლიმნის ცედრა და კარგად აურიეთ.შემდეგ 3-4 ნაწილად ჩაყარეთ ფქვილი და შეაზილეთ.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ზეთი და გადაიტანეთ ზედ ცომი. ზემოდან მოაწყვეთ ვაშლის მასა და თანაბრად გადაანაწილეთ.ამის შემდეგ შედგით პეროგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით.
- სანამ პეროგი გამოცხვება, ამოიყვანეთ ბეზე. ათქვიფეთ კვერცხის ცილა მიქსერით, როდესაც კარგად გათეთრდება და აქაფდება დაუმატეთ შაქარი თანდათან, არ შეწყვიტოთ თქვეფა მყარი მასის მიღებამდე.
- გამოიღეთ პეროგი ღუმელიდან და თანაბრად გადაანაწილეთ მის თავზე ბეზე, შედგით ისევ 20 წუთით იგივე ტემპერატურაზე.
როდესაც ბეზეც გამოცხვება და დაიბრაწება, გამოდგით ღუმელიდან, ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან, ამოღებამდე ნაპირებზე შემოატარეთ დანა.გამოვიდა ულამაზესი და სურნელოვანი დესერტი! გემრიელად მიირთვით! გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები კომენტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს