ქორწინება სიყვარულის გარეშე ეს გარკვეული სახის გარიგებაა. თუ ორივე მხარე ერთმანეთის მიმართ რაღაც გრძნობას განიცდის, მაშინ კიდევ შეიძლება რამე უფრო ლამაზი ვუწოდოთ. მაგალითად, კავშირი. მაგრამ ანასთვის ქორწინება იყო ნამდვილი გარიგება, ჰოდა თუ გარიგება შეიძლება შედგეს, შესაძლებელია მისი დარღვევაც. ეს კი ანას სულ გადაავიწყდა… paparazzi.ge დღევანდელ სტატიაში მის ამბავს მოგიყვებით:
ქორწინება სიყვარულის გარეშე
ცხოვრება ქორწინებამდე – ” – ჩემი ოჯახი არ იყო შეძლებული – გვიყვება მარი – მამა გამომუშავებით ორიოდე კაპიკს შოულობდა, დედაც მომსახურების სფეროში იყო. ამიტომ გადავწყვიტე თითონ მეპოვნა ჩემი საქმე. ვისწავლე მანიკურის ხელობა და ვემსახურებოდი ქალებს და მამაკაცებს.მიმზიდველი გარეგნობა მაქვს და მყავდა თაყვანისმცემლები, მაგრამ ცოლად გაყოლა არავის შემოუთავაზებია.
“ცხოვრების საშვთან” შეხვედრა – ჩემს სალონში ხშირად დადიოდა ერთი მამაკაცი. ის არ იყო ლამაზი და სიმპატიური, მაგრამ იყო ძალიან მდიდარი და როგორც აღმოჩნდა, ჩემზე შეყვარებული. მაშინ 25 წლის ვიყავი, ის 45-ს. მზად იყო მაშინვე ხელი მოეწერა ჩემთან, როგორ კი დავთანხმდებოდი. კარგი თაყვანისმცემელი იყო, ყვავილები, რესტორნები, საჩუქრები არ მაკლდა. მალე ხელიც მთხოვა.მე ის საერთოდ არ მიყვარდა. ცოლად რომ მივყვებოდი, მახარებდა ის, რომ უზრუნველი ცხოვრება მექნებოდა. ასე დავტოვე სალონი და გავხდი სამსართულიანი სასახლის დიასახლისი. ქმარი მაღმერთებდა, მჩუქნიდა ლამაზ საჩუქრებს, მატარებდა საოცარ ადგილებში. მეც რაღაცნაირად მივეჯაჭვე.
ქორწინება სიყვარულის გარეშე და ბავშვის დაბადება – ქორწინებიდან მალე ქმარმა ბავშვზე ჩამომიგდო საუბარი, ძალიან უნდოდა შვილის ყოლა, მე უარი არ მითქვამს, მაგრამ დიდად არ მინდოდა ჯერ ბავშვი. ბავშვები დიდად არ მიყვარს და თან რომ წარმოვიდგინე, რომ მამას დაემსგავსებოდა, საერთოდ ვერ შევიყვარებდი… სწორედ მაშინ დავუშვი ერთადერთი, მაგრამ გამოუსწორებელი შეცდომა, ღამე გავატარე ყოფილ შეყვარებულთან. ის ძალიან სიმპატიური იყო და ხანდახან ჩუმად ვხვდებოდით ხოლმე… შედეგად ჩემი ქმარი ბედნიერი ელოდებოდა ბავშვს, მე კი დაძაბული. მთელი 9 თვე ხელის გულზე მატარებდა. ბავშვის გაჩენის მერე არაფერი უეჭვია. ბავშვი ძალიან ლამაზი დაიბადა და მე მგავდა. შვებით ამოვისუნთქე და გავაგრძელე მშვიდად ცხოვრება.
20 წლის შემდეგ – ყველაფერი კარგად იყო. ქმარი კარგად შოულობდა ფულს, გადავედით სხვა სახლში. ბიჭი გაიზარდა და სასწავლებლად საზღვარგარეთ გავუშვით. იმდენად სიმპატიური იყო, ყველას გაოცებულს ტოვებდა. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ერთ დღეს ბევრი არ დავლიე ჩემს ძველ თანამშრომელთან ერთად. მე მას ხშირად ვეხმარებოდი, ვჩუქნიდი ტანსაცმელს, მაგრამ ახლო მეგობრად ვერ ჩავთვლი, რადგან ვგრძნობდი, რომ უჩუმრად შურდა ჩემი. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა თურმე მოვუყევი ჩემს შვილზე ყველაფერი, მას კი ჩუმად ჩამწერი ჩაურთავს.
განქორწინება – 3 თვის მერე ქმრისგან მივიღე დნმ-ის ასლი და განქორწინების მოთხოვნა. აღმოჩნდა, რომ მან ყველაფერი გაიგო. ჩემმა ნაცნობმა მას ყველაფერი უამბო, მაგრამ ქმარმა ჯერ გადამოწმება სცადა. მანამდე კი არაფერი შეიმჩნია. არადა უკვე ვფიქრობდი, რომ გადავრჩი. დავშორდით ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე. უბრალოდ მოვაწერეთ საბუთებს ხელი და მორჩა. განქორწინების მერე ვერაფერი ვერ მივიღე, რადგან კონტრაქტზე მქონდა ხელი მოწერილი, რომლის მიხედვით, მე არაფერი მეკუთვნოდა. ეხლა თავს ვირჩენ ჩემი ყოფილი ქმრის საჩუქრების გაყიდვით. კი, ბევრია, მაგრამ როდემდე მეყოფა? საბედნიეროდ, ჩემი შეცდომა არ აისახა ჩემს შვილზე. მას ისევ ისე უზრუნველყოფს მამობილი, როგორც ადრე. თითონ შვილს კი ჩემი დანახვაც არ უნდა. ეს ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის…
ღირს კი სიყვარულის გარეშე დაქორწინება? ან ანას საქციელი რამდენად შეიძება ვინმემ გაამართლოს? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.