ბარდა თირკმლებიდან და შარდის ბუშტიდან კენჭებს გამოდევნის და ჰემოგლობინს ზრდის

1150

ბარდა მდიდარია ვიტამინების კომპლექსით, მინერალური მარილებით, მიკროელემენტებით. ამის გამო მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია და როგორც სამკურნალო მცენარე საინტერესოა. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ბარდით გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ნაკლები სისხლის, გასუქების და ჩიყვის მკურნალობას გვირჩევდა.

ბალახის ნახარშს ძლიერი შარდმდენი მოქმედება აქვს, რაც გულის და თირკმლების შეშუპების დროს მნიშვნელოვანია, პროსტატის ჯირკვალზე სასარგებლო გავლენა აქვს. 1 ჩ/კ ბარდის ფქვილი საჭმლის მომნელებელ სისტემას არეგულირებს, ქრონიკული ყაბზობის დროს დაგეხმარებათ, ქალებს სახეზე ყვითელი ლაქების მოშორებაში დაეხმარებათ და კანს უფრო სუფთას და ხავერდოვანს გახდის.

თავის ტკივილი. ხშირი თავის ტკივილის დროს 2 ჩ/კ ბარდის ფქვილი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

ეგზემა, ჩირქოვანი ჭრილობა, სილურჯე, კანის მწვავე ანთება. ამ ადგილას მოუმწიფებელი (მწვანე) ბარდის ფაფა სუფთა სახით ან კვერცხის ცილასთან ერთად დაიდეთ. გაშრობის შემდეგ გამოცვალეთ. შეგიძლიათ ხანგრძლივად გამოიყენოთ.

ძირმაგარა, მყარი ანთებითი ინფილტრატი. ბარდის ფქვილს მდუღარე წყალი გადაავლეთ და ცხელი საფენები გააკეთეთ. ასე სწრაფ შთანთქმას ხელს შეუწყობთ.

დერმატიტი, წითელა. ემალის ქვაბში ბარდის ბალახი და ნაყოფი ქერქიანად ჩაყარეთ, მდუღარე წყალი დაასხით და დააყენეთ. ცხელი საფენები კანის ანთებით ნაწილებზე გაიკეთეთ. გაშრობის შემდეგ გამოცვალეთ. ანთებით პროცესებს კარგად აქრობს, კანი რამდენიმე დღეში გაიწმინდება.

აბსცესების და ძირმაგარის მოსაშორებლად 3 ს/კ მშრალი ბარდა, ბრინჯი და ფეტვი აურიეთ. დააქუცმაცეთ, 2-3 წუთი მუდმივად აურიეთ, მშრალ ტაფაზე შეწვით, 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 7 წუთით ხარშეთ და გაგრილებული 2 ს/კ საშუალება დილით, უზმოზე, 14 დღის განმავლობაში მიიღეთ. მინის ქილაში ჩაასხით და მაცივრის ქვედა თაროზე შეინახეთ.

ყოველ საღამოს, ძილის წინ მტკივნეულ ადგილას ბარდის ფქვილის სახვევი გაიკეთეთ. ამისთვის ბარდა ყავის საფქვავში დაფქვით, ცხელ წყალში თხევადი ცომის კონსისტენციამდე გახსენით, კვერები გააკეთეთ და აბსცესებზე ან ძირმაგარაზე დაიდეთ, დააფიქსირეთ და დილამდე გაიჩერეთ.

გულძმარვა არ შეგაწუხებთ, თუ ყოველდღე ჭამის წინ 3-4 ახალ ან ხმელ, წინასწარ წყალში დალბობილ ბარდას დაღეჭავთ.

თირკმლებიდან და შარდის ბუშტიდან კენჭების უმტკივნეულად გამოსადევნად ყოველდღე, 1 კვირის განმავლობაში 2-3 ჭიქა ბარდის თესლის ან მისი ახალი ღეროებისგან მომზადებული ცხელი, გაჯერებული ნაყენი დალიეთ.

საუზმის დროს 3-4 ს/კ დაკონსერვერებული ან ახალი ბარდა შეჭამეთ. ასე სისხლში ჰემოგლობინის დონეს დაარეგულირებთ.

თავის ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად და მისი კედლების გასაძლიერებლად დღეში 4-5-ჯერ 1 ჩ/კ ხმელი ბარდის თესლი შეჭამეთ და თბილი წყალი დაასხით.

სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად ხმელი ბარდა ყავის საფქვავში დააქუცმაცეთ და 10 დღის განმავლობაში მიღებული ფქვილი უზმოზე დალიეთ. 1 თვეში სამკურნალო კურსი გაიმეორეთ.

შარდკენჭოვანი და თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს ეფექტური საშუალებაა – ამ ნაყენით მკურნალობის კენჭი 1 თვეში ქვიშად იქცევა და ორგანიზმიდან ფქვილის სახით გამოვა. ყვავილობამდე ბარდის ბალახი უნდა მოჭრათ, დააქუცმაცოთ და 2 ს/კ-ს 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხათ. ნახევარი საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 2 ს/კ ჭამამდე დალიეთ. ესეც, მთელი მკურნალობა.

კანის სოკოვან დაავადებას მოიშორებთ, თუ ბარდაში კარგად გაჟღენთილ სელის სალფეთქზე რეგურალურად დაიდებთ.

უკუჩვენება

თუ მიჩვეული არ ხართ, ბარდა შებერილობას და ნაწლავების ბუყბუყს იწვევს. ამას თავიდან აიცილებთ, თუ ბარდას კამას დაუმატებთ. ბარდის ხშირად მიღება ხანდაზმული ადამიანებისთვის რეკომენდებული არაა. პოდაგრის დაავადების დროს ბარდა უკუჩვენებულია. სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს მისი მიღება არ შეიძლება. უკუჩვენებული მწვავე ნეფრიტის, კუჭ-ნაწლავის ანთებითი პროცესების დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს