შინდის 7 ცალი ნაყოფი იხსნის ფეხებს ვენების შეშუპებისა და შებერილობისგან, თუ კურკებიანად შეჭამთ

8372

ტრადიციულ მედიცინაში შინდი არ გამოიყენება, თუმცა, ამ ბუჩქისებრის ნაყოფი, ფოთლები და ქერქი ძველი დროიდან სარგებლოს პოპულარობით ხალხურ მედიცინაში. ისინი ახლაც გამოიყენება მეტაბოლისტური დარღვევების, რევმატიზმის, პოდაგრის, ნაწლავების ანთებითი დაავადებების, კუჭში წყლულოვანი დაავადებებით გამოწვეული სისხლდენის დროს.

შინდის ნაყოფს მიირთმევენ უმად და გამომშრალი სახით, აკეთებენ მურაბებს, კომპოტებს, ჯემებსა და სხვა ტკბილ კერძებს. კენკრა რაციონში უნდა ჩართოთ ღრძლებიდან სისხლდენის, ქრონიკული გასტროენტეროკოლიტების, საერთო შეუძლობისა და საორსულო ტოქსიკოზის დროს. პოსტოპერაციულ პერიოდში, გინეკოლოგიურმა ავადმყოფებმა შინდი მადის გასაუმჯობესებლად უნდა მიიღონ. ხოლო მათ, ვისაც გრიპის ვირუსი აქვს, შინდის ნახარში ტემპერატურას დაურეგულირებს.

ბევრი მებალახე გვირჩევს შინდის კურკებიანად ჭამას, რადგან კენკრის სწორედ ეს ნაწილი შეიცავს ყველაზე დიდი რაოდენობით ტანინს. ნუ იფიქრებთ ნაწლავებზე – კურკა დაუყოვნებლივ გამოვა გარეთ და მავნე ნივთიერებებსაც თან გამოიყოლებს. თუ შინდის ამ სახით მოხმარება არ გსურთ, მოხარშეთ მისგან მორსი:

  • 0.5 კგ მწიფე შინდი
  • 2 ლ წყალი
  • თაფლი ან შაქარი – გემოვნებით.

კურკებიანი შინდი ხარშეთ არანაკლებ 2 საათით ნელ ცეცხლზე, ნახარში გადაწურეთ საცერში. დაუმატეთ თაფლი ან შაქარი. მიირთვით თითო ჭიქა, დღეში სამჯერ. მორსი შესანიშნავად ამცირებს ტემპერატურას, დადებითად მოქმედებს შარდსასქესო სისტემაზე.

ბუასილი: 5 დღის განმავლობაში, აუცილებელია 2 ჭიქა შინდის კურკებიანად შეჭმა, კენკრის დამწიფების სეზონზე – ეს ბუასილის მკურნალობის ერთ-ერთი უძველესი და ეფექტური მეთოდია. თუ სეზონი გამოტოვეთ, მიირთვით შინდის 1-2 ლიტრი მურაბა კურკებიანად – მთელი ძალა სწორედ მათშია.

თირკმელკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებები: მოამზადეთ კომპოტი ჩვეულებრივი წესით, 1:1 შინდისა და ველური მსხლისგან, მიირთვით თითო ჭიქა ჭამის შემდეგ – ეს აუცილებელია თირკმლებისთვის ანთებითი პროცესების, თირკმლებში ან შარდის ბუშტში ქვიშის ან კენჭის არსებობის დროს.

რევმატოიდული ართრიტი: 1 ჩ.კ. შინდის ფესვი 1 ჭიქა წყალში აადუღეთ და დააყენეთ 2 საათით. მიიღეთ 2 ს.კ. რევმატიზმისა და რევმატოიდული ართრიტის დროს.

კონიუქტივიტი: დაწურეთ შინდის ფოთლებისგან წვენი და პიპეტით ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი თვალის ნებისმიერი დაავადების, მათ შორის, კონიუქტივიტის დროს, მაშინაც კი, თუ იგი ალერგიული ხასიათისაა.

ხმაური ყურებში, თავის ტკივილი: 100 გ კენკრას დაასხით 0.5 ლ წყალი, ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ, გახსენით ნახარშში 2 ს.კ. შაქარი ან 1 ს.კ. თაფლი და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. სამკურნალოდ შეგიძლიათ შინდის მურაბაც მიირთვათ – დღეში 1ჩ.კ. თქვენი სხეულის მასის ყოველ 10 კილოზე.

ლეიკემია: შინდი დაავადებას პროგრესირების საშუალებას არ აძლევს. 2ს.კ. ნაყოფს დაასხით 1.5 ჭიქა წყალი, აადუღეთ, ხარშეთ 15-20 წუთით, შემდეგ შეახვიეთ თბილ საბანში და დააყენეთ არანაკლებ 8 საათით. შინდის რბილობი დაჭყლიტეთ და მიიღეთ 0.5 ჭიქა ნახარში დილით უზმოზე და საღამოს, ძილის წინ.

ფეხების შეშუპებისა და ვენების გაგანიერების მკურნალობა: დილით, უზმოზე, მიირთვით შინდის 7 ნაყოფი, დაღეჭეთ სათითაოდ და ჩაყლაპეთ კურკიანად. სასურველია, დააყოლოთ ცივი წყალი. კურსი 7-დღიანია. შეისვენეთ ერთი კვირით და გაიმეორეთ ისევ 7-დღიანი კურსი. მკურნალობა მდედრ დღეს, კლებადი მთვარის დროს უნდა დაიწყოთ.

უკუჩვენებები:

მომატებული მჟავიანობის კუჭის წყლულის დროს, შინდის მიღება არ შეიძლება. ასევე, კენკრა არ უნდა მიიღოთ პროსტატის ჯირკვლის ადენომის, პროსტატიტის, თირკმლების დაავადებების დროს. შინდის ნახარშსა და კურკებს მკუმშავი ეფექტი აქვს, რაც ყაბზობიანი კოლიტის დროს უნდა გაითვალისწინოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს