ჟოლო – ტრადიციული წევრია ჩვენი ბაღის. ამ მცენარის გამრავლება არ არის რთული, ხოლო მოსავალი სტაბილური, გემრიელი და ძალიან სასარგებლოა. ზაფხულის ბოლოს მალინის ბუჩქს მეტი ყურადღება ჭირდება, რომ არ დაიკარგოს. დღეს paparazzi.ge დეტალურად გასწავლით, თუ როგორ უნდა მოუაროთ ჟოლოს მოსავლის აღების შემდეგ.
ჟოლოს მოვლა მოსავლის აღების შემდეგ
ბევრი მებაღის შეცდომა არის ის, რომ ისინი აგვიანებენ ჟოლოს გადაჭრას სიცივის დადგომამდე. ზაფხულში ხშირად დრო არ ყოფნით ხოლმე, მაგრამ ბუჩქის გადაჭრა ჯობია მოსავლის აღებისთანავე. საქმე იმაშია, რომ ჟოლო დიდ ენერგია ხარჯავს ზამთრისთვის მოსამზადებლად და ამ პერიოდში კი ზედმეტი ამონაყარის კვება არაფერში ჭირდება.მთავარი და ყველაზე რთული ჟოლოს მოვლაში არის ძველი და ზედმეტი ახალგაზრდა ტოტების მოჭრა. არ ღირს ამის გადადება შემოდგომისთვის და მითუმეტეს მომავალი გაზაფხულისთვის. ასეთ დროს შეიძლება ვერ გაარჩიოთ დაავადებული ტოტები და მოჭრათ ჯანმრთელი.ზაფხულის ბოლოს უფრო მარტივია დაავადებული ტოტის ნახვა, მაგალითად ჟოლოს მეწამული ლაქიანობა. ეს ადვილი შესამჩნევია მწვანე ღეროზე, მაგრამ სექტემბერში მთლიანი ბუჩქი ყავისფერი და ერთგვაროვანი იქნება. რთული იქნება ძველი ტოტების ამოცნობაც.ზოგი მებაღე შემოდგომით ორიენტაციას იღებს დაზიანებული ქერქით ან დაბერებული სუსტი ტოტებით, მაგრამ აქაც ადვილია შეცდომის დაშვება და ისე ხდება, რომ ბებერი ტოტები გამოიზამთრებს, ხოლო ახლები გაისხვლება. გაზაფხულზე კი ისევ დაჭირდება შესწორება. რატომ უნდა გაირთულოთ საქმე, როცა შეიძლება გააკეთოთ მაშინ, როცა ყველაფერი ჩანს?
ბრძოლა დაავადებებთან და მავნებლებთან – ჟოლოს ღეროზე და ფოთლებზე უამრავი მწერი ბინადრობს: ობობები, ჭიანჭველები, ხოჭოები. მობერებულ ტოტებზე თუ ფოთლები იფარება ლაქებით და მალე ხმება, ეს პარაზიტების ბრალია. მწერები წოვენ მცენარეს წვენს, აზიანებენ ფოთლებს. ზაფხულის ბოლოს გასხვლა და ძველი ღეროების მოჭრა იქნება დაავადებების და მავნებლების პროფილაქტიკა. გასხვლის შემდეგ უნდა დაამუშავოთ მცენარე ჯერ მწერებზე, შემდეგ დაავადებებზე.
კვება – ზაფხულის ბოლოს და შემოდგომით ჟოლოს ბუჩქი აღარ იზრდება. გამოდის ახალგაზრდა ტოტები, რომელიც ემზადება ზამთრისთვის. ამასთანავე მწიფდება ყვავილების ჩანასახები მომავალი წლისთვის. მიწის ზედა ნაწილი უბრალოდ წყვეტს ზრდას, სამაგიეროდ ახლდება და იზრდება ფესვები.ამ პერიოდში არ შეიძლება ჟოლოსთვის ორგანული და აზოტოვანი სასუქის მიწოდება (ნაკელი, ჭინჭრის ნაყენი, ჟიჟა). ეს გამოიწვევს მიწის ზედა ნაწილის ზრდას, რომელიც ვერ მოასწრებს გამყარებას და ზამთარში გაიყინება.ზაფხულის ბოლოს ჟოლოს გარშემო შეგიძლიათ მოაყაროთ ხის ნაცარი და შემდეგ მორწყოთ. ასევე შეგიძლიათ მულჩირება გაუკეთოთ კომპოსტით ან გადამწვარი ნაკელით. ეს ხანგრძლივი მოქმედების ორგანიკაა და გაზაფხულისთვის იმუშავებს.ასევე კარგია მინერალური სასუქები – ფოსფორ-კალიუმიანი. რეკომენდებულია მონოფოსფატ კალიუმის გამოყენება. ის კარგად იხსნება და შეიცავს ფოსფორსაც და კალიუმსაც. გააზავეთ 10 ლიტრ წყალში 1 ს/კ სასუქი და მოასხით თითო ბუჩქთან თითო სათლი. ხოლო თუ მიწა მშრალია, კარგად მორწყეთ. სასუქი ჩავა მიწის ქვეშ და იმუშავებს ფესვებზე.
თუ ჟოლოს ბუჩქს უზრუნველყოფთ სწორი მოვლით ზაფხულის ბოლოს, მომავალ წელს ის გაგაბედნიერებთ უხვი და სასარგებლო მოსავალით, გისურვებთ წარმატებას!