საზოგადოებრივი კვების თანამშრომელი ეშმაკურად მალავდა კერძის მომზადების ვადას

89

როდესაც ჩვენ რომელიმე საკვებ დაწესებულებაში შევდივართ, ვერ ვხედავთ თავად საჭმლის მომზადების პროცესს, როგორ მუშაობენ მზარეულები და როგორ ხდება ყველაფრის ორგანიზება. ამიტომ ყოველთვის საინტერესოა იმ ადამიანების მოსმენა, რომლებიც ამ სფეროში მუშაობდნენ მრავალი წლის განმავლობაში და ზუსტად იციან რა ხდება მომხმარებლებისგან ფარულად სამზარეულოში.დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ კვების ობიექტების ზოგიერთი დეტალის განხილვას, რომელიც მხოლოდ პერსონალისთვის არის ცნობილი. რა ხდება იქ საინტერესო?

  1. რატომ არ უყვარს პერსონალს საკვების ადგილზე მიტანის სერვისი? აქ რამდენიმე მიზეზია. მაგალითად, მუდმივად უნდა ირბინონ ყუთებით, ჩაალაგონ საკვები, მოუძებნონ ადგილი, რომელიც არასდროს არ ყოფნით, უწევთ ყუთების ბრენდირება და ა.შ. ასევე უწევთ ურთიერთობა კურიერებთან, რაც ასევე დისკომფორტს უქმნით, რადგან ისედაც გადატვირთულ ობიექტზე პერსონალი კიდევ უფრო მეტად იტვირთება. ადგილზე მისატანი საკვები სწრაფად უნდა მომზადდეს და გაიგზავნოს, არ ხდება ჩაის დატოვება.
  2. რატომ არ სვამენ მომხმარებლებს მაგიდასთან – თუ მაგიდა დარეზერვებულია ერთი საათის შემდეგ, მომხმარებელს იქ ვერ დასვამენ. თითქოს, არაფერია, ერთი საათი სხვა მიუშვან ასეთ ადგილას, მითუმეტეს, რომ ეს დამატებით შემოსავალს მოუტანს ობიექტს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში უარს ამბობენ, რადგან ხომ შეიძლება, მოლაპარაკების მიუხედავად, სტუმარი არ წავიდეს ერთ საათში. ასეთ დროს ხომ არ გააგდებენ? ამიტომ პერსონალი გამონაკლისს უშვებს მხოლოდ იმ პირებზე, რომელსაც კარგად იცნობენ და იციან, რომ ერთ საათში ნამდვილად წავლენ.
  3. რა ხდება სტუმრების შეფასებების დროს – გამოხმაურებები და შეფასებები ობიექტზე საკმაოდ ინფორმატიულია. ბევრ საკვებ დაწესებულებაში თანამშრომლები ერთმანეთს უზიარებენ სამუშაო დღის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, აგრეთვე მომხმარებლების პოზიტიურ და უარყოფით რევიუებს.ამ ინფორმაციას ეცნობა თავად სტაფი და ითვალისწინებენ შენიშვნებს შემდგომში. ამიტომ გამოხმაურების დატოვება ყოველთვის შეიძლება და აუცილებელიცაა, მითუმეტეს, თუ გაქვთ კარგი იდეა მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
  4. რითი იკვებება პერსონალი – ზოგს ჰგონია, რომ შეფ-მზარეული ყველაზე გემრიელ საჭმელს მიირთმევს, მაგრამ სინამდვილეში ის, ისევე როგორც მისი თანამშრომლები, ჭამენ მაკარონს, კარტოფილს და სხვა მაქსიმალურად ხელმისაწვდომ და მარტივ კერძს, რადგან თუ შეჭამენ მარილიან, სანელებლებით გაჯერებულ ან მწარე საკვებს, ვეღარ შეძლებენ ადეკვატურად შეაფასონ თავისი შექმნილი კერძის გემო. თუმცა, ყველა ობიექტზე არ იცავენ ამ წესს.
  5. არის თუ არა გემრიელი საკვები საუკეთესო რესტორნებში? ჯილდოს მიღება ყველასთვის სასიამოვნოა, მაგრამ არის თუ არა საკვები საუკეთესო იმ რესტორანში, რომელმაც არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო? გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჯილდოს მიღება პერსონალის მუშაობაზე არ აისახება, მაგრამ კლიენტებს ნამდვილად აქვთ მეტის მოლოდინი. შედეგად ჩნდება იმედგაცრუების ალბათობა.თუ ადრე სტუმარს ამ რესტორანში უბრალოდ არ მოეწონებოდა რამე და მიდიოდა სხვაგან, ეხლა უკვე არ მოეწონება რამე “იმ საუკეთესო რესტორანში”. ეს ძალიან აფუჭებს დაწესებულების რეპუტაციას.

რას ამბობს მომსახურე პერსონალი განსხვავებაზე ქალ და მამაკაც კლიენტებს შორის? მათი თქმით მამაკაცები რესტორანში მოდიან რათა გემრიელად ჭამონ. სუფრასთან საუბარი კი დამატებითი ატრიბუტია, რომლის გარეშეც იოლად გადიან. ხოლო ქალბატონები პირველ ადგილზე ყოველთვის აყენებენ საუბარს და ურთიერთობას.

აი, ასე ხდება. თქვენ რას იტყვით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს