რატომ უნდა დავასხათ ვაშლებს უხვად კვერცხი

118

დღეს ვაცხობთ ვაშლის განსხვავებულ ნამცხვარს. ეს არის ფუნთუშები ვაშლით – რა არის აქ საინტერესო? რეცეპტი ნამდვილად საინტერესოა. პაპარაცის რედაქცია გასწავლით როგორ გამოაცხოთ ვაშლის ფუნთუშები ვაშლის გარეშე. როგორ? ახლავე გასწავლით: ჩვენ ვცდილობთ შემოგთავაზოთ ყველაზე კარგი რეცეპტები სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოდან. მიგვაჩნია, რომ კერძის მომზადების პროცესი უნდა იყოს სასიამოვნო, მარტივი და სწრაფი. ეს არის საფუძველი იმისა, რომ ნებისმიერი საჭმელი გამოვა იდეალური და უნაკლო.

ვაშლის ფუნთუშების რეცეპტი

ამ საოცარი ფუნთუშების რეცეპტი იმდენად სრულყოფილია, რომ შეიძლება გაგიკვირდეთ, რატომ არ არის ის პოპულარული? მოკლედ, გადავიდეთ საქმეზე და დავიწყოთ ცხობა. ფუნთუშები თავისით ვერ გამოცხვება!

ინგრედიენტები

  • 2 ცალი ვაშლი
  • 2 კვერცხი
  • 500-600 გრ. ფქვილი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 8 გრ. საფუარი
  • 2 ს/კ ზეთი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 2 ს/კ შაქარი და 1 ს/კ. წყალი თავზე წასასმელად

მომზადების წესი:

  1. გარეცხეთ ვაშლი, გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ გული. გათლა აუცილებელი არ არის. ჩაყარეთ ბლენდერში, ჩაახალეთ კვერცხი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. ცალკე ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, საფუარი და შაქარი. დაუმატეთ კვერცხის და ვაშლის მასა და მოზილეთ ცომი. ის უნდა იყოს რბილი და ჰაეროვანი. ამიტომ ჯერ აუღეთ 500 გრ. ფქვილი და შემდეგ დაამატეთ საჭიროებისამებრ.
  3. გადააფარეთ ცომს თავზე და დადგით თბილ ადგილას ერთი საათით. ის უნდა გაორმაგდეს. შემდეგ დაყავით გუნდებად და გააკეთეთ სასურველი ფორმის ფუნთუშები. დააწყვეთ ცხიმწასმულ საცხობ დაფაზე. ცომი ხელზე რომ არ მოგეკროთ, წაისვით ზეთი.
  4. ფორმირებულ ფუნთუშებს კვლავ გადააფარეთ ტილო და დაელოდეთ 15 წუთი, რათა კიდევ ცოტათი ამოვიდეს.
  5.  შედგით გუნდები 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი. სანამ გამოცხვება და გამოიღებთ ღუმელიდან, მოამზადეთ თავზე წასასმელი ნარევი. როგორც კი გამოიღებთ, მაშინვე გადაუსვით.

რედაქციისგან

ფუნთუშები ძალიან ნაზია, ამიტომ აცხვეთ ყურადღებით, რომ არ გამოვიდეს სველი ან პირიქით, გამომშრალი. მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით. გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში. დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მოგეწონებათ.

ეს დესერტი ნამდვილი სრულყოფილებაა: გემო, სუნი, მარტივი მომზადების წესი, იაფი ინგრედიენტები. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს