“წელს გადავწყვიტე ცხოვრების რადიკალურად შეცვლა. გავდივარ პენსიაზე, ამის შესახებ ქალიშვილს და სიძეს შევატყობინე. გაუხარდათ ძალიან და მაშინვე გადაწყვიტეს, რომ ამიერიდან ბევრი თავისუფალი დრო მექნებოდა და ბავშვების მოვლაში დავეხმარებოდი. მაგრამ მე მაშინვე უარი ვუთხარი – არ შემეძლო სამი შვილიშვილის ძიძა ვყოფილიყავი. ჩემი ოცნება ხომ ქალაქგარეთ სახლის ყიდვა და იქ ცხოვრება იყო.” – გვიყვება პაპარაცის რედაქციის დღევანდელი რესპოდენტი.
მინდა აგარაკის ყიდვა
“მთელი ცხოვრება ვმუშაობდი, შვილსაც ვეხმარებოდი ხოლმე. ვაგროვებდი ფულს, რომ დავხმარებოდი სხვადასხვა ხარჯებში. არ ვწუწუნებ და არავის ვადანაშაულებ, უბრალოდ მინდა ჩემი ამბის გაზიარება.ასაკში შესვლასთან ერთად მივხვდი, რომ დადგა მომენტი საკუთარი თვისთვის ცხოვრების. მყავს ერთი კარგი მეგობარი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ იყიდა სახლი ნაკვეთით მდინარის პირას და მას მერე მირჩევს მის მეზობლად გადავიდე. გარშემო რამდენიმე კარგი სახლი იყიდება. თუ გავყიდი ჩემს ბინას ქალაქში, შევძლებ კოხტა სოფლის სახლის ყიდვას და იქ გადასვლას.
დაკარგულის ანაზღაურება – შევძლებ სოფლის სახლში ჩემი ბიბლიოთეკის გადატანას და როგორც იქნა, მოვიცლი წიგნების საკითხავად. მთელი ეს წლები არასდროს მქონდა დრო წასაკითხად და საკუთარი სიამოვნებისთვის. უკვე დიდი ხანია არ მომიქსოვია, არადა ეს ჩემი საყვარელი საქმეა. ხომ მაქვს უფლება სიბერეში მაინც გავაკეთო ის, რაც მთელი გულით მინდა? მოვაწესრიგებდი სახლს, დავრგავდი პიონებს, ვარდებს და სხვდასხვა ყვავილებს, თვალს და გულს გავიხარებდი. მეგობართან ერთად ვისეირნებდი, ვივლიდით ერთმანეთთან სტუმრად, გავუმასპინძლდებოდი ტკბილეულით, ხილით…
რა ვუყო შვილიშვილებს? – ვიღაცამ შეიძლება დამადანაშაულოს ეგოიზმში. იტყვის, რომ ბებიები ვალდებული არიან მუდამ იზრუნონ შვილიშვილებზე. რა თქმა უნდა, ჩემი პატარები ძალიან მიყვარს, მზად ვარ როცა საჭირო იქნება დავიტოვო და მოვუარო, სიამოვნებით წავიყვან ჩემთან მთელი ზაფხული. ბავშვებს სიხარული, სიცოცხლე და ენერია შემოაქვთ სახლში, მაგრამ არ მინდა მათი მუდმივი აღმზრდელი, ძიძა და რეპეტიტორი ვიყო.
ნუთუ არ დავიმსახურე? – უკვე დიდი ხანია ახალგაზრდა აღარ ვარ და მეც ვიმსახურებ დასვენებას. ბავშვებს პირველ რიგში მშობლებმა უნდა მიხედონ, ბებიები კი ამაში ხანდახან შეეშველებიან.არ შეიძლება, რომ ბებიებს ათქმევინოთ უარი საკუთარ ოცნებებზე, ისინიც ხომ ადამიანები არიან თავისი ინტერესებით, სურვილებით და მოთხოვნებით. ჩვენც გვინდა თავისუფლება და ბედნიერება. ისედაც ბევრი დრო აღარ დაგვრჩა.
რას ნიშნავს თქვენთვის პენსიაზე გასვლა? როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ამ ასაკში და რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.