რატომ არ დებენ ქათმები კვერცხებს? ადრე თუ გვიან ეს კითხვა უჩნდება იმ მზრუნველ პატრონებს, რომლებსაც ფრთოსანი არსებები ჰყავთ სახლში. რა თქმა უნდა, საჭიროა მაშინვე გარკვევა კვერცხის დების შემცირების მიზეზებში, შემდეგ კი საჭირო ზომების მიღება. პაპარაცის რედაქცია დღეს თქვენთან ერთად შეეცდება ამ პრობლემის მოგვარებას.
რატომ არ დებენ კვერცხს ქათმები
შეიძლება გეგონოთ, რომ ქათმები მაინცდამაინც ჯიშიანები არ გამოგადგათ, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. იმისათვის, რომ ქათამმა დადოს საჭირო რაოდენობის კვერცხი, უნდა იზრუნოთ მის კვებასა და კომფორტულ პირობებზე თავის საქათმეში. გამოცდილი მეფრინველეები გამოყოფენ კვერცხის დების შეჩერების რამდენიმე მიზეზს:
ცუდი კვება ან საკვების შემადგენლობა – ეს მთავარი პუნქტია. თუ ქათამს საკვები აკლია, საჭირო რაოდენობის კვერცხის დადებას ნუ ელოდებით. ფრინველს ჭირდება საკმარისი ბუნებრივი და ხელოვნური სინათლე – ესეც ყურადსაღებო ფაქტორია.გაზაფხულზე და ზაფხულში ფრინველი ყველაზე პროდუქტიულია. ბუნებრივი პირობების კომბინაცია თავად ეხმარება, რომ კვერცხის დება გაააქტიუროს. ზამთარში ქათმებს სცივათ, შემდეგ კი დიდ რესურსს ხარჯავენ ბუმბულის გამოცვლის პერიოდზე.ყურადღება მიაქციეთ საქათმის მდგომარეობას, აგრეთვე ფრინველის დაავადებებს, პარაზიტებს, მღრღნელებს, რაც ცუდად მოქმედებს კვერცხის დების სიხშირეზე. აგრეთვე, შეიძლება ფრინველი დაისტრესოს. პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ამინდის ცვალებადობამ, სიბინძურემ საქათმეში, ან სულაც რემონტმა.ითვლება, რომ კვერცხს ინტენსიურად ახალგაზრდა ქათმები დებენ, დაახლოებით 2 წლამდე. მერე კვერცხის დების რაოდენობა იკლებს. ასევე, ქათმებმა იციან კვერცხის გადამალვა. ისინი ცდილობენ განცალკევებას და საკუთარი ბუდის მოწყობას. ამიტომ მეპატრონეები ყურადღებით უნდა იყონ, რომ ერთ დღეს პატარა ყვითელი ფუმფულა გუნდებით არ გამოეცხადოს ქათამი.
ვაუმჯობესებთ პირობებს – შინაური ქათმის კვერცხი სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საბადოა. ის სასარგებლოა ძალიან ზრდასრულებისთვის და ბავშვებისთვის. კვერცხის დების ხარისხზე წინასწარ იზრუნეთ. პირველ რიგში დაიწყეთ რაციონით.მარცვლეულის გარდა, ქათამს უყვარს სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული. ამასთან, შეგიძლიათ საკვებად მისცეთ კვერცხის ნაჭუჭი ან ცარცი. ეს მის რაციონს კალცით შეავსებს. ასევე კარგია ჭინჭრის ფოთლები, კომბოსტო ან უბრალოდ სხვადასხვა ბალახები.საქათმე უნდა იყოს ქათმების რაოდენობის შესაბამისი. ის უნდა მოაწყოთ ისე, რომ ფრინველს ქონდეს საკმარისი სინათლე, სითბო და ჰაერი. პარაზიტების წინააღმდეგ გაუკეთეთ მოხერხებული ადგილები ან ჭურჭლები ქვიშით და ნაცრით. ქათმები სიამოვნებით ჩაწვებიან შიგნით და იფართხალებენ. შედეგად, ასეთი “აბაზანებით” გაიწმენდენ ბუმბულებს.
რატომ არ დებენ კვერცხს ქათმები და როგორ ვუშველოთ მდგომარეობას – სინამდვილეში, ყველაფერი მარტივად არის. თუ მეპატრონე მოინდომებს და იზრუნებს თავის შინაურ ფრინველზე, ისინი უხვი “მოსავლით” გაუმასპინძლდებიან. შეიძლება რაციონში სპეციალური ვიტამინების და დანამატების დამატება, რაც უნდა შეათანხმოთ ვეტერინართან. ის გაგარკვევთ ნიუანსებში და შემოგთავაზებთ საუკეთესო ვარიანტს.
თქვენ გქონიათ სურვილი გაგეკეთებინათ ფრინველის მინი ფერმა? ან იქნებ უკვე ხართ წარმატებული ფერმერი? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.