რამდენად არის მნიშვნელოვანი მამის ყურადღება და მხარდაჭერა ბავშვისთვის და რატომ თანხმდებიან ქალები სხვის შვილებზე ზრუნვას. პაპარაცის რედაქცია დღეს ამ თემაზე გესაუბრებათ.მოვისმინოთ ამბავი ქალზე, რომლისთვის გამოთქმა “სხვისი შვილი” არ არსებობს – სისულელეა.
მამის ყურადღება
ორი წლის წინ ჩემი ქალიშვილი ცოლად გაყვა მამაკაცს, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა პირველი ქორწინებიდან. ის ცოლს ცუდ ნოტაზე დაშორდა და ბავშვებთან კონტაქტი მისთვის ცოლთან კონტაქტთან იგივდებოდა. ამიტომ იშვიათად ნახულობდა და ეკონტაქტებოდა შვილებს.ქორწილის შემდეგ, პირველ ხანებში მე საერთოდ არ ვიცოდი ბავშვების არსებობის შესახებ. ეს მაშინ გავიგე, როდესაც ჩემმა ქალიშვილმა – ელენემ, აქტიურად დაიწყო მათთან ურთიერთობის დამყარება.ქმრის შვილების გულისთვის ელენე მთელი დღე ქურასთან იდგა, ალაგებდა სახლს, რათა ბავშვები სუფთა გარემოში მოეყვანა და გემრიელად გამასპინძლებოდა.დასვენების დღეებში თვითონ ურეკავდა ბავშვების დედას და სთხოვდა შვილები მასთან დაეტოვებინა. იმის მაგივრად, რომ მომავალი ბავშვისთვის საჭირო ნივთები მოეგროვებინა, ქმართან ერთად მისი შვილებისთვის ყიდულობდა საჩუქრებს.
“სხვისი შვილები” არ არსებობს – მე ამ ყველაფრის წინააღმდეგი ვარ, რადგან ელენე დღე-დღეზე იმშობიარებს და პირველ რიგში საკუთარ თავზე და შვილზე უნდა იფიქროს. რამდენჯერმე ვცადე დალაპარაკება ამ თემაზე და მისი დარწმუნება, შეეწყვიტა სხვისი ცხოვრებით ცხოვრება. მითუმეტეს, რომ სადაცაა პატარა ეყოლება და მას მაქსიმალური ყურადღება და ზრუნვა დაჭირდებოდა.სიძემ რომ ყოფილ ცოლთან შერიგება გადაწყვიტოს, მერე? ან ყველაფერი შვილებს დაუტოვოს და ჩემი შვილი ქუჩაში აღმოჩნდეს? ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება?
ელენე აქეთ მადანაშაულებს მერკანტილურობაში. ამბობს, რომ არ არსებობს “სხვისი შვილი”. ცოლ-ქმრის დაშორება არ უნდა გახდეს მიზეზი ბავშვებისთვის მამის სითბოს და ყურადღების მოკლების.ელენეს ჯერა, რომ როგორი ურთიერთობაც ექნება მის ქმარს უფროს შვილებთან, ისე მოექცევა მათ საერთო შვილსაც. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ცდება. როგორ გადავარწმუნო, არ ვიცი.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ არის მართალი ამ ამბავში? რას ურჩევდით ჩვენს რესპოდენტს? როგორ მოიქცეოდით ელენეს ადგილას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.