ძალიან საწყენია, როცა ქმარი პირველ ადგილზე ოჯახში აყენებს არა ცოლს, არამედ დედას. თითქოს ყველა კეთილგანწყობილია ერთმანეთის მიმართ, მგრამ იგრძნობა, რომ საკუთარ სახლში ზედმეტი ხარ და ამას ვერაფერს უხერხებ.როგორ უნდა იცხოვრო ასე და როგორ უნდა გქონდეს შენი მეორე ნახევრის ნდობა ისე, რომ ნერვული სისტემა არ დაიზიანო? პაპარაცის რედაქციას ერთ-ერთმა მკითხველმა თავისი ამბავი გაგვიზიარა.
ზედმეტი ქალი ოჯახში
ჩემს ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დავუშვი და პირველი მათ შორის იყო ჩემი ქორწინება. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. იყო სეირნობა მთვარის შუქის ქვეშ, შოკოლადები და ყვავილების პერიოდი, ვნება და სიყვარული. ყველაფერიც იყო…შემდეგ დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ჩემი კავალერი საკმაოდ მოუხერხებელი იყო. იმ კუთხით, რომ საერთოდ არ იყო მომზადებული ცხოვრებისთვის. არაფრის კეთება არ იცოდა. ერთხელ მაკარონის მოხარშვა სცადა. ეს იყო ჩაფლავებული მასა გაურკვეველი სოუსით და საშინელი სუნით.სხვა ყოფით საკითხებშიც არ იყო ყველაფერი კარგად. მამაკაცური საქმეებიც არ იცოდა: თაროს მიჭედება, ნათურის შეცვლა, კაბელის გამოცვლა, როდესაც წყალი გაფუჭდა სამზარეულოში, ვერაფერი მოუხერხა. ყველაფერზე ხელოსანს ვიძახებდით. დიახ, მესმის, რომ ყველა მამაკაცს არ შეუძლია ოჯახში საქმის კეთება, მაგრამ…ქორწილში ჩემმა მშობლებმა მომცეს საკმაოდ დიდი თანხა, რომელსაც დიდხანს ვინახავდით ბინის საყიდლად, მაგრამ სამწუხაროდ არ გვეყო და გადავწყვიტეთ გვეცადა ალტერნატიული ვარიანტი. და ეს იყო ჩემი მეორე შეცდომა. მე დავთანხმდი ცემი დედამთილის სახლში ცხოვრებაზე, ხოლო გადადებული თანხით გავარემონტეთ მისი სახლი.
გვქონდა ორი ოთახი ახალი რემონტით, ავეჯი და თანამედროვე ტექნიკა. ცოტა ვიწროდ კი ვიყავით, მაგრამ რას არ გააკეთებ საკუთარი ოჯახისთვის? თავიდან ყველაფერი კარგად იყო აქაც. ჩემი დედამთილი ტიპიური მოხუცი ბებოა რეკლამებიდან. უყურებს ტელევიზორს, ატარებს სათვალეებს და ბევრს იღიმება. სამწუხაროდ, ის თავის შვილს ისე ექცევა, როგორც ხუთი წლის ბავშვს.მალე ქმარს ერთი ცვლილება შევამჩნიე: ის ახალგაზრდა მამაკაციდან გადაიქცა დედიკოს პატარა ბიჭად. ჩვენი სეირნობა ჩაანაცვლა მუდმივად ტელევიზორთან ჯდომამ, ყველა ქმედება წინასწარ უთანხმდებოდა დედას – საყიდლები, ჩასაცმელი, პროდუქტი…მოკლედ, თითქოს მეხუთე ბორბალი ვიყავი მანქანაზე და ეხლაც ვარ, რა უნდა ვქნა აბა? ქმარი დადის სამსახურში და მოაქვს ფული, არ ჩხუბობს და არ აქვს არანაირი ნეგატივი. მშვიდია და გაწონასწორებული, ოჯახშიც თითქოს სიმშვიდეა.
მაგრამ ვისურვებდი გადაწყვეტილებას ოჯახში მამაკაცი ღებულობდეს, მიყურებდეს როგორც ქალს და არა როგორც ძველ მეგობარს. მისთვის კი მთავარი მხოლოდ დედაა. მეც მიყვარს ჩემი მშობლები, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.ეხლა უკვე ვხვდები, რომ ჩემი მშობლების ფულს არავინ დამიბრუნებს და თუ გაყრას დავაპირებ, ვერაფერს მივიღებ. მარტო კი ბინის ქირაობას ვერ შევძლებ. დედამთილის სახლში ცხოვრებაც აღარ შემიძლია.
არაერთხელ განვიხილე ქმართან ეს თემა. დამპირდა, რომ აღარ ჩარევდა დედას ყველა წვრილმანში და თავად მიიღებდა გადაწყვეტილებებს, მაგრამ როგორც ვატყობ, ეს შეუძლებელია. რა ვქნა არ ვიცი, მაგრამ რაღაც უნდა ვქნა. რას მირჩევთ?