ბევრი ქალი ოცნებობს დიდ და მყარ ოჯახზე. უნდა რომ ქონდეს დიდი სახლი, ყავდეს მოსიყვარულე ქმარი და გარშემო პატარა ანგელოზები. ეს რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ ხშირად უკიდურესობები ხდება. ბავშვის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა და მრავალშვილიანი დედა ბევრი რამისთვის უნდა იყოს მზად. მისი დასასვენებლად წასვლა კოშმარს დაემგვანება, თუ არ ეცოდინება, როგორ გაუმკლავდეს ბავშვების მოვლას.ასევე ხშირია, როცა დედები ბავშვებს აჩენენ არა დიდი სიყვარულის გამო, არამედ სხვა მერკანტილური მიზეზებით. მაგალითად, სახელმწიფოსგან დახმარების მოლოდინით. რატომ უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე და თვითრეალიზაციით დაინტერესდნენ, როდესაც შეიძლება იჯდე სახლში, მიიღო დახმარება სხვადასხვა მხრიდან.
მრავალშვილიანი დედის დასვენება
სიტუაცია – “ჩემი და ძალიან სპეციფიკური ადამიანია. ის მრავალშვილიანი დედაა, ფეხმძიმედ არის მეექვსე ბავშვზე. და რა ხდება მერე? ვთვლი, რომ ის ვერ უმკლავდება ღირსეულად ამ საქმეს. უფრო სწორედ, ვერც თითონ და ვერც მისი ქმარი. მისი მეუღლეც არ არის დიდად აღფრთოვანებული ამ სიტუაციით, მაგრამ ვერაფერს ხდება.ისინი ცხოვრობენ ასე: ქმარი მუშაობს ორ სამსახურში, ხოლო ჩემი და ზის სახლში და მუდმივად რაღაცას ამზადებს და თან ტელევიზორს უყურებს. სანამ ბავშვები პატარები არიან, მათ მეტი ყურადღება ჭირდებათ, მაგრამ ჩემი და დიდად არ დარდობს. უფროსები ბავშვები უვლიან უმცროსებს, ეთამაშებიან და ცხოვრობენ ასე.დედა თვლის, რომ ასე ბავშვები უფრო დამოუკიდებლები გაიზრდებიან, და-ძმა, რომელიც განებივრებულები არ არიან ზედმეტი ყურადღებით და მოვლით, უფრო მეგობრულები იქნებიან მომავალში. ჩემთვის ეს მხოლოდ უაზრო სიტყვებია.ქმარი, რადგან სულ სამსახურშია, სახლში ხშირად არ არის. ამბობს, რომ ძალიან გადაიღალა და უბრალოდ წავა სახლიდან, რადგან მეტი აღარ შეუძლია. ის მართლა ფეხზე ვერ დგას ხანდახან დაღლილობისგან, გამხდარია და მუდმივად უძილო.მესმის, რომ ჩემი და ვერ შეძლებს მუშაობას, მითუმეტეს სახლის რუტინამ ძალიან ჩაითრია და სკოლის მერე სწავლა არც უცდია არსად.იღებენ სახელმწიფო დახმარებას ბავშვებზე. ხანდახან მოქვთ საჩუქრები. ზოგჯერ ქმარსაც აძლევენ დასასვენებელ საგზურს. ეს არის ოქროს გალიაში ცხოვრებასავით, მაგრამ მათი გალია უბრალო ლითონისგან არის გაკეთებული.
რედაქციისგან: ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი. პირველ რიგში აქ ქალი არ ცდილობს განვითარდეს. ის ან ტელევიზორს უყურებს, ან ალაგებს, ან საჭმელს ამზადებს. მისი მომავალი აშკარად გაურკვეველია. მისი ფსონი ბავშვებზეა დადებული.ქმარი, უკვე ფიქრობს გაქცევაზე და ეს განგაშის სიგნალია. ერთ დღესაც უმტყუნებს ნერვები და ასეც მოიქცევა. ალიმენტები კი ბავშვებს ვერ აღზრდის. ასევე, ჯანმრთელობა – წარმოიდგინეთ, ექვსი ბავშვის მარჩენალი რომ ავად გახდეს და საავადმყოფოში მოუწიოს დაწოლა. რა ეშველება ოჯახს? არადა ამ რეჟიმს მისი ორგანიზმი დიდხანს ვერ გაუძლებს.საუბარი იყო საგზურებზეც – ეს რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ბავშვების სწავლა-განათლება? რამდენი რამ არის საჭირო ამისთვის? ცოლ-ქმრის საგზურით დასვენება კი იქნება მხოლოდ ბავშვების სდევნა, რამე არ იტკინონ, ან სადმე არ დაიკარგონ.ბოლო საკითხი – ქალურობა. ქმარი რომც არსად გაიქცეს და სახლში დარჩეს, ბავშვები რომც განათლებულები და ინტელიგენტები გაიზარდონ, ასეთი ქალი არასოდეს შეიცვლება. ერთ ადგილას ჯდომა და ინტერესების დეფიციტი მის გარეგნობას და ემოციურ მდგომარეობას ცუდ დაღს დაასვამს.
დღეს მრავალშვილიანი ოჯახი იშვიათია. თანამედროვე სამყარო დიდ ენერგიას, ცოდნას და რესურს ითხოვს. მხოლოდ სახლში ჯდომით და ქურასთან ტრიალით ვერ წაიყვანს ქალი წინ ვერც საკუთარ თავს და ვერც ოჯახს. რაღაც უნდა შეიცვალოს. თქვენ რას იტყვით?