გსურთ ყოველთვის ენერგიული იყოთ, დილით ნუში შეჭამეთ და დალიეთ. ნუშის რძე მხედველობას აუმჯობესებს და შრომისუნარიანობას ზრდის

1059

ნუში მიეკუთვნება ოჯახს, რომლიდანაც არა კაკალი, არამედ ხილი წარმოიქმნება. თუმცა ადამიანები მას კაკლად მიიჩნევენ და სწორიც არიან: ნუშის ნაყოფში კაკლის თვისება აშკარაა.

ნუშის სარგებელი

ნუშის კაკალი მინერალური ნივთიერებების შემადგენლობით ლიდერია. ნუში ბევრ მაგნიუმს შეიცავს, რაც აუცილებელია გულისთვის, სისხლძარღვებისთვის, ასევე ცილების ბიოსინთეზისა და ნახშირწყლების ცვლისთვის. მაგნიუმს B6 ვიტამინთან ერთად „სიმშვიდის ელემენტს“ უწოდებენ.

ნუში მდიდარია კალციუმით, რომელიც სისხლის შედედების პროცესში უშუალო მონაწილეობას იღებს, თავის ტვინის ქერქის აღგზნებასა და შეჩერებას შორის წონასწორობის შენარჩუნებას ხელს უწყობს.

მასში ბევრი კალიუმია. ნორმაში კალიუმის დღიური დოზა 3,5 გრ-ია. 1 ნუშის კაკალში შემავალი 1 გრ კალიუმი ნამდვილად შთამბეჭდავია. თუ ნატრიუმთან მის ფანტასტიურ კავშირს გავითვალისწინებთ, ცხადი ხდება, რომ ნუში – „გულის“ პროდუქტია.

ნუშის კაკალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამინომჟავებს შეიცავს: ლიზინი, ტრიპტოფანი, არგინინი და ბევრი სხვა.

ნუშის რძე – უნიკალური ელექსირი

ნუშისგან „ნაღებს“ და „რძეს“ ამზადებენ (ნუშს კანს აცლიან და ხეხავენ). ასეთი სასმელი ნაღვლის წარმოებას სტიმულირებს, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს დეფექტების შეხორცებას აჩქარებს.

ნუში კუჭის მჟავიანობაზე კარგ შედეგს იძლევა და მის შესამცირებლად რეკომენდებულია.

აღმოსავლური მედიცინა ირწმუნება, რომ ნუშის კაკალი მხედველობის გასაძლიერებლად სასარგებლოა. კაკალში შემავალი ცხიმების უნიკალური თვისების წყალობით ის ყელის დაავადების დროს შეუცვლელია. ამისთვის ნუშის რძე, ასევე ნუშის კაკლის ნახარში გამოიყენება.

როგორ მოვამზადოთ ნუშის რძე:

15 ცალი ნუში ბლენდერში მოათავსეთ, ½ ჭიქა წყალი დაასხით და მაღალ სიჩქარეზე დააბლენდერეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. სასმელი მზადაა. დღეში ერთხელ, დილით დალიეთ.

ნუში ტვინისთვის

კაკალი სტრესს მარტივად უმკლავდება, რადგან სეროტონინის ჰორმონით მდიდარია. მასზე ჩვენი კარგი განწყობაა დამოკიდებული. თუ ორგანიზმში ეს ჰორმონი საკმარისადაა, თავს ბედნიერად და უზრუნველად ვგრძნობთ. სეროტონინის დეფიციტმა შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.

ნუში B ჯგუფის ვიტამინითაა მდიდარია, რომლებიც თავის ტვინის უჯრედებში სეროტონინის წარმოებას ხელს უწყობენ. დილით ტვინი სეროტონინის წარმოებაზე განეწყობა – ეს სიხარულის ჰორმონია. თუ ნუშის კაკალს საუზმის რაციონში ჩართავთ, ასე განწყობას აიმაღლებთ და შრომისუნარიანობას გაზრდით.

ნუში კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის

ნუშის კაკალი რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმლების, ელენთას და ღვიძლის დაავადებების დროს. ჩინური ხალხური მედიცინა გირჩევთ, რომ ტკბილ ნუშს რძე დაასხათ. ყოველდღიურად რამდენიმე ცალი ნუში მიირთვით. სპეციალისტების აზრით, ნუში სისხლში ქოლესტერინის მაღალ დონეს ამცირებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარებას ხელს უშლის.

ნუშის ნახარში

ნუშის კაკალი (100 გრ) კანიანად 500 გრ წყალში, დაბალ ცეცხლზე 15 წუთით ხარშეთ. დააყენეთ, გააგრილეთ და 1/3 ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ დალიეთ. ნუში არ გადაყაროთ, არამედ 3-4 დღის განმავლობაში შეჭამეთ. ასეთ ნახარშს ყელის, კუჭის, ღვიძლის და სისხლძარღვების დაავადების დროს იყენებენ.

ნუშის კაკლის გარსის ნაყენი

ნუშის კაკლის გარსი გასაოცარ სასარგებლო თვისებებს შეიცავს, მათ შორის მაღალ ანტიოქსიდანტურ თვისებებს. მისი წყალობით კენკრა სასარგებლო თვისებებს დიდხანს ინარჩუნებს. ნაყენი კაკლის მსგავს, ყველა სასარგებლო თვისებას შეიცავს. რაც მთავარია, მხედველობის და სისხლძარღვების გაძლიერებას ხელს უწყობს.

100 გრ კაკალს გარსი მოაშორეთ და 500 გრ არაყი დაასხით. 2 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ, პერიოდულად სითხე შეანჯღრიეთ. 18 წვეთი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

უკუჩვენება

ნუში შეიძლება ორგანიზმს არ მოუხდეს. ამას ნუშის აუტანლობას უწოდებენ. სავარაუდოდ, ნუშის კაკალი შეიცავს ამა თუ იმ ნივთიერებას, რომელსაც ორგანიზმი ვერ იღებს. და რაც საინტერესოა, თითოეულ ორგანიზმს აუტანლობის თავისი ხაზი აქვს.

ნუში სამი სახის არსებობს:

  • მწარე
  • ტკბილი
  • ხრაშუნა

მწარე ნუში წყალბადციანმჟავას შეიცავს, სხეულისთვის დიდი და მცირე დოზითაც მიუღებელია. სწორედ ამიტომ, მწარე ნუშის გამოყენების დროს დოზა მკაცრად უნდა დაიცვათ.

კაკლის ტკბილი სახეობაც, თუ ის მოუმწიფებელია, ციანიდს შეიცავს, რომლის მიღებაც რეკომენდებული არაა. გულის პრობლემების არსებობისას, რომელსაც გახშირებული გულისცემა ახლავს, ნუშზე უარი უნდა თქვათ. როგორც მინიმუმ, მისი დოზა უნდა შეამციროთ.

ტკბილი ნუში ძალიან გემრიელია, მაგრამ დღეში 15-17 (20-25 გრ) ცალზე მეტი არ უნდა მიირთვათ.

კაკლის სასარგებლო თვისებების შესაგრძნობად დღეში 3-5 ცალი ნუში შეჭამეთ.

მწარე ნუშის დღიური დოზა მხოლოდ 2 ცალი კაკლით შემოიფარგლება. ბავშვებისთვის მწარე ნუშის მიღება აკრძალულია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს