“წელს ჩემი შვილი პირველ კლასში მიდის. აგვისტოს ბოლოს მას ექვსი წელი უსრულდება. ვფიქრობ, ადრე ხომ არ არის მისთვის ჯერ სკოლაში წასვლა და ხომ არ ვუშვებ შეცდომას?” – კითხულობს ჩვენი მკითხველი. თემა უდავოდ, აქტუალურია. დღეს paparazzi.ge-ს რედაქცია თქვენთან ერთად იმსჯელებს, რომელი ასაკია უკეთესი ბავშვის სკოლაში მისაყვანად: 6 თუ 7?
ბავშვი მიდის პირველ კლასში
როდესაც ბავშვი პირველ კლასში მიდის, მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ამიტომ ნებისმიერი დედა გეტყვის, რომ სანამ შვილს სკოლაში გაუშვებ, კარგად დააკვირდით. დედის და მამის გარდა, ვერავინ ვერ იტყვის, რამდენად მზად არის ის სოციალიზაციის ახალი ეტაპისთვის.ზოგი უკვე 5 წლის ასაკში უწყობს სწავლების რეჟიმს ფეხს და ინტერესდება სწავლით, ზოგი 7 წლამდე ვერ ახერხებს ამას. თავად მშობლებიც – ზოგს 7 წლამდე არ შეყავს ბავშვი სკოლაში, თვლის, რომ ჯობია ბოლომდე შეირგოს ბავშვმა უზრუნველი ცხოვრება. სწორია ეს თუ არა, თქვენი გადასაწყვეტია.რას ფიქრობენ ამ თემაზე ექსპერტები? ხშირად მშობლები ბავშვის შესაძლებლობებს განსაზღვრავენ უკვე არსებული უნარებით. ისწავლა წერა-კითხვა, ესე იგი სკოლაში წასვლაც შეიძლება. მაგრამ ასეთი მიდგომა ყოველთვის არ ამართლებს.ბავშვთა ფსიქოლოგები თვლიან, რომ უპირატესია სკოლისთვის ბავშვების ფიზიკური მზადყოფნა. საქმე ეხება ორგანიზმის ბიოლოგიურ მომწიფებას. მაგალითად, რამდენად განვითარებული აქვს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის უნარი, რამდენად აკონტროლებს თავის ემოციას და ქცევას.თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილი ფიზიკურად ვერ უმკლავდება რიგ დავალებებს, რომლის გაკეთება აუცილებლად მოუწევს სკოლაში, ჯობია გადადოთ შეყვანა. ყველაზე ხშირად ბავშვი ბოლომდე ფორმირებულია სკოლისთვის 7 წლის ასაკიდან. ეს ეხება მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სიმწიფეს.ამიტომ არ გადაწყვიტოთ თქვენი შვილის ბედი ახლობლების და ნათესავების რჩევით. ჯობია მიმართოთ სპეციალისტს, მიხვიდეთ კონსულტაციაზე ბავშვთა ფსიქოლოგთან.გაითვალისწინეთ, რომ 1 წელს კოლოსალური მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის. ითვლება, რომ ფსიქოლოგიური განსხვავება 6 წლის ბავშვისა 7 წლისგან, იგივეა, რაც 30 და 40 წელს შორის სხვაობა.
ექიმ კომაროვსკის შეხედულება – ცნობილი უკრაინელი ექიმი ევგენი კომაროვსკი გვირჩევს დავაკვირდეთ ბავშვის ორგანიზმს. 6-7 წლებში აქტიურად ვითარდება სტრესის მიმართ მდგრადობის უნარი და თავად სხეული.
მიტომ ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ბევრს მოძრაობდეს და სეირნობდეს სუფთა ჰაერზე. რამდენად შესაძლებელია ეს სკოლის პირობებში? ამიტომ კომაროვსკი იდეალურ სასკოლო ასაკად 7 წელს მიიჩნევს.ბავშვის ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობები შეიძლება ჩამოყალიბდეს უკვე 5-6 წლის ასაკში. ეს გვაძლევს საშუალებას წავიყვანოთ ის სკოლაში, მაგრამ მშობლებმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ მისი ფიზიკური აქტივობა სკოლის შემდეგ.შეგახსენებთ, რომ ყველაფერში საჭიროა ბალანსის დაცვა. არ დატვირთოთ ბავშვი ყველაფრით ერთად. მათ ჭირდებათ ადაპტირება ახალ პირობებთან. ზოგი ამას მალე ახერხებს, ზოგი უფრო ნელა. მიეცით თქვენს პატარას დრო.
თუ თქვენი შვილი მიდის წელს პირველ კლასში, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება ამ თემაზე. რამდენი წლის არის ის, რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ მზად არის სასკოლო რეჟიმისთვის. გელოდებით კომენტარებში.