არაჯანსაღი ატმოსფერო ოჯახში ყოველთვის ცუდ კვალს ტოვებს ბავშვების მომავალზე. ბევრი რამ დამოკიდებულია მშობლებზე, მათი აღზრდის მეთოდებზე და აღზრდაზე. სამწუხაროდ ყოველთვის სწორი არ არის. გაუთავებელი შენიშვნები დედისგან – ის, რაც გადახდა ჩვენს დღევანდელ გმირს – ნატალიას. როგორ განვითარდა მისი ცხოვრება მომავალში, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.
ატმოსფერო ოჯახში
“ჩემს ოჯახში ცხოვრება საკმაოდ რთული იყო. მახსოვს, გამოსაშვებ საღამოზე მდუმარედ ვიდექი და დედა ზურგიდან მაწვებოდა: “რას დგახარ კუნძივით? წადი, იცეკვე სხვებთან ერთად!” მაგრამ მე არ შემეძლო სხვებივით, რადგან დედა ყოველთვის დამცინოდა.მთელი ცხოვრება მადარებდა ჩემს უფროს დას: “შეხედე რა ყოჩაღია, ჭკვიანი, ლამაზი, სკოლაშიც კარგად სწავლობს. მე კი მის თვალში ვიყავი წარუმატებელი და სულელი. რა ნიშანიც არ უნდა მიმეღო, საყვედურით შემომხედავდა და მომაძახებდა: “უკეთ უნდა ისწავლო, წადი, იმეცადინე!”დიდი ხნის განმავლობაში გარეთაც არ მიშვებდა სასეირნოდ. მეზობლის ბავშვები დარბოდნენ და თამაშობდნენ, მე კი სახლში ვიჯექი და წიგნებს ვკითხულობდი. არასდროს ვყოფილვარ დისკოთეკაზე, რადგან დედა თვლიდა, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო. პირდაპირ მეუბნებოდა, რომ ვარ უნიჭო და რაც არ უნდა გავაკეთო, არაფერი გამომივა.დედას არანორმალური დამოკიდებულება ჰქონდა ჩემს ჯანმრთელობასთან. დარწმუნებული იყო, რომ რაღაც რიგზე ვერ მქონდა. ნახევარი ბავშვობა საავადმყოფოში გავატარე. თუ ექიმი იტყოდა, რომ არაფერი მჭირდა, მივყავდი სხვა ექიმთან, ასე დამატარებდა, სანამ ვინმე არ ეტყოდა, რომ რაღაც მჭირდა.დედამ მოსინჯა მკურნალობის ყველა ხალხური საშუალება ჩემზე. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ საბოლოოდ საავადმყოფოს საწოლზე აღმოვჩნდი. ეს კი დედაჩემის ბრალი იყო. ამის შემდეგ ჩავალაგე ნივთები და სახლიდან წავედი. სანამ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, შემეძლო სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მეცხოვრა. მარტივად ჩავაბარე უფასო ფაკულტეტზე, არადა დედაჩემისთვის რომ გეკითხათ, კერძო, ფასიანზეც კი ვერ მოვხვდებოდი.
ახალი ცხოვრება – დავიწყე ჩემი ცხოვრების მოწყობა. ვიშოვე კარგი სამსახური, გავთხოვდი, მაგრამ სულ ვცდილობდი დამემტკიცებინა მშობლებისთვის, რომ ბევრი რამ შემიძლია. შედეგად დავამთავრე ორი უნივერსიტეტი, დავიცავი დისერტაცია. თუმცა, დედაჩემს კარგი მაინს არ დაცდენია ჩემზე და ყველას უყვებოდა რა საშინლად ვცხოვრობდი. მე კი ყველაფერი ძალიან კარგად მაქვს. 35 წლის ვარ, მყავს იდეალური მეუღლე და პატარა ბიჭი. ქმარი დაკავებულია ბოქსიტ, უკრავს გიტარაზე, აქვს თავისი ბიზნესი. მოკლედ, ჩემს ოჯახში იდეალური ატმოსფეროა. დედა კი ამბობს, რმ ჩემთან ასეთი მამაკაცი დიდხანს არ გაჩერდება და მალე მიმატოვებს, მაგრამ ამასობაში 11 წელი გავიდა… ეხლახანს კი გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვარ, გახარებულმა ვიყიდე ტორტი და წავედი დედასთან სტუმრად. ახალი ამბავი რომ ვახარე, შემომხედა როგორც სულელს და მითხრა: “შენ ერთ ბავშვს ძლივს ზრდი, არც იფიქრო მეორეს გაჩენაო!” ქმარი კარგა ხანი მაწყნარებდა სახლში. მითხრა, რომ ასეთი დამოკიდებულება არასწორია და შემეწყვიტა საერთოდ დედასთან ურთიერთობა. ვფიქრობ, ის მართალია. მრავალი წელი დავხარჯე მისთვის თავი რომ მომეწონებინა, მას კი სულ არ ვადარდებ.
რედაქციისგან: ცვენ არ ვიცით რატომ იქცეოდა ასე ნატალიას დედა. შეიძლება მას უნდოდა ვაჟი ჰყოლოდა და ქვეცნობიერად ადანაშაულებდა ქალიშვილს, რომ ასე არ მოხდა. ან კიდევ, შესაძლებელია, მას სერიოზული აშლილობა აქვს, რომლის მკურნალობა დიდი ხნის წინ უნდა დაეწყო. ყოველ შემთხვევაში, ნატალიამ შეძლო ამ სიტუაციისგან განთავისუფლება. იმედი გვაქვს, ქმრის თანადგომით, ბოლომდე შეძლებს თავის დაღწევას ტოქსიკური ურთიერთობისგან. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე?