ყველა ქალი ვერ გაბედავს ქორწინებას ბავშვიან მამაკაცზე და ეს სრულიად ნორმალურია. რაც არ უნდა იყოს, ქალს მოუწევს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის მიღება. ბავშვი და სხვა ნათესავები შეიძლება გაუგებრობის და კონფლიქტის მიზეზი გახდეს. სწორედ ასეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ჩვენი დღევანდელი გმირი ანა. მზად არის თუ არა ის, გაყვეს ცოლად მამაკაცს, რომელსაც შვილი ყავს, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.
ქორწინება ბავშვიან მამაკაცთან
განქორწინებული ვარ და მყავს 7 წლის შვილი. ვცხოვრობთ ორ ოთახიან ბინაში. ცოტა ხნის წინ ჩემთან გადმოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც თავისი სახლი ცოლს და ქალიშვილს დაუტოვა.რადგან მეც მყავს შვილი პირველი ქორწინებიდან, სანდროს ქალიშვილის გამო უკან არ დამიხევია. ვიცი, რომ ის აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მის აღზრდაში, ხშირად ნახულობდა და ეხმარებოდა მატერიალურად. მე მომწონდა კიდეც, რომ მან შვილი არ მიატოვა და მამობას უწევდა. მაგრამ რაღაც მომენტიდან ეს ზრუნვა საზღვრებს გასცდა.ერთხელ სანდრო სახლში თავის პატარასთან ერთად მოვიდა. აღმოჩნდა, რომ დედამისს საქმეები გამოუჩნდა და ბავშვი მამას დაუტოვა. რა თქმა უნდა სიხარულით მივიღე. ამის შემდეგ გოგონა ხშირად რჩებოდა ჩვენთან.ეს უკვე აღარ მომწონდა, რადგან ბავშვი 5 წლის იყო და ბევრი ყურადღება ჭირდებოდა. ამასთან, საკმაოდ თავისებური იყო: ცუდად ჭამდა, არ მიჯერებდა და თავხედობდა. მე არ მინდოდა ჩემს შვილს მისი პრეტენზიები ენახა, მიუხედავად იმისა, რომ ის უფროსი იყო.
მტანჯველი არჩევანი – სიტუაცია თანდათან გართულდა, რადგან სტუმრობას მოუხშირა სანდროს დედამაც. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას არ შეეძლო ბავშვის თავისთან წაყვანა და მოვლა. ამიტომ როდესაც გოგონა ჩვენთან იყი, ბებიაც მოდიოდა ხოლმე, ყოველგვარი შეთანხმების და გაფრთხილების გარეშე.ერთხელ, ჩემი შვილი დედასთან დავტოვე, მინდოდა ცოტა დამესვენა სიწყნარეში. ამასობაში მოვიდნენ ბებია და შვილიშვილი. ვთხოვე, სხვა ოთახში ეთამაშათ, რადგან ძალიან მჭირდებოდა წესიერად გამოძინება. ვთხოვე, რომ არ ეხმაურათ.მემგონი არც ისე ბევრს ვითხოვ. აღმოჩნდა, რომ კი! ზუსტად დილის 7 საათზე სანდროს დედა შემოვიდა ოთახში და გამაღვიძა, აინტერესებდა სად იყო ბლენდერი…აი, მაშინ კი ამევსო მოთმინების ფიალა. ამის შემდეგ ვთხოვე ქმარს, რომ წასულიყვნენ მისი დედა და შვილი. ერთადერთი დღე მაქვს დასვენების და უბრალოდ ძილი მინდოდა. ხომ შეიძლება ცოტა ხანი თავის სახლში იყოს ბებია და იქ მიხედოს ბავშვს? თან ბლენდერი საერთოდ არ მაქვს!მოკლედ, საბოლოოდ ისინი წავიდნენ. როდესაც სანდრო დაბრუნდა, მეგონა რომ გაბრაზებული იქნებოდა დილანდელი ამბის გამო. მაგრამ მან კი ცოლობა მთხოვა, “მინდა რომ ერთი დიდი ოჯახი ვიყოთო”…მაგრამ მე უკვე არ ვიცი მინდა თუ არა. უკვე ვხვდები რა მოყვება ამას და თავს ვიკავებ. უკვე მზად ვარ უარი ვუთხრა ასეთ კარგ მამაკაცს, ოღონდაც ასეთი არეულობა აღარ მქონდეს სახლში. ეს ნორმალურია?
რედაქციისგან:ყველას გვაქვს პირადი სივრცის ქონის უფლება და თუ ვინმე ცდილობს მის დარღვევას, არ არის ნორმალური და ასე არ უნდა ხდებოდეს. ჩვენი რესპოდენტი არ არის მზად ბავშვიან მამაკაცთან ურთიერთობისთვის. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც ორივემ უნდა იტვირთოს.წყვილმა უნდა დაილაპარაკოს ამ თემაზე და გადაინაწილონ ფუნქციები. შეიძლება სულაც მოგვარდეს ყველაფერი და ტყუილად ყოყმანობს. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.