პაპარაცის რედაქციას დღეს რამდენიმე კითხვა აქვს თქვენთან: როგორ გავუღვივოთ ბავშვს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა? რა უნა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიჭი ნამდვილ მამაკაცად ჩამოყალიბდეს? და რაც მთავარია, უნდა მოვუგვაროთ თუ არა უკვე ზრდასრულ შვილებს ყოფითი პრობლემები? პასუხები ამ კითხვებზე პირდაპირ კომენტარებში დაწერეთ.
დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა
ჩემი დედამთილი ადრე გათხოვდა. 18 წლის ასაკში უკვე შვილი ჰყავდა და მარტო უმკლავდებოდა ყველაფერს, რადგან მშობლებისგან დახმარება არ ჰქონდა. მისი ერთადერთი იმედი იყო ქმარი, მაგრამ ბავშვის დაბადებიდან მალევე ის დაიღუპა. ამიტომ მარგოს მარტოს მოუწია ადაპტირება ცხოვრებაში და თავის გადარჩენისთვის ბრძოლა. რაც გამოუვიდა კიდეც…მარგომ შვილსაც ასწავლა დამოუკიდებლად ცხოვრება. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სრულწლოვანი დავითი მყარად მდგარიყო ფეხზე და თავდაჯერებულს შეებიჯებინა ზრდასრულ ცხოვრებაში.ერთი მხრივ, მე მადლობელი ვარ ამისთვის, მყავს იდეალური ქმარი, რომელსაც ყველაფერში დავეყრდნობი, მე არ მინახავს მასზე უფრო პასუხისმგებლობიანი და მოსიყვარულე მამაკაცი.მაგრამ მეორე მხრივ, მწყინს, რომ დედამთილი არანაირად არ ინტერესდება ჩვენი ცხოვრებით. მაქსიმუმ მოგვილოცოს დღესასწაულები ან თუ ძალიან აუცილებელია, ბავშვი დაიტოვოს. დანარჩენზე კი ასეთი პასუხი აქვს: “მე სულ მარტომ შევძელი ყველაფერი და თქვენც შეძლებთ”…მე თითონ ბებიამ გამზარდა, მშობლები არ მახსოვს, რადგან 3 წლის ვიყავი, რომ დაიღუპნენ. მთელი ცხოვრება დიდ ოჯახზე ვოცნებობდი, სადაც ყველა ერთმანეთის გვერდით იქნებოდა. მეგონა ქმრის ოჯახში დამხვდებოდა ეს, მაგრამ შევცდი.დედამთილს საერთოდ არ აღელვებს ჩვენი პრობლემები. მას თავისი ცხოვრება აქვს და არაფერზე ფიქრობს. ამბობს, რომ სანამ ახალგაზრდაა, თითოეული დღით უნდა დატკბეს, ხოლო დედის მოვალეობა მან უკვე პირნათლად შეასრულა.შეიძლება, ის მართალია, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ შეიძლება დედობა შეწყვიტო, როცა შვილი იზრდება. მე არასდროს ვიტყვი უარს ჩემი გოგონას დახმარებაზე.
როგორ ფიქრობთ, ვინ არის მართალი ამ ისტორიაში – რძალი თუ დედამთილი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.