ხაჭაპურის რეცეპტი საქართველოში იმდენია, რამდენიც სოფელი და რაიონია

2360

ერთხელ მაინც უნდა გასინჯო ხაჭაპურის ყველა პოპულარული სახეობა: მეგრული, აჭარული, იმერული… სინამდვილეში საქართველოსი ითვლიან ამ ტრადიციული კერძის 50-მდე უნიკალურ რეცეპტს. ყველა ოჯახს აქვს თავისი ორიგინალური რეცეპტი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. იმისათვის, რომ მოამზადოთ ტრადიციული აჭარული ხაჭაპური, ერთი საათი მაინც გჭირდებათ, მაგრამ თუ გეჩქარებათ, მოამზადეთ სწრაფი ხაჭაპური ტაფაზე. პაპარაცი კი მის რეცეპტს ეხლავე გაგიზიარებთ.

სწრაფი ხაჭაპური ტაფაზე

მე პირადად, არ მიყვარს ტკბილი საუზმე. ვინმემ ხაჭაპური რომ შემომთავაზოს, ეს იქნებოდა იდეალური დასაწყისი დღის. ხაჭაპური ტაფაზე ყველით – ეს არის მსუყე საუზმე, რომელიც მზადდება ძალიან სწრაფად. ჰოდა, დავიწყოთ:

ინგრედიენტები

  • 300 მლ მაწონი
  • ცოტა სოდა
  • 1 კვერცხი
  • 150 გრ ფქვილი
  • 100 გრ. ყველი
  • 2 ს/კ ზეთი

მომზადების წესი

  1. ღრმა ჯამში ჩაახალეთ კვერცხი. დაუმატეთ მარილი და ათქვიფეთ.
  2. დაუმატეთ მაწონი , აურიეთ კარგად, შემდეგ 150 გრ. ფქვილი , სოდა. ეს ყველაფერი მოზილეთ ერთგვაროვან მასამდე.
  3. გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე. სასურველია შეურიოთ მაგალითად სულგუნი, ან ცოტა არაჟანი.
  4. დაუმატეთ ცომში 2 ს/კ ზეთი. ის უნდა იყოს არაჟნის სისქის მასა, მაგალითად როგორც ოლადებისთვის.
  5. რადგან ცომში არის უკვე ზეთი, საკმარისია ტაფის ძირზე ფუნჯით მოუსვათ მცირეოდენი ცხიმი. თითოეული მხარე უნდა მომზადდეს 3-4 წუთი, თავდახურულ ტაფაში. შეგიძლიათ ერთ დიდ ტაფაზე გამოაცხოთ და ორად გაყოთ ცომი. ასე გამოგივათ ორი დიდი სწრაფი ხაჭაპური. ბოლოს მოაყარეთ გამომცხვარ ცომს გახეხილი ყველი და დატოვეთ ასე თავდახურულ ტაფაზე 1-2 წუთი. გემრიელად მიირთვით!

ამ ინგრედიენტებით გამოვა 5 საშუალო ზომის ბლინი ყველით. ეს საკმარისია 2 ზრდასრული ადამიანის გამოსაკვებად. შეგიძლიათ მიაყოლოთ არაჟანი ან რამე სოუსი, თუ საუზმის ჭამას ვერ ასწრებთ, შეგიძლიათ თან გაიყოლოთ სამსხურში. ერთხელ მაინც მოამზადეთ ის და დარწმუნდებით, რომ მისი მომზადება ძალიან მარტივია, ხოლო გემო განუმეორებელი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს