რეჰანს როგორც ბოსტნის კულტურას ისე ვზრდით და მარილიან საკვებში ვიყენებდით. თუმცა როგორც აღმოჩნდა, რეჰანი სამკურნალო საშუალებადაც გამოიყენება. ბალახის ცხელ ნაყენს თირკმლის და შარდის ბუშტის ანთების, სურდოს და გაციების დროს სვამენ. ნაყენი ღვიძლის და ნაწლავების კოლიკის, მეტეორიზმის, მადის დაქვეითების, ასევე ნევროზის, თავის ტკივილის, ეპილეფსიის, ბრონქული ასთმის დროს სასარგებლო საშუალებად ითვლება. რეჰანი მეძუძურე დედებში რძის რაოდენობას ზრდის. ძველად მკურნალები მისი ნახარშის დახმარებით ლოთობას კურნავდნენ.
ოტიტი. 2 ს/კ მცენარეს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ. 10 წუთით დააყენეთ. მტკივნეულ ყურზე კომპრესი გაიკეთეთ და 1-2 საათით გაიჩერეთ. პროცედურა ყოველდღე ჩაიტარეთ, სანამ ყური გტკივათ.
კონიუნქტივიტი. 1 ს/კ ხმელ ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. გაგრილებამდე დააყენეთ. ამ ნაყენით თვალი დღეში რამდენჯერმე გაიწმინდეთ.
კანის ქავილი. 2 ს/კ ხმელ ბალახს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
ნერვული დაძაბულობა, სწრაფი დაღლა. 1 ს/კ მცენარეს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 15-20 წუთით დააყენეთ. დალიეთ როგორც ჩაი შაქართან ან თაფლთან ერთად, მაგრამ დღეში მაქსიმუმ 2-ჯერ.
გულისრევა. მსგავსი ნაყენი გულისრევის ან ღებინების დროს დალიეთ.
კბილის ტკივილი. რეჰანს როგორც სანელებელს ისე ვზრდიდი და მის სამკურნალო თვისებებზე წარმოდგენაც არ მქონდა. თუმცა ერთხელ კბილის ტკივილის დროს ავტობუსით მგზავრობისას წინ მჯდომი ქალი ჩემი მდგომარეობით დაინტერესდა. სიტუაციის ახსნის შემდეგ ჩანთა გახსნა და რეჰანის ღერო მომცა და მისი ფოთლების დაღეჭვა, შემდეგ კი მტკივნეულ კბილთან დადება მირჩია. ასეც მოვიქეცი. გასაოცარია, მაგრამ ქალაქში მისვლამდე კბილის ტკივილი გაქრა. რეჰანის სამკურნალო თვისებების შესახებ პირველად სწორედ ასე გავიგე.
მთელი ცხოვრება კოღოს ნაკბენები მაწუხებდა. ზაფხული საღამოებიც ამ მწერებმა შემაძულეს, რადგან მათგან თავდასაცავად თბილი, სპორტული კოსტიუმის ჩაცმა და ოფლში გაღვარულს მუშაობა მიწევდა. ჩემ მეზობელს კოღოები საერთოდ არ კბენდნენ. ამან ძალიან გამაოცა და დავინტერესდი, თუ რაში იყო საიდუმლო. როგორც აღმოჩნდა, ის სხეულის შიშველ ნაწილებზე რეჰანის ფოთლებს იზელდა, რომლის სუნიც კოღოებს არ უყვართ. ამ მეთოდის გამოყენება მეც დავიწყე და ახლა კოღოებმა თავი დამანებეს.
ცოტა ხნის შემდეგ მისი დახმარებით სურდო და ხველა მოვიშორე. ზაფხულში გავცივდი, ჩემი ხველა მეზობელმა გაიგონა და კვლავ თავისი რჩევით დამეხმარა. მისი რჩევით 1 ს/კ დაქუცმაცებულ რეჰანის ფოთლებს 0,5 ჭიქა მდუღარე წყალი დავასხი, თბილად დავაყენე, გადავწურე და ჭამის წინ დავლიე. ასე დღეში 3-ჯერ მოვიქეცი. ნაყენი 2 დღე დავლიე და ხველა გაქრა. ამ საშუალების მიღება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას არეგულირებს. სწორედ ამიტომ, ბოსტანში რეჰანის დარგვას ყველას ვურჩევ. როგორც ხედავთ, მცენარე არა მხოლოდ საკვების გემოს აუმჯობესებს, არამედ ორგანიზმს კურნავს.
უკუჩვენება
რეჰანი ყოველთვის უვნებელი არაა. ჰიპერკოაგულაციური ეფექტის გამო გულის იშემიური დაავადების, მიოკარდიუმის ინფარქტის, თრომბოფლებიტის და თრომბოზის დროს უკუჩვენებულია. მისი დახმარებით ჰიპერტონიის და შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა არ შეიძლება. ამირდოვლატის აზრით, რეჰანი „ტვინის ცხელი ბუნების დროს მავნებელია“, ანუ თავის ტვინის ანთებითი პროცესების, არაქნოიდიტის, გრიპის შემდგომი ენცეფალიტის დროს უკუჩვენებულია.