” – დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი მეუღლის დედის ანდერძი ტყუილი აღმოჩნდა!” – შემოგვჩივლა ჩვენმა მკითხველმა. როდესაც საქმე ეხება სხვის სახლს, მოლოდინი და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა ხოლმე. გაქვს ერთის იმედი და ღებულობ სხვას. დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ ამბავს ამ თემაზე.
დედის ანდერძი
“ქორწილის შემდეგ მე და ჩემმა ქმარმა ვიყიდეთ ერთოთახიანი სახლი. მელე პირველი შვილი გვეყოლა, ხოლო 3 წლის შემდეგ კი ტყუპები. ხუთი ადამიანისთვის ერთი ოთახი უკვე ძალიან ვიწრო იყო.ჩემი დედამთილი ხედავდა როგორ ვიწროდ ვიყავით და შემოგვთავაზა სახლის გაცვლა. მაშინ ის ცხოვრობდა სამ ოთახიან სახლში და სიამოვნებით დაგვითმო. დოკუმენტებში არაფერი შეგვიცვლია, უბრალოდ გავცვალეთ საცხოვრებელი ბინები და გავაგრძელეთ ცხოვრება. ასე გავიდა 11 წელი.
ამ პერიოდში ჩვენს ოჯახში კიდევ ერთი ბავშვი გაჩნდა. პრინციპში, ადგილი გვყოფნიდა, მაგრამ გაფართოება უკეთესი იქნებოდა. დედამთილმა გადაგვაფიქრებინა, რატომ უნდა იყიდოთ ახალი სახლი, როცა ეს სამ ოთახიანიც მშვენივრად გყოფნითო.რამდენიმე წლის წინ დედამთილს უკურნებელი სენი აღმოაჩნდა. არავინ იცოდა რამდენ ხანს იცოცხლებდა, ჭირდებოდა მუდმივი მოვლა. ის ხვდებოდა, რომ დიდხანს ვერ იქნებოდა და სასწრაფოდ ანდერძი შეადგინა, რომლის მიხედვით, თავისი ბინა ჩვენ დაგვიტოვა.
ჩემი ქმარი ეხმარებოდა ხოლმე დედას, უმეტესად მატერიალურად. ყიდულობდა წამლებს, უშვებდა სამკურნალოდ სანატორიუმებში. დედამთილს ყავდა მხოლოდ ერთი შვილი და ძმისშვილი. როდესაც მან მამიდის ავადმყოფობის შესახებ გაიგო, ხშირად მიდიოდა და რჩებოდა ხოლმე მასთან, შემდეგ რატომღაც უყიდა ბლენდერი და სხვა საოჯახო ტექნიკა.მაგრამ კიდევ უფრო გავოცდით, როდესაც სახლში ლეკვი მიუყვანა. ეს კი იმით ახსნა, რომ მამიდა დიდ ხანია ოცნებობდა ძაღლზე… ჩვენ კი გვიხაროდა, ბებია მარტო რომ არ იყო, მაგრამ მისი ძმისშვილის საქციელი უცნაურად გვეჩვენებოდა.”
უსიამოვნო მოულოდნელობა – პროგრესირებადი დაავადების გამო, დედამთილი მალე გარდაიცვალა. ქმარმა ძალიან იდარდა და დიდი ხანი დასჭირდა გონზე მოსვლა. რამდენიმე თვეში კი გაირკვა, რომ ანდერძში ჩვენ საერთოდ არ ვართ ნახსენები და სამ ოთახიანი სახლი ძმის შვილს ეკუთვნის!
წარმოიდგინეთ, რამხელა შოკი იყო ეს ჩვენი ოჯახისთვის! რა თქმა უნდა სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი, მგრამ გვეეჭვება რამე შედეგი მივიღოთ. ძმის შვილს აქვს თავისი არგუმენტები და საფუძველი, რომ ბინა მიისაკუთროს.
ვერც კი წარმომიდგენია, რა უნდა ვქნათ. ჩვენ ექვსნი ვართ, როგორ უნდა ვიცხოვროთ ერთ ოთახში? ვერც იმას ვხვდები რატომ მოიქცა დედამთილი ასე, არ მჯერა, რომ მისი ანდერძი ტყუილი აღმოჩნდა.
რედაქციისგან: ჩვენი აზრით, ასეთი დასასრული მოსალოდნელი იყო. დაავადებულ ქალს საგულდაგულო მოვლა და ყურადღება სჭირდებოდა, რაც შვილისგან და რძლისგან არ მიუღია, მხოლოდ მატერიალური დახმარება ამ დროს საკმარისი არ არის. ძმის შვილი კი ბოლომდე უვლიდა მამიდას და სურვილებს უსრულებდა. საკითხავია, რამდენად გულწრფელი იყო ის, მაგრამ ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მოხუცს შეეძლო მის იმედზე ყოფილიყო.
პრობლემა ის არის, რომ მოხუცმა არ გააფრთხილა წინასწარ შვილის ოჯახი, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა. შეიძლება უსიამოვნება არ უნდოდა.ვინ არის ამ შემთხვევაში მართალი? როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ვალდებული დედა დაეთმო შვილისთვის სახლი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.