ბადრიჯნის კუდებს ვახმობ ძაფზე, ზამთარში ვუმატებ წვნიანში სოკოს არომატისთვის

0
130

“რატომ უნდა გახეხო ბადრიჯანი სახეხზე?” – მკითხა დედამთილმა. მე კი ვუპასუხე: “დღეს ვახშმად ბადრიჯნის ღვეზელი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოგეწონება”. ჰოდა, დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ ბოსტნეულის ღვეზელს პომიდვრის არომატული სოუსით. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუმატოთ ფარშიც.

ღვეზელი ბადრიჯნისგან

ინგრედიენტები ღვეზელისთვის:

  • 1 ბადრიჯანი
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  •  1 თავი ხახვი
  • 1 კვერცხი
  • 100 გრ. კეფირი
  • 0,5 ს/კ სოდა
  • 90 გრ. სიმინდის სახამებელი
  • დაფქული პილპილი გემოვნებით

ინგრედიენტები სოუსისთვის:

  • 2 პომიდორი
  • 30 გრ. ოხრახუში
  • 2 კბილი ნიორი
  • 0.5 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გაჭერით ბადრიჯანი სიგრძეზე და გათალეთ. შემდეგ გახეხეთ სახეხზე ან დააჩოფერეთ. გადაიტანეთ ღრმა ჯამში.
  2. წითელი ბულგარული წიწაკა გარეცხეთ და დაწერით პატარა კვადრატებად. ასევე, დაჭერით ხახვი წვრილად. ჩაყარეთ ბადრიჯნიან ქვაბში, ასევე დაუმატეთ კვერცხი, ნიორი და კეფირი.
  3. ჩაყარეთ სოდა, მარილი და ცოტა პილპილი – შავი ან შერეული. ასევე დაგჭირდებათ სიმინდის სახამებელი. აურიეთ ყველაფერი ძალიან კარგად, ერთგვაროვან მასამდე.
  4. წაუსვით მართკუთხა საცხობ ფორმას ზეთი ან ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ცადეთ ბოსტნეულის მასა ფორმაში, კარგად გაასწორეთ, დატკეპნეთ. აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, 40 წუთის განმავლობაში.
  5. სოუსის მოსამზადებლად გაფცქვენით პომიდორი. ამისათვის დაუსერეთ თავები და დაასხით მდუღარე წყალი. კანი ძალიან მარტივად გაძვრება.დაჭერით პომიდორი წვრილად, მოაცალეთ თესლი. სოუსი არ უნდა გამოვიდეს თხელი.
  6. წვრილად დაჭერით ოხრახუში და ნიორი, დაუმატეთ დაჭრილ პომიდორს, დააყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ზეითუნის ზეთი.
  7. დაჭერით ღვეზელი პორციებად. თავზე მოასხით 1-2 კოვზი სოუსი. გემრიელად მიირთვით!

ბადრიჯნის ეს ღვეზელი გემრიელია ცივი და ცხელი სახით. სოუსიც ნებისმიერი შეგიძლიათ დაუმატოთ. ძალიან მოუხდება არაჟანი ნივრით.გაგიზიარებთ აგრეთვე ჩემი დედამთილის ერთ ხრიკს. ის ბადრიჯნის კუდებს არ აგდებს. აშრობს მთლიანად ძაფზე აცმულს. ზამთარში მას იყენებს როგორც სუნელს წვნიანებში. სულ ცოტა ყოფნის, საჭმელმა რომ სოკოს სურნელი მიიღოს. სცადეთ თქვენც და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილება კომენტარებში.