მყარი შამპუნი თმებისთვის თანდათან პოპულარული ხდება იმ ქალებს შორის, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ თავზეც და გარემოზეც. საპნის ფორმით შამპუნი განსხვავდება შემადგენლობით და ირჩევა თავის კანის ტიპის მიხედვით, როგორც ჩვეულებრივი თხევადი შამპუნები. მოდით, paparazzi.ge-ს დღევანდელ სტატიაში გავერკვეთ რა უპირატესობა და ნაკლი აქვს თმის მოვლის ამ საშუალებას.
მყარი შამპუნი
უპირატესობები:
- ნატურალური შემადგენლობა – ამ პროდუქტის ეკოლოგიურობა უფრო და უფრო იპყრობს მყიდველთა ყურადღებას. მას ყიდიან ქაღალდის ან მეტალის შეფუთვით, რაც გარესამყაროს ზიანს არ აყენებს. თავად შემადგენლობაც მისაღებია: არ შეიცავს სულფატებს, სილიკონს, რომელიც თავის კანის ფორებს ახშობს. საპონი შეიცავს ნატურალურ ზეთებს, ბალახის ნახარშებს, რაც ძალიან სასარგებლოა თმებისთვის.
- ეკონომიურობა. 50 გრამი საპნის ნაჭერი უდრის 300 მლ. შამპუნს. რადგან, შამპუნის 70% არის წყალი. მყარი შამპუნის ყიდვისას ფულს ნამდვილად არ ყრით წყალში.
- ბანს და აღადგენს თმებს. ვინაიდან, მყარი შამპუნი მზადდება ზეთებისგან, თიხისგან, ბალახების ნაყენისგან, ის თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ნატურალურ და სასარგებლო საშუალებად. მისი მოხმარებისას შეამჩნევთ, რომ თმები სხვანაირად სუფთავდება, რადგან აშორებს იმ ნივთიერებებსაც, რასაც თხევადი შამპუნი ვერ უმკლავდება. თმები ხდება მბზინვარე და აბრეშუმივით რბილი. ბევრი აღნიშნავს, რომ მყარი შამპუნის წყალობით თმა მალე აღარ ჭუჭყიანდება და აღარ ჭირდება ყოველ დღე დაბანა.
- მოსახერხებელია სამგზავროდ. აბაზანაში ის იმაზე ცოტა ადგილს იკავებს, ვიდრე ნახევარ ლიტრიანი შამპუნი, ამასთან, მოსახერხებელია წაღება მგზავრობის დრო და სულ აღარ ინერვიულებთ დაღვრილ მასაზე.
ნაკლი:
- მიჩვევა შამპუნთან. თუ თქვენ გადაწყვიტეთ ამ ნატურალურ საშუალებაზე გადასვლა, უნდა იცოდეთ, რომ პატარა გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ. მწარმოებლები გვაფრთხილებენ, რომ შეჩვევის პერიოდს რამდენიმე კვირა დაჭირდება. თუმცა ეს არ არის აუცილებელი და შეიძლება პირველივე დღიდან მიიღოს კანმა.
- ყველას არ უხდება. საპნის შემადგენლობაში შედის კომპონენტები, რომელმაც შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს – ქავილი, კანის სიმშრალე. ყურადღებით გაეცანით შემადგენლობას და გაიარეთ კონსულტაცია გამყიდველთან.
- ნაკლები შენახვის ვადა. ვინაიდან შამპუნი ნატურალურია, მისი შენახვის ვადა სამჯერ ნაკლებია, ვიდრე სინთეტიკური საშუალებების. მაგალითად, თხევადი შამპუნი გამოიყენება 3 წლის განმავლობაში, რაც მიუთითებს მის შემადგენლობაში კონსერვანტების არსებობას. მშრალი შამპუნი გამოიყენება 1 წლის განმავლობაში, რადგან ის არ შეიცავს კონსერვანტებს და სინთეტიკურ ინგრედიენტებს.
მშრალი შამპუნის ფასი უფრო ძვირია თხევადზე. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ხელნაკეთია, შეიცავს ნატურალურ ინგრედიენტებს და თავის რეზულტატს მეტს გპირდებათ. მშრალი შამპუნის გარდა არსებობს კიდევ მშრალი კონდენციონერი თმებისთვის.
თქვენ გისარგებლიათ ამ საშუალებებით? გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს