ორი კარტოფილით და სამი კვერცხით თუ შეიძლება რამე განსაკუთრებულის მომზადება

0
563

შეიძლება თუ არა რამის მომზადება ორი კარტოფილის და სამი კვერცხისგან? შეიძლება! და დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით როგორ. კარტოფილი კვერცხით ტაფაზე – კერძი მარტივი და ჩვეულებრივია, მაგრამ ასეთი ორიგინალური ფორმით ის საინტერესოდ და მადისაღმძვრელად გამოიყურება.

კარტოფილი კვერცხით ტაფაზე

ინგრედიენტები

  • 2 დიდი ან 5 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 3-5 კვერცხი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ახალი კამა და ოხრახუში
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი

  1. დაჭრით კარტოფილი წვრილ ფენებად.
  2. დააყარეთ მარილი და აზილეთ ხელით.
  3. გატეხეთ ცალკე ჯამში კვერცხი, დააყარეთ მარილი და ათქვიფეთ.
  4. გაახურეთ გაზზე ტაფა, დაასხით ზეთი.
  5. შეწვით კარტოფილი დიდი რაოდენობით ზეთში ფრისავით.
  6.  ის უნდა დაიბრაწოს, ამიტომ გადააბრუნეთ ხოლმე. როდესაც კარტოფილი დარბილდება, დაანაწევრეთ პატარა ნაწილებად.
  7. გადაიტანეთ კარტოფილი ცალკე ჯამში. ეცადეთ მთელი ზეთი დარჩეს ტაფაზე.
  8. აურიეთ კარტოფილი ათქვეფილ კვერცხში. დააყარეთ მარილი, დაჭრილი მწვანილი.
  9.  როდესაც კვერცხს კიდეები გაუმაგრდება, გადააბრუნეთ. აიღეთ ტაფის ზომის თეფში, დაასველეთ წყლით.
  10.  გადააბრუნეთ კერძი თეფშზე და ისევ ჩააცურეთ ტაფაზე.
  11.  შეწვით სრულ მზადყოფნამდე.
  12. აცალეთ კერძს გაგრილება, დაჭერით როგორც პეროგი და მიიტანეთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

ამ კერძს შეიძლება ვუწოდოთ ესპანური ტორტილის გამარტივებული ვარიანტი. სწორედ, ტორტილის მოგვაგონებს ჩვენი ომლეტი. შიგთავსი კარტოფილის გარდა შეიძლება კიდევ იყოს სოკო, ბულგარული წიწაკა, ყველი, პომიდორი, შპინატი… თქვენ რა ვარიანტი შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ?