ალოე: 10 სამკურნალო რეცეპტი, რომლის შესახებ მხოლოდ ერთეულებმა იციან. უკუჩვენებების მთელი სია

0
5011

ამ პოპულარულ ოთახის მცენარეს ხშირად იყენებენ. ის ბევრი დაავადების განკურნებაში გვეხმარება: კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ანაციდური გასტრიტი, კოლიტი, ყაბზობა, შაქრიანი დიაბეტის საწყისი ეტაპი, ქრონიკული ბრონქოპნევმონია. ალოე თაფლთან და ქონთან ერთად ებრძვის ფილტვების ტუბერკულოზს, ქალის და კაცის უნაყოფობას, ჭრილობებს, დამწვრობას და ტროფიკულ წყლულებს.

ალოეს გამოყენების ასობით რეცეპტი არსებობს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

ინსულტი. 34 ჭიქა ალოეს წვენი 5 გრ მუმია გახსენით. 1 ჩ/კ სასმელი დღეში 2-ჯერ (დილას გაღვიძებისთანავე და ღამით ძილის წინ) დალიეთ. მკურნალობის კურსი 2 კვირაა. შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ. შესვენების დროს 20-30 წვეთი პროპოლისის ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. ამის შემდეგ 2 კვირა კვლავ ალოეს წვენის და მუმიის ნარევი დალიეთ. მაცივარში შეინახეთ. ასეთი მკურნალობა 2 თვეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. ამ დროში ტვინში ნაწიბურები და გამკვრივება გაიწოვება.

ჰერპესი. 1 ჩ/კ ალოეს წვენი დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე დალიეთ. ალოეს წვენი ჰერპესზე წაისვით.

ჰიპერტონია. ამ დაავადების ბოლომდე მოშორება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ მდგომარეობის შემსუბუქება შეიძლება. 1 ჩ/კ წყალში 3 წვეთი ახალ დაწურული ალოეს წვენი გახსენით და დილით, უზმოზე დალიეთ. 2 თვეში წნევა ნორმამდე შემცირდება.

სამმაგი ნერვი. სამმაგი ნერვის ანთების დროს 1 დესერტის კოვზი ალოეს წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

მასტოპათია. 1 ნაწილი ალოეს წვენი, სიმინდის ზეთი და შავი ბოლოკის წვენი აურიეთ, 70 გრადუსიანი სპირტი (50 მლ 0,5 ლ ნარევზე) დაუმატეთ და ბნელ ადგილას 1 კვირა დააყენეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. საშუალება საშვილოსნოს სიმსივნის გაწოვას ხელს უწყობს.

საშვილოსნოს ფიბრომა. 200 გრ ალოეს ფოთლები ფაფად აქციეთ და 1 ნაყოფი წაბლი, 3 ჭიქა წითელი ყურძნის ღვინო დაუმატეთ. აურიეთ და ცხელ წყლის ორთქლზე დადეთ. 30 წუთით ამ ორთქლზე გქონდეთ, შემდეგ გადაწურეთ. 1 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. რეცეპტთან ერთად კომპლექსური მკურნალობა უფრო ეფექტური იქნება. მაგალითად 1 წაბლის ნაყოფის ნაცვლად,3 წაბლის ნაყოფს ვუმატებ.

პაროქსიზმი (მოულოდნელი შეტევა, განსაკუთრებით კრუნჩხვა ან სპაზმი), საყლაპავის სპაზმი, ხახა-ენის ან ზედა ხორხის ნერვის ნევრალგია. შემდეგი საშუალება დაგეხმარებათ: 100 გრ ღორის ქონი, კარაქი, თაფლი და კაკაოს ფხვნილი აურიეთ, 15 მლ ალოეს წვენი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ. 1 ს/კ ნარევი 1 ჭიქა ცხელ რძეში გახსენით და დღეში 2-ჯერ, დილით ჭამის შემდეგ და საღამოს (უკვე ლოგინში) დალიეთ. მკურნალობის კურსი – 1-1,5 თვე. გამოცდილი მეთოდი. ნარევი მაცივარში შეინახეთ.

სურდოს და რინიტის დროს თითოეულ ნესტოში 5 წვეთი ალოეს წვენი ჩაიწვეთეთ. პროცედურა ყოველ 3-5 საათში გაიმეორეთ. ჩაწვეთების შემდეგ ცხვირის კიდეების მასაჟი თერაპევტულ ეფექტს ზრდის.

თანაბარი პროპორციით წყალში გაზავებული ალოეს წვენი პირის ღრუს სავლები შესანიშნავი საშუალებაა ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა სტომატიტი, ღრძილების სისხლდენა, ანგინა და ფარინგიტი.

ალოეს წვენი კოსმეტიკურ პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტია. მას ცხიმიანი კანის ლიპიდური ცვლის დასარეგულირებლად და აკნეს დროს იყენებენ. ალოეს წვენი კანის გაღიზიანებას, სიწითლეს აქრობს, ჭრილობას, დამწვრობას, ჩირქოვან დაზიანებას, აბსცესებს და ტროფიკულ წყლულებს მოგაშორებთ.

უკუჩვენება

ალოეს წვენს ბევრი უკუჩვენება აქვს. მისი გამოყენება ბუასილის სისხლდენის დროს დიდ საფრთხეს წარმოადგენს, განსაკუთრებით ცივ ან ძალიან ცხელ დღეებში. ჯერ კიდევ ავიცენი ამბობდა, რომ „ცივ დღეებში საბურის დალევა არ შეიძლება, რადგან სისხლის შესუსტებას იწვევს“.

ალოეს მიღება საერთოდ არ შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებითი დაავადების დროს, მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადების დროს, ასევე ქალებში საშვილოსნოს სისხლდენის და უხვი მენსტრუაციის დროს.

ალოე ნაწლავების მოძრაობას აძლიერებს და შეიძლება მსხვილი ნაწლავის ანთება გამოიწვიოს.

ალოეს მიღება არ შეიძლება თირკმლების მწვავე ანთების – პიელიტის, ნეფრიტის, შარდის ბუშტის ანთების დროს.

ალოე ნაღვლის წარმოებას სტიმულირებს და შეიძლება ნაღვლკენჭოვანი დაავადება გამოიწვიოს. ალოეს პრეპარატების მიღებას ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს არ გირჩევთ. სჯობს უფრო ეფექტური საშუალება გამოიყენოთ.

ზოგიერთ ადამიანში ალოე ადგილობრივი, გარე გამოყენების დროსაც ალერგიულ რეაქციას იწვევს მწვავე დერმატიტის სახით. საექიმო პრაქტიკაში ალოეს ინექციის ან ცხვირში მისი წვენის ჩაწვეთების დროს ანაფილაქსიური შოკის შემთხვევებიც არის დაფიქსირებული.

ხშირად ტუბერკულოზის სამკურნალო ისეთ შინაურული საშუალებები გვხვდება, როგორიცაა ალოეს წვენი თაფლთან, ქონთან და სხვა საშუალებასთან ერთად. გირჩევთ გაფრთხილებას სერიოზულად მოეკიდოთ, რომ ალოე ტუბერკულოზის დროს უკუჩვენებულია.

ალოეს გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადების დროს, კერძოდ დეკომპენსაციის ეტაპზე.

ალოეს პრეპარატების მიღება ორსული ქალებისთვის, განსაკუთრებით ორსულობის მე-6 თვიდან უკუჩვენებულია.

ონკოლოგიაში ალოეს გამოყენების საკითხი სადავო რჩება. ზოგიერთი ფიტოთერაპევტი, კერძოდ დანიკოვი, დღის დაწყებას ალოეს პრეპარატით დაწყებას გირჩევთ, თუ სარძევე ჯირკვლების და საშვილოსნოს, კუჭის, სწორი ნაწლავის, თირკმლების, ღვიძლის ან სხვა ორგანოების სიმსივნე გაწუხებთ. ზოგი კი მის საწინააღმდეგო გამოდის და ზემოთ ჩამოთვლილ უკუჩვენებებს ითვალისწინებს. ალოე ძლიერი ბიოსტიმულატორია და გამორიცხული არაა, რომ არა მხოლოდ სისხლდენა, არამედ სიმსივნის უჯრედების ზრდაც დააჩქაროს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი