ბებია ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ქმარი პირველ ადგილზე უნდა იყოსო, ამიტომაც აღნიშნა ბაბუასთან ერთად ოქროს ქორწილი

293

როგორ შეიძლება იყოს მამაკაცი პირველ ადგილას, იმ ოჯახში, სადაც ბავშვი იზრდება? ისე გამოვიდა, რომ ყველა სტერეოტიპი მიმართულია იქითკენ, რომ ყველა რესურსი უნდა მოხმარდეს მომავალ თაობას და მათ კეთილდღეობას. ანუ ბავშვის დაბადების შემდეგ პრიორიტეტები იცვლება. ჩნდება კითხვა რამდენად სწორია ასეთი მიდგომა და რა პრობლემები შეიძლება წარმოშვას ამან მოსიყვარულე წყვილს შორის?არსებობს მოსაზრება, რომ ბედნიერი ქორწინება არის ის, რომ ცოლისთვის ქმარი დგას პირველ ადგილას, ხოლო შვილი – მეორეზე. ეს ნეგატიურ რეაქციას იწვევს იმ დედებში, რომლებმაც შეუთავსეს ეს ორი პრიორიტეტი ერთმანეთს. პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ არგუმენტების განხილვას ამის შესახებ.

ქმარი პირველ ადგილზე

“მოვისმინე საუბარი, რომ ორი მანდილოსანი თვლიდა, რომ პირველ ადგილას მათთვის ყოველთვის შვილებია, მეორე ადგილზე დაქალები, ხოლო სადღაც, ბოლოში კი ქმარი. ეს მათ ძალიან ამხიარულებდა და ამბობდნენ, რომ ამის შესახებ ქმრებმა რა თქმა უნდა, არაფერი იციან, რადგან ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ მათთვის რაღაც ადგილია გამოყოფილი.ამის მოსმენა ჩემთვის სულაც არ იყო სასაცილო. გამიჩნდა კითხვა, მაშინ რა საჭიროა ქორწინება და ურთიერთობები? ეს ხომ არის ის, რისთვისაც მთელი ცხოვრება მოვილტვით. პირადად მე სურვილი მაქვს, რომ თბილი ურთიერთობა ქმართან ღრმა სიბერემდე გამყვეს. მაშინვე დავფიქრდი იმაზე, რომ ასეთი ქალების მეორე ნახევრებს პრორიტეტები იგივე თანმიმდევრობით აქვთ დალაგებული: შვილები, შემდეგ მეგობრები და ბოლოს ცოლები. ცოლებმა კი ეს არ იციან.სამწუხაროა, რომ შენი ცხოვრების მთავარი რჩეული, საყვარელი ადამიანი, რომელთანაც გადაწყვიტე მთელი ცხოვრების გატარება, უცებ ბოლო ადგილას გადადის. მე გადავხედე პირად მაგალითს და რა აღმოვაჩინე? უკვე 20 წელია ცოლ-ქმარი ვართ. გვაქვს სამსახური, სახლი, გვყავს შვილები და ძაღლი. ჩვენთვის ჩვენი ურთიერთობა მთავარი საფუძველია, რამაც ამ ყველაფრის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა.ვფიქრობ, რომ ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ საუკეთესო მაგალითია შვილებისთვის. სწორედ, პრიორიტეტების ასეთ განლაგებაში შეიძლება ბავშვმა თავი იგრძნოს დაცულად და უზრუნველყოფილად, როცა მშობლები პატივს სცემენ ერთმანეთს და უფრთხილდებიან ურთიერთობებს.

ქმარი პირველ ადგილზე – მოდით, ისევ პრიორიტეტებს დავუბრუნდეთ: შვილები 20 წლის შემდეგ საკუთარ პირად ცხოვრებას დაიწყებენ და თავისი ცხოვრებით მოუნდებათ ცხოვრება. რჩები ქმართან ერთი ერთზე. არადა მთელი ეს პერიოდი თქვენი ურთიერთობა ინერციულად მიედინებოდა.აღმოაჩენთ, რომ ერთმანეთთან აღარაფერი გაკავშირებთ და არც გაკავშირებდათ შვილების გარდა. მათი წასვლის მერე კი სრული სიცარიელე რჩება.არადა, შვილებს ჭირდებათ სრულიად განსხვავებული მაგალითი. მეეჭვება, ვინმეს უნდოდეს პრიორიტეტების ბოლოში მდგომი მშობლები. ამიტომ პირველ რიგში უნდა იდგეს ცოლ-ქმრის ურთიერთობა.როგორ გავაკეთოთ ეს? უბრალოდ აგრძნობინეთ თქვენს მეორე ნახევარს, რომ ის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასურველია. მოუმზადეთ საყვარელი საჭმელი, გაუკეთეთ თუნდაც უბრალო საჩუქრები, ჩაეხუტეთ და ეცადეთ არ გაუბრაზდეთ თავისი დაბნეულობის და უარყოფითი თვისებების გამო. მიიღეთ ისეთი, როგორიც არის. დაანახეთ შვილებს, რომ ერთმანეთი ძალიან გიყვართ. დამიჯერეთ, თქვენი ქმარიც იმავეს გააკეთებს.

რედაქციისგან: ჩვენც ვიზიარებთ ამ პოზიციას. შვილებისთვის ყველაზე დიდი საჩუქარია, როცა მშობლებს ერთმანეთი უყვართ და პატივს სცემენ. ეს მათ სიმშვიდის და დაცულობის შეგრძნებას უჩენს. ამ მაგალითით კი, მომავალში თავად შექმნის მყარ და მოსიყვარულე ოჯახს.

თქვენ როგორ თვლით? ვინ უნდა იყოს პირველ ადგილას ოჯახში ქმარი თუ ბავშვები? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს