ნათქვამია, რომ “ყველა ოჯახი თავისებურად უბედურია… ჩემს ოჯახში მთავარი უსიამოვნება კი მამის წასვლა აღმოჩნდა. ეს დღემდე დიდი ტრაგედიაა დედისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ არასოდეს უნახავს. ეხლა მამაჩემს ყავს მეორე ცოლი და ქალიშვილი, რომელსაც მე საერთოდ არ ვიცნობ. რამდენიმე თვის წინ ჩემმა დამ პირველად მომწერა…” პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:
ნახევარდის მამა
ჩემი ბავშვობა – “მამამ მიგვატოვა, როდესაც 4 წლის ვიყავი. ალბათ ამიტომ ძალიან ვერ ვიგრძენი და არ განმიცდია მისი არყოფნა. მე ის წესიერად არც მახსოვდა. მყავდა მზრუნველი დედა, ბებია და ბაბუა. ისინი სითბოში და სიყვარულში მზრდიდნენ.”დედა ძალიან ბრაზობდა ხოლმე, როდესაც საუბრობდნენ მამაჩემის ახალ ცხოვრებაზე. მას აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ მამას პირადი ცხოვრება სტაბილური ქონდა. ყავდა ცოლი, ქალიშვილი და საკმაოდ დამაკმაყოფილებელი ფინანსური მდგომარეობა. ყოველთვის, როცა მამა ცდილობდა ეთხოვა დედაჩემისთვის ჩემი ნახვა ან სასეირნოდ წაყვანა, ის ყვირილით უთიშავდა ტელეფონს. ამ მიდგომამ საბოლოოდ ჩამომაშორა მამას.”
მოულოდნელი შეტყობინება – “გადიოდა წლები, მე ვიზრდებოდი. ოჯახის წევრები ბერდებოდნენ. დედა მეტად აღარ გათხოვილა, მას არ ქონდა ვინმესთან ურთიერთობის სურვილი. ყოფილი მეუღლის ღალატი არ უნდა იყოს საკუთარ მომავალზე წერტილის დასმის მიზეზი, მაგრამ დედამ ასე გადაწყვიტა, ეს მისი ცხოვრებაა.გადავედი ნაქირავებ ბინაში სამსახურთან ახლოს. კარგად ვარ, ვაგროვებ ფულს საკუთარი სახლისთვის. ყველაფერი სტაბილურად იყო, სანამ არ მივიღე ერთი შეტყობინება. ის მწერდა, რომ მე და მას ერთი მამა გვყავს, რომ ის ჩემი დაა, მეც მივწერე და დავიწყეთ ურთიერთობა.მას კატო ქვია, ის ჯერ სკოლაში სწავლობს და უმაღლესში ჩასაბარებლად ემზადება. აღმოჩნდა, რომ მამასთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს, უფრო ნეიტრალური, ხოლო დედა ისი მთავარი საყრდენია. სწორედ ის დაეხმარა ჩემს მოძებნაში. ძალიან სასიამოვნო გოგონა ჩანდა და მიუხედავად ასაკში სხვაობისა, ერთმანეთს კარგად გავუგეთ.”
ურთიერთობის აკრძალვა დედისგან – “როდესაც დედას მოვუყევი ჩემი ახალი და სასიამოვნო ნაცნობის შესახებ, მან ეს ძალიან ცუდად მიიღო. მან ეს ისე მიიღო, თითქოს მამასთან ვაპირებდი ურთიერთობის დაწყებას. მისი თქმით, მამამ “ისინი” არჩია ჩვენთან ყოფნას. ამიტომ იყოს სადაც არის და ჩვენ შეგვეშვასო.ვცადე ამეხსნა, რომ ურთიერთობის ინიციატორი ჩემი პატარა და იყო, მამა აქ საერთოდ არანაირ როლს არ თამაშობდა, მაგრამ დედას არ შეეძლო ყოფილ ქმართან დაკავშირებული მცირე დეტალის მიღებაც კი. ის ყვიროდა, ჩხუბობდა და ისევ ისეთი ხდებოდა, როგორიც ბავშვობიდან მახსოვდა. კატეგორიულად ამიკრძალა ნახევარ დასთან ურთიერთობა. თავი დავუქნიე და წავედი, რადგან აზრი აღარ ქონდა მასთან კამათს.ბოლოს და ბოლოს, გოგონა არფერშია დამნაშავე, ის უბრალოდ მამაჩემის შვილია და ის, რომ ჩემი გაცნობა მოინდომა, პატივისცემას იმსახურებს. დედის რეაქცია კი იმას მიანიშნებს, რომ ვერ აპატია მამას ღალატი. დაე იყოს, ასე, მამამ ხომ მართლა უღალატა, მაგრამ რა შუაში ვართ შვილები?
დასკვნა: უნდა ატარონ თუ არა შვილებმა მშობლების ტვირთი? რამდენად სწორია პირადი ემოციების უდანაშაულო ადამიანზე გადატანა? თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?