თუ ახალგაზრდობაში გსურდათ რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყავით საყვარელი მამაკაცის გვერდზე, გაგეზიარებინათ მასთან ყოველდღიურობა, გაგეზარდათ ბავშვები, ასაკის მატებასთან ერთად ეს რომანტიკა თანდათან ქრება. ქალები, რომლებმაც მიაღწიეს კარიერულ ზრდას, თავისი დანაზოგით შეიძინეს სახლი, მიეჩვივნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას, 40 წლის ასაკში უკვე თავს იკავებენ სერიოზული ურთიერთობისგან. თვლიან, რომ ჯობია მარტო იყვნენ, ვიდრე ისეთ მამაკაცთან, რომელსაც საკუთარი თავის რჩენაც არ შეუძლია. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ საკითხზე ვისაუბრებთ.
მამაკაცის ცხოვრების წესი
რაღაც მომენტში წყვილი ინტუიციურად გრძნობს, რომ ერთად უნდა დაიწყონ ცხოვრება. მაგრამ ხშირად შეხედულებები იყოფა ხოლმე, რადგან ქალი, რომელიც შეეჩვია მარტო ცხოვრებას, აღარ უნდა ყოველ დღე სადილების მზადება ქმრისთვის, რომელიც არაფერს აკეთებს და შვიდი კაცის სამყოფს ჭამს. ლოგიკას მოკლებულია, როცა ქმარი გამოიმუშავებს იმდენივეს, რამდენსაც ცოლი, მაგრამ არ ღებულობს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და იმ საქმეში დახმარებას, რასაც საზოგადოება “ქალის ვალდებულებას” ეძახის.ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ქალს უნდა, რომ გვერდით ყავდეს ან მზრუნველი მამაკაცი, ან ისეთი, რომელიც მასზე მეტს გამოიმუშავებს. ისეთი, რომელიც გაიყოფს მასთან ერთად საოჯახო საქმეებს მძიმე სამუშაო დღის მერე, დაეხმარება ჭურჭლის და სარეცხის გარეცხვაში, სახლის დალაგებაში. ასე გამოდის, რომ მატერიალური მდგომარეობა საფუძველია სტაბილური და ჯანსაღი ურთიერთობების.მიღებულია, რომ მამაკაცი არის მომპოვებელი, ხოლო ქალი ოჯახური კერის მცველი. მაგრამ თუ ქალია მომპოვებელი და მამაკაცი არა, რა აზრი აქვს ასეთი პარტნიორის შენახვას? დროთა განმავლობაში ყველაზე მგზნებარე რომანიც კი გადაიზრდება ურთიერთ გაღიზიანებასა და მოვალეობების ერთმანეთზე გადაბარებაში – საყვედურები, ჩხუბი, ფულის მოთხოვნა და არასასურველი შვებულება ერთად.
საერთო ყოველდღიურობა – ადრე ადამიანები ჯერ ქორწინდებოდნენ და მერე იწყებდნენ ერთად ცხოვრებას, რადგან ქორწინებამდე ურთიერთობები გაკიცხვის საგანი ხდებოდა საზოგადოებისგან. ზოგიერთისთვის მოსახერხებელია ოჯახური ბიუჯეტის და საოჯახო საქმეების თანაბრად გაყოფა, ზოგისთვის ურთიერთობაა მთავარი და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი.პარადოქსია, რომ მამაკაცი, რომელიც შრომობს და უზრუნველყოფს ოჯახს და მამაკაცი, რომელიც მხოლოდ თავისი სიამოვნებისთვის შოულობს მცირე თანხას, ერთნაირად იქცევა სახლში დაბრუნების შემდეგ. ორივეს სურს ახალი მომზადებული სადილი, ცხელი ჩაი და მოფერება. ქალი კი, რომელიც დაქანცული მოდის სამსახურიდან, ვეღარ აუდის ქმრის და შვილების მოვლას.ყველას გვინდა მხარდაჭერა და ზრუნვა ჩვენი პარტნიორისგან. ზოგი ამ ზრუნვას გამოხატავს მატერიალური თანადგომით, ზოგი კი საოჯახო საქმეებში დახმარებით. თუ არც ერთს არ აკეთებს, რა საჭიროა ასეთი ქმარი? არ აქვს მნიშვნელობა ქალი იქნება თუ კაცი. მთავარია ურთიერთ გაგება და შეთანხმება.უკვე მოძველდა ათწლეულების მანძილზე თავს მოხვეული სტერეოტიპები ქალისა და მამაკაცის როლზე ოჯახში. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ზოგისთვის ბედნიერებაა ქურასთან ტრიალი და ბავშვების მოვლა, ზოგისთვის კარგი სამსახური და შემდეგ მშვიდად დასვენება.
თქვენ როგორ ფიქრობთ? უნდა გაინაწილონ თუ არა ცოლ-ქმარმა საოჯახო საქმეები თუ ორივეს რთული სამუშაო ქონდა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.