9 რეცეპტი მზესუმზირით სამკურნალოდ: მცენარის ყველა ნაწილი სამკურნალოა

249

მზესუმზირის მარცვლები გვეხმარება მადის გაუმჯობესებასა და გამოფიტვასთან ბრძოლაში. აიღეთ 1 ჭიქა მზესუმზირის მარცვლები, ჩაალბეთ მარილიან წყალში, გააჩერეთ 30 წუთით. შემდეგ მარცვლები გარეცხეთ წყალში, აიღეთ შუშის ქილა, ჩაყარეთ მასში მარცვლები და დაასხით ჩვეულებრივი წყალი. წყალი მარცვლებს 10 სმ-თი უნდა აღემატებოდეს. მარცვლები დადგით ბნელ ადგილას 12 საათით, წინასწარ დაახურეთ ქილას 1 ფენა მარლა. 12 საათში წყალი გადაღვარეთ, მარცვლები გარეცხეთ და ისევ დადგით თბილ, ბნელ ადგილას.

დაელოდეთ მარცვლების ამოცენებას – ამისთვის 1-2 დღეა საჭირო. მარცვლები პერიოდულად გარეცხეთ, დღეში ორჯერ საკმარისი იქნება. უსიამოვნებასთან საბრძოლველად მოიხმარეთ 1-2 მუჭა დღეში. თუ ასე მირთმევა გიჭირთ, დააქუცმაცეთ ისინი ბლენდერში ან ყავის საფქვავში და შეჭამეთ ყველთან, კარაქთან ან სხვადასხვა სალათთან ერთად.

მცენარე ალერგიის დროსაც დაგეხმარებათ. თუ, რა თქმა უნდა, ალერგია მასზე არ გაქვთ. აიღეთ ყვავილოვანი მზესუმზირის ახალგაზრდა თავთავები. ისეთი, რომ მის გულებში მარცვლები არ იყოს. გააცალეთ ფურცლები და გამოაშრეთ ბნელ ადგილას. თავთავს ამოაჭერით თეთრი რბილობი. როცა ფურცლები გამოშრება, შეურიეთ 1:1 პროპორციით მდუღარე წყალი. მიღებული წამალი მიირთვით ყოველ ჯერზე, წყლის ნაცვლად.

მარცვლები უმკლავდება წვივის უკანა კუნთების სპაზმებს. ამისთვის მიირთვით მზესუმზირის მარცვლები რეგულარულად. უკეთესი იქნება მათი ამონაცენები.

შარდის ბუშტში წარმოქმნილი კენჭებისგან გაგათავისუფლებთ ეს მარტივი საშუალება: აიღეთ დამწიფებული მზესუმზირის ფესვები. დააქუცმაცეთ ისინი 1-1.5 სმ ნაჭრებად და გამოაშრეთ. 1 სავსე ჭია დაჭრილ ფესვებს დაასხით 3 ლ წყალი ემალირებულ ქვაბში და ადუღეთ ნელ ცეცხლზე. დუღილიდან 3 წუთის შემდეგ, ნახარში დააყენეთ და გააგრილეთ. მიღებული სითხე მიიღეთ უზმოზე, დღეში თითო ჭიქა. როცა ყველაფერი დასრულდება, დარჩენილ ფესვებს ისევ დაასხით ამდენივე წყალი, ხარშეთ კიდევ 10 წუთით. შემდეგ ისევ დაჭერით და დალიეთ იგივენაირად, დილით უზმოზე 1 ჭიქით. ეს საშუალება ამცირებს კენჭების ზომას და შარდთან ერთად გამოაქვს ქვიშის სახით.

სამკურნალო თვისებები აქვს მზესუმზირის ზეთსაც. იგი შესანიშნავი საშუალებაა ანგინასთან, ბრონქიტთან და ყელის ტკივილთან ბრძოლისთვის. ჩაისხით 1 ჩ.კ. ზეთი პირის ღრუში და გაწუწნეთ 15 წუთის განმავლობაში, არ გადაყლაპოთ. გაიმეორეთ პროცედურა 2-3-ჯერ დღეში, გამოჯანმრთელებამდე.

საყმაწვილო (სკროფულოზი) ადრე ძალიან გავრცელებული იყო და თითქმის ყველა ბავშვს, ხანდახან კი ზრდასრულებსაც აწუხებდა. ქავილიანი, ოქროსფერი ქერქი, მოდებული მთელ თავზე, ყურს უკან და სახეზე, მოგცილდებათ, თუ შემდეგნაირად მოიქცევით: გახსენით ნავთი წყალი და გადაივლეთ თავზე. გაშრობის შემდეგ, შეიზილეთ დაზიანებულ მონაკვეთებში მზესუმზირის ზეთი. კვირაში ორჯერ გაიმეორეთ.

ღრძილების ანთება და უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან მოგცილდებათ, თუ 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთში გახსნით 1 ჩ.კ. ზღვის მარილს და გამოივლებთ ამ ხსნარით პირის ღრუს, საკვების ყოველი მიღების შემდეგ, ყოველდღიურად. ყოველ ჯერზე მოამზადეთ ახალი ხსნარი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს