საკუთარი სახლის ქონა დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ეს შედეგია თავდაუზოგავი შრომის და სწორად დაგეგმილი ხარჯების. საკუთარი სახლის შეძენა ერთი ადამიანისთვის რთული საქმეა, ხშირად ერთად მცხოვრები წყვილიც ვერ ახერხებს კრედიტის გადახდას. ამიტომ ირინას ამბავი სავსებით გასაგებია. ის ქმართან ერთად აგროვებდა ფულს, ყველაფერზე ეკონომიას აკეთებდა, რათა პირველადი შენატანი გადაეხადა და ბინა ეყიდა იპოთეკით. და აი, მოვიდა ეს დრო. მაგრამ ქმრის დამ ყველა გეგმა აურია. პაპარაცის რედაქცია თავიდან მოგიყვებათ ამ ამბავს:
დის სათხოვარი
“ჩვენ ზუსტად ორი წელი ყველაფერს ვიკლებდით, არაფერს ვყიდულობდით ელემენტარული საკვების გარდა. ეს იყო ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილება, ვმუშაობდით, რომ ბინის საყიდელი ფული შეგვეგროვებინა. ქმარი მუშაობდა ორ ცვლაში, მეც ვიღებდი ხოლმე დამატებით საათებს, ვმუშაობდით დასვენების დღეებშიც. საბოლოოდ, როგორც იქნა, შევაგროვეთ საჭირო რაოდენობის თანხა ორ წელიწადში, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა.ფულის შეგროვება ქორწილის მერე დავიწყეთ. მანამდე მქონდა ერთ ოთახიანი ბინა, რომელიც მემკვიდრეობით მივიღე ბებიისგან. მაგრამ ეს ბინა იყო ძველი, ბავშვებისთვის იქ ადგილი არ მოიძებნებოდა, ამიტომ გვინდოდა უფრო დიდი სახლის ყიდვა. ამ ბინის გაყიდვა არ მინდოდა, ის სახსოვარი იყო ჩემი წინაპრებისგან და აქ დავიწყეთ ჩვენი ოჯახური ცხოვრება.
ჩემს მშობლებს არ აქვთ საშუალება რომ დაგვეხმარონ. დედამთილს კი ქალიშვილი ყავს კიდევ და ის ყავს მისახედი. ამიტომ ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გვქონდა. ორ წელიწადში ეს ყველაფერი მოვახერხეთ და ვაპირებდით ბაკში წასვლას.ერთი კვირის წინ მოვიდა ჩემი დედამთილი სიახლით. აღმოჩდა, რომ ჩემი მული გათხოვებას აპირებდა და ქორწილისთვის ფულის სესხება გვთხოვა. დაგვპირდა, რომ მალე დაგვიბრუნებდა. მე მივხვდი, რომ ამ ფულს დედამთილი მალე ფიზიკურად ვერ დაგვიბრუნებდა, ამიტომ წინააღმდეგი ვიყავი.მთელი გულით ვუსურვებდი ბედნიერებას ქმრის დას, მაგრამ ორი წელი იმისთვის არ მიშრომია, რომ მისი ქორწილი გადამეხადა და ბინის გარეშე დავრჩენილიყავი. თან, რა აუცილებელია ძვირფასი ქორწილი და ამაში ფულის ყრა, როცა შეიძლება პატარა ცერემონიალი და ხელის მოწერა. მთავარია ადამიანები გრძნობდნენ კარგად თავს.
უსიამოვნო მოულოდნელობა – “დედამთილის ვიზიტის შემდეგ, რამდენიმე დღეში გადავწყვიტე ბანკში წასვლა და ფულის შეტანა, რათა კიდევ არ მოეთხოვა ვინმეს. აღმოჩნდა, რომ ქმარმა უკვე აიღო თანხის ნახევარი ჩემს გარეშე, ეს კი იმით ახსნა, რომ ერთი და ყავს და ვალდებულია მასზე იზრუნოს. ეს უკანასკნელი წვეთი იყო, ჩავულაგე ნივთები და გარეთ გავდგი. იცხოვროს დედასთან და დასთან, რადგან დის ქორწილი უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ვიდრე საკუთარი ოჯახი.ქმარი ამის შემდეგ დედასთან ცხოვრობდა. და გათხოვდა და ქმართან გადავიდა, მალე ბავშვი შეეძინა. ცოტა ხანში ის ქმარს გაშორდა და ისევ დედასთან დაბრუნდა. არ გასულა ნახევარი წელი, რომ ჩემი ყოფილი ყვავილებით მომადგა და პატიება მთხოვა. მე უკვე კარგა ხანია ვაპატიე, მაგრამ მასთან ცხოვრება აღარ მინდა”
რედაქციისგან: ირინას ქმარმა უღალატა ერთობლივ მიზანს და ოცნებას. მან შეთანხმების გარეშე აიღო შეგროვილი თანხა. დის კაპრიზებმა დაარღვია ნდობა ცოლ-მარს შორის. დიახ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ახლობლებს შეძლებისდაგვარად, მაგრამ არა საკუთარი მიზნის დაზიანების გარეშე. რამდენად გვაქვს იმ გადაწყვეტილების მიღების უფლება დამოუკიდებლად, რომელიც უნდა განვიხილოთ პარტნიორთან ერთად? ამის პატიება არ არის მარტივი. თქვენ რას ფიქრობთ? გელოდებით კომენტარებში.