ყველა მებაღე თავს დასტრიალებს თავის კომპოსტის ორმოს, გასწავლით იდეალური კომპოსტის მომზადებას

366

როგორ გავაკეთოთ კომპოსტის ორმო? ამ კითხვას ბევრი მებაღე სვამს ხოლმე. ახლოვდება წელიწადის ცივი დრო და უნდა მომზადდეს სასუქი შემდეგი სეზონისთვის. უნდა გააკეთოთ ისე, რომ სხვადასხვა ნარჩენი გადააქციოთ სასარგებლო ორგანულ ნივთიერებად და არა ნაგვის გროვად. როგორ უნდა გაკეთდეს ეს სწორად? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ საკითხზე ვისაუბრებთ.

როგორ გავაკეთოთ კომპოსტის ორმო

ზოგიერთი მებაღე დარწმუნებულია, რომ იდეალური ვარიანტი კომპოსტისთვის ბეტონის სათავსოა. ამბობენ, რომ მოსახერხებელია მთელი კომპოსტის შეგროვება ერთ ადგილას და არსად არაფერი გაჟონავს, მაგრამ ასეთი მოწყობილობა კოპოსტისთვის არ არის რეკომენდებული.დაბეტონებულ ორმოში კომპოსტი მალე მჟავდება, ამიტომ მისი გამოყენება არ იქნება სწორი, რადგან დაიკარგება ყველა სასარგებლო თვისება. მაშინ რა უნდა გავაკეთოთ, რომ მარტივად მოვამზადოთ და მივიღოთ ხარისხიანი ბიო სასუქი?გამოცდილი მებაღეები და მებოსტნეები გვირჩევენ გავაკეთოთ კომპოსტი ძველი მეთოდით. ამისათვის დაგჭირდებათ ხის ფიცრები. შეგიძლიათ გააკეთოთ ერთდროულად რამდენიმე ყუთი. ერთში ჩაყრით ახალ კომპოსტს მომავალი წლისთვის, მეორეში შარშანდელს – ეხლა გამოსაყენებლად.არ დაგავიწყდეთ, რომ კომპოსტის ყუთი უნდა ჩაფლათ მიწაში და ქვეშ შავი მიწა უნდა დაუყაროთ.

რა უნდა დაამატოთ კომპოსტს, რომ ის მომწიფდეს მომავალი წლისთვის? აქ რამდენიმე ვარიანტია: კომპოსტის ორმოში უნდა ჩააგდოთ ხოლმე ჭიაყელები. ისინი ხელს შეუწყობენ სხვადასხვა სახის მასას ერთგვაროვნად გარდაქმნაში. ასევე აუცილებელია დაასხათ ხშირად წყალი ან სხვადასხვა ბალახების ნაყენი.არ დაგავიწყდეთ პერიოდულად მიწის დაყრა. მცენარეები დაანაწევრეთ და ისე ჩაყარეთ. ასევე არ დაივიწყოთ ნაკელის ჩაყრა. ეს ძალიან ძვირფასი სასუქია. განსაკუთრებით სასარგებლოა ფრინველების ნარჩენები.

როგორ გავაკეთოთ კომპოსტის ორმო სწორად – რა თქმა უნდა, ზოგიერთი ქმედება ან ანელებს, ან აჩქარებს სასუქის მომწიფების პროცესს. კომპოსტში ყრიან გაფუჭებულ ნაყოფს, სარეველებს თესლით, პოლიეთილენს – ეს რა თქმა უდა, არ წარმოშობს სასარგებლო პროცესებს ორმოში. არ არის რეკომენდებული კომპოსტზე ყაბაყის ან გოგრის დარგვა.არ არის სასურველი კომპოსტის სისტემატიურად დატკეპნა. ზოგიერთისთვის ეს საჭირო ხდება, რადგან არ აქვს საკმარისი ადგილი, მაგრამ ეს მოქმედება ამცირებს მომწიფების პროცესს. ზამთარში კომპოსტს გადააფარეთ პარკი. ეს დაიცავს ორმოს ნაგვისგან და ზედმეტი წყლისგან.

თუ ყველა მანიპულაციას სწორად შეასრულებთ, მალე მიიღებთ მაღალი ხარისხის და რაც მთავარია, ორგანულ სასუქს. ის უნდა იყოს მოშაო-ყავისფერი ფერის და ქონდეს ფხვიერი კონსტიტენცია. ასეთი კომპოსტი ყველა მცენარეს მოეწონება და გაგახარებთ უხვი მოსავლით, ყოველგვარი ქიმიური ნივთიერების გარეშე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს