ანწლის ყვავილი ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობის და დღეგრძელობის ელექსირია

1153

ანწლის (დიდგულა) ქიმიური შემადგენლობა არ არის კარგად შესწავლილი. ცნობილია, რომ ყვავილი შეიცავს ოფლმდენ გლიკოზიდს , ფლავონურ გლიკოზიდ რუტინს, ეთერზეთის კვალს. გლიკოზიდი სამბუცინიგრინი აღმოჩენილია მხოლოდ ახალ ყვავილში, გაშრობის შემდეგ ის ორთქლდება. დიდგულას პრეპარატებს იყენებენ როგორც ოფლმდენ საშუალებას გაცივების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოექტაზების დროს. ასევე იყენებენ გრიპისა და ანგინის საწინააღმდეგოდაც. მისი პრეპარატები გამოიყენება აგრეთვე ღვიძლის ზოგიერთი დაავადების, ხოლო როგორც შარდმდენი საშუალება – თირკმლის დაავადების დროს, თუ თან ახლავს შეშუპება.

იმისათვის, რომ მცენარემ თავისი სასარგებლო თვისებები გაგვიზიაროს, იგი სწორად უნდა გამოიყენოთ, თორემ რეცეპტები ეფექტურად არ იმოქმედებს, ან საერთოდ დაკარგავს ძალას. ანწლის ნაყოფის აქტიური ზრდის, ყვავილობისა და დამწიფების პერიოდი – საუკეთესო დროა იმ მოსავლის ასაღებად, რომელიც განვგკურნავს, ძალას შეგვმატებს, განწყობასაც აგვიმაღლებს და გემოთიც დაგვატკბობს.

ანწლის ყვავილები ჯანმრთელობის ასწლიანი გარანტია.

ძველი დროიდან, ანწლის ყვავილების ჩაი გამოირჩევა, როგორც ოფლმდენი საშუალება. მას არამხოლოდ მაშინ სვამდნენ, როცა ადამიანი გაციებული იყო, არამედ პროფილაქტიკისთვისაც. ეს გასაოცარი ჩაი გაციებას სრულად აჩერებდა: მას დაავადების პირველივე ნიშნების ან კიდურების გაციების დროს იყენებდნენ.

  • თუ წვიმის ქვეშ მოყევით, ფეხები დაგისველდათ, ან ზაფხულში ძალიან დიდხანს იბანავეთ ცივ ტბაში ან მდინარეში, დალიეთ ანწლის ჩაი და გაციებას ნამდვილად აიცილებთ თავიდან.
  • თუ ანწლის ჩაისა და მისი ნაყოფისგან მომზადებულ ელექსირს გრიპის ვირუსული დაავადების პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე მიიღებთ, 3-4 დღეში გამოჯანმრთელდებით.
  • ანწლის ახალი ფოთლები, რძეში მსუბუქად მოხარშული, დაიდეთ კანის დამწვარ, ჩახურებულ და ანთებულ მონაკვეთებზე, ასევე, ჰემოროიდალურ კვანძებზე.
  • ანწლის ყვავილები მოიხმარება როგორც ოფლმდენი და სიცხის დამწევი საშუალება, ასევე, შარდმდენი და სისხლის გამწმენდი. ნევრალგიის, რევმატიზმის, პოდაგრისა და ართრიტის დროს, მიირთვით ანწლის ყვავილების ნახარში ან მიირთვით მისი ნაყოფი უმად.
  • ქრონიკული ყაბზობის დროს, მოხარშეთ ანწლის ფოთლები თაფლში და მიიღეთ, როგორც კუჭის ამშლელი საშუალება.
  • დალიეთ ანწლის ყვავილების ნახარში(20 გ 1 ლ წყალზე) გაციების, მკერდის ხრიალისა და მშრალი ხველის დროს, დღეში სამი ფინჯანი. ჩაის სვამენ სისხლის გასაწმენდად, ასევე, რევმატიზმის, პოდაგრისა და ართრიტის დროს.
  • ყურის ტკივილის, რევმატული ტკივილისა და პოდაგრული სიმსივნის დროს, აკეთებენ ცხელ კომპრესებს: გაავსეთ მცირე ზომის ქისები ანწლის ყვავილებითა და გვირილით და დაასხით მდუღარე წყალი.
  • თვალის ანთების, დაჩირქების, ლიბრის გაჩენის რისკის დროს, თითო ჩ.კ. ანწლის ყვავილების, ღიღილოს ფურცლების, კორდისპირას ბალახის ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. გადაწურეთ რამდენჯერმე. სითხეს დაუმატეთ 15-20 წვეთი სპირტიანი ნაყენი ლემას თესლებისგან. ამ ნახარშით გამოივლეთ თვალი, ჩაიწვეთეთ 3-5 წვეთი ან გაიკეთეთ კომპრესები.
  • ჭინჭრის ციების დროს, აიღეთ თანაბარი რაოდენობით ანწლის ყვავილები და ჭინჭრის ფოთლები, მოამზადეთ ნახარში და გაგრილებული სითხით დაბანეთ ბავშვს.
  • ანწლის ლიმონათი დღეგრძელობისთვის. ანწლის ყვავილებისგან შესანიშნავი გამაგრილებელი სასმლის მომზადება შეიძლება, რომელიც ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. 10-15 თანაყვავილედს დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი, დაუმატეთ დაჭრილი ლიმონი და შაქარი გემოვნებით.დადგით ქილა მზეზე და დააყენეთ 3-5 დღით. ნაყენი დაიწყებს დადუღებას, იგი უნდა გადაწუროთ, ჩაასხათ სუფთა ჭურჭელში და შედგათ მაცივარში. ლიმონათი მზადაა.

როგორ მოვკრიფოთ და შევინახოთ ანწლის ყვავილები

ანწლი, ამინდის მიხედვით, შეიძლება აყვავდეს როგორც მაისში, ისე ივნისში. მე ვჭრი მთლიან თანაყვავილედებს, ვირჩევ იმ დროს, როცა მცენარის ყვავილები სრულყოფილად ჩამოყალიბდება, ოღონდ ჯერ არ იწყებს ცვენას. გააშრეთ ისინი ჩრდილიან ადგილას – იქნება ეს ფანჯრის რაფა ბინის ჩრდილიან მხარეს, თუ აივანი, ვერანდა ან ფანჩატური – დაუშვებელია მზის პირდაპირი სხივების მოხვედრა. უი-სხივები ანადგურებს სამკურნალო თვისებებს.

გამომშრალი ყვავილები შეინახეთ ბნელი შუშის ქილაში. თანაყვავილედები გადაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რომელსაც სუნი არ ექნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს