ნუ მიეცემით უიმედობას, თუ თქვენმა საყვარელმა ყვავილმა დაკარგა ჯანმრთელი იერსახე, რაც გამოიხატება ხოლმე გაყვითლებული ან გაშავებული ფოთლებით. სპატიფილუმისთვის ეს იშვიათობა არ არის. ნორმალურია, თუ უყვითლდება ქვედა ფოთლები და უნდა მოაცილოთ ხოლმე. სხვა საკითხია, თუ მცენარე ზემოდან დაიწყებს გაფუჭებას.რა სურს სინამდვილეში პრეტენზიულ სპატიფილუმს? მოვლა თუ სწორი გადარგვა? ამ ყველაფერზე მოგიყვებათ დღეს პაპარაცის რედაქცია. დასაწყისისთვის გავერკვეთ ჯანსაღი იერსახის დაკარგვის მიზეზებში.
ნეგატიური ცვლილების მიზეზი შეიძლება გახდეს:
- მზის დამწვრობა ან ჩრდილიანი ადგილი
- სიცივე და ორპირი ქარი
- პატარა ქოთანი
- ნაკლები ან მეტი სასუქი
- დაავადებები და მწერები
- წყლის შეგუბება
- შეუსაბამო ნიადაგი
თუ სპატიფილუმის ფოთლები შავდება და ხმება, ყურადღება მიაქციეთ მიწის შემადგენლობას და მორწყვის სიხშირეს. ყურადღებით დაათვალიერეთ ფესვები. თუ აქვს სიდამპლის ნიშნები, მოაჭერით, დაამუშავეთ ბრილიანტის მწვანით. კარგი იქნება, თუ ნაცარს მოაყრით.წელიწადში ერთხელ შეუცვალეთ მიწა ახლით და ჩარგვამდე გაურეცხეთ ფესვები კალიუმის პერმანგანატიანი ხსნარით.
სპატიფილუმის სწორი გადარგვა – გრუნტი სპატიფილუმისთვის უნდა იყოს მსუბუქი და ფხვიერი. აიღეთ ტორფი, ქვიშა, სფაგნუმის ხავსი და ცოტა ხის ქერქი. ქოთნის ძირზე ჩაყარეთ 2 სმ კერამზიტი, ზემოდან მომზადებული სუბსტრატი, ფრთხილად ჩარგეთ სპატიფილუმი და დაფარეთ ფესვები დარჩენილი გრუნტით. მიწა არ უნდა იყოს ფოთლების ზრდის დასაწყისის ზემოთ.მნიშვნელოვანია, რომ ქოთანში იყოს სადრენაჟო ფენა, რათა არ დაგროვდეს წყალი. აკონტროლეთ მორწყვის სიხშირე! მორწყეთ ნადგომი წყლით მხოლოდ მიწის შეშრობის შემდეგ. ზედმეტი წყალი გადაღვარეთ ქვედა თეფშიდან.
სპატიფილუმის მოვლა – რეგულარულად დანამეთ და გაასუფთავეთ ფოთლები. სასურველია შეიტანოთ ნიადაგში მინერალური საკვები.არ დაგავიწყდეთ ნიადაგის ზედა ფენის შეცვლა. ამის საჭიროების განსაზღვრა მარტივია: თუ გრუნტზე გაჩნდება თეთრი ნადები, მაშინვე მოაცილეთ და დაუმატეთ ახალი.ახალი ნაყიდი სპატიფილუმი ოთახში უნდა მოათავსოთ ცალკე, სხვა მცენარეებისგან მოშორებით. ასე კარგად გაარკვევთ აქვს თუ არა მას რამე დაავადება ან პარაზიტები.ეს ტროპიკული ლამაზმანი ძალიან მგრძნობიარეა ყველა არახელსაყრელი პირობის მიმართ. დროულად გამოავლინეთ პრობლემის მიზეზი და მოაშორეთ ის. რაც უფრო ადრე აღმოაჩენთ პრობლემას, მით უფრო მეტია შანსი მცენარის გადარჩენის. თქვენ თუ გყავთ სახლში სპატიფილუმი და როგორ უვლით მას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.