კურკუმას და ზეთის ნიღაბი სახისთვის

342

კურკუმა – ეგზოტიკური სანელებელია, რომელიც განთქმულია თავისი სასარგებლო თვისებებით. ტყუილად არ უწოდებენ მას “ოქროს სანელებელს”. კურკუმას დაფქული ფესვები აქტიურად გამოიყენება კულინარიაში, ხალხურ მედიცინასა და საღებავებში. ის კარგად მოერგო კოსმეტოლოგიასაც. კურკუმას ნაყენით იწმენდენ სახეს, ხოლო მისი ნიღაბი სახის კანს აახალგაზრდავებს.კურკუმას ფესვი დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე ერთი მარტივი მიზეზის გამო. მის შემადგენლობაში შედის ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი – კურკუმინი. სწორედ ის გვეხმარება შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და მხნეობა. მაგრამ მისი მოხმარების წესების უმეტესობას ნულამდე დაყავს კურკუმას სარგებლიანობა. მოდით, გავერკვეთ, როგორ გამოვიყენოთ ის სწორად, რათა მივიღოთ კარგი შედეგი.

სწორად გაკეთებული ნიღაბი კურკუმისგან ზეთით

რეცეპტების უმეტესობაში გვირჩევენ გავაზავოთ კურკუმა წყალში. მას ადუღებენ როგორც ჩაის, უმატებენ დილის საუზმეში, ან ურევენ თაფლში. ამ ხერხით თქვენ იღებთ წყალში ხსნად ვიტამინ B6 და C-ს, აგრეთვე მაგნიუმს. მაგრამ მთავარი ინგრედიენტი კურკუმინი არის ცხიმში ხსნადი.

კურკუმინის ძირითადი თვისებები

  • ძლიერი ანტიოქსიდანტი: ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ის აიძულებს უჯრედებს გამოიმუშაონ ანტიოქსიდანტები, რომელიც ანადგურებენ თავისუფალ რადიკალებს.
  • ბუნებრივი იმუნომოდულატორი: ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას სხვადასხვა დაავადებების მიმართ.
  • ანთების საწინააღმდეგო მოქმედება: სწრაფად აქრობს სხვადასხვა ანთებით კერებს, რომელიც სწრაფი დაბერების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება.
  • ონკოკორექტორი: ბლოკავს და კლავ კიბოს უჯრედებს, გამოიყენება მკერდის კიბოს პროფილაქტიკისთვის.

იმისათვის, რომ კურკუმადან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ, ჯობია გავაზავოთ ზეთით. გთავაზობთ გამაახალგაზრდავებელ რეცეპტს, რომელშიც არის ყველაფერი, რათა უზრუნველვყოთ ხანგრძლივი ეფექტი.

ინგრედიენტები

  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩ/კ დარბილებული კარაქი
  • 0,5 ჩ/კ კურკუმა
  • თბილი წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. აურიეთ კვერცხის გული კარაქში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე
  2. თანდათან დაუმატეთ წყალი – 32-37 გრადუსის, რათა მიიღოთ კრემის კონსტიტენცია.
  3. დაიდეთ ნიღაბი სველ, გასუფთავებულ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. წაისვით თვალების ქვეშაც, ღონდ არა ძვლების ზემოთ. დაიტოვეთ ნიღაბი 20-30 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.ეფექტს იგრძნობთ უკვე პირველი გამოყენების შემდეგ. კანი იქნება უფრო ნათელი, გაქრება წვრილი ნაოჭები, ხოლო ღრმა ნაოჭი ნაკლებად შესამჩნევი იქნება. თუ გსურთ კანის სწრაფი გადაჭიმვა, შეცვალეთ წყალი მწვანე ჩაის მუქი ნაყენით და დაუმატეთ ათქვეფილი ცილაც.
  4. იმისათვის, რომ ეფექტი შეინარჩუნოთ დიდხანს, ჩაიტარეთ სრული კურსი. გაიკეთეთ ნიღაბი ყოველ 2-3 დღეში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში. შეგიძლიათ გაიმეოროთ მთლიანი კურსი 6 თვეში ერთხელ. ყოველთვის გამოიყენეთ ახალი გაკეთებული ნიღაბი, რადგან ის მალე კარგავს სასარგებლო თვისებებს.

არ შეგეშინდეთ, თუ სახეზე ყვითელი ფერი გექნებათ. ასეთ შემთხვევაში გაიწმინდეთ სახე კეფირში, არაჟანში ან ლიმნიან წყალში დასველებული ბამბის დისკით. არ დაგავიწყდეთ ტესტის ჩატარება ალერგიაზე და პროცედურის შემდეგ მოერიდეთ მზეს. გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს