8 ოქროს რეცეპტი ჩვეულებრივი წაბლით.

952

კუნთის დაჭიმულობები რომ აღარ გაწუხებდეთ, ჩადეთ ქსოვილის ქისაში 1 მუჭა წაბლის ყავისფერი ნაყოფები და მოათავსეთ საწოლში იქ, სადაც, დაწოლისას, თქვენი ფეხებია მოთავსებული. შეგიძლიათ, წაბლი ასე 2-3 წელი გააჩეროთ, თუმცა უკეთესი იქნება, თუ ყოველ წელს, სექტემბერ-ოქტომბერში ახალი წაბლით ჩაანაცვლებთ. ეს რეცეპტი მრავალი წლითაა გამოცდილი.

წაბლის დამწიფების სეზონში, გამოაშრეთ ჰაერზე ეს ყავისფერი ნაყოფები და შემდეგ გამოიყენეთ სამკურნალოდ.

მათ, ვისაც რადიკულიტი აწუხებს, გამოჯანმრთელებაში წაბლიანი ქამარი დაეხმარება. მოჭერით განიერი ბინტის ისეთი ნაჭერი, რომ ამით მთელ წელზე შემოხვევა შეგეძლოთ, მოათავსეთ მასზე 3-5 და მეტი, თეძოების მოცულობის მიხედვით, წაბლის ნაყოფი, შეახვიეთ ბინტში და ფრთხილად მოკერეთ, წაბლი რომ არ მოძრაობდეს. მზა ქამარი გაიკეთეთ ისე, რომ წაბლი მტკივან წელს ეხებოდეს, შეიხვიეთ და იარეთ ამ ქამრით, მოიხსენით იგი მხოლოდ ღამით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. მსგავსი მკურნალობის გამოყენება შეიძლება მიოზიტის, კუნთების დაძაბულობის, ოსტეოქონდროზის, რევმატიზმის, სახრისა და კუნთების ნებისმიერი სახის ტკივილის წინააღმდეგ.

ტერფების წვა რომ თავიდან აიცილოთ, საღამოს, ძილის წინ, მოათავსეთ თითო წაბლი ბამბის წინდებში, ჩაიცვით, მიაწექით და გაიჩერეთ თითებთან, კიდევ ერთი წაბლი კი ქუსლთან მოათავსეთ, დაწექით დასაძინებლად. შეასრულეთ პროცედურა ყოველ საღამოს, 5-7 დღის განმავლობაში. ტერფის სახსრები აღარ გეტკინებათ.

თუ, რაღაც მიზეზის გამო, ხელის თითები ცუდად იხრება ან გტკივათ, საღამოობით, ორივე ხელის გულში მომუჭეთ თითო წაბლი, დაიდეთ წელზე, იდაყვის, ნყხლის, კისრისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებზე 3-3 ნაყოფი, დაიფიქსირეთ სახვევით და ასე დაიძინეთ. გაიმეორეთ რამდენიმე ღამის განმავლობაში. ერთი და იმავე ნაყოფის გამოყენება მთელი წლის განმავლობაში შეიძლება. თუ ისინი ოფლისგან სრიალებს, გარეცხეთ საპნით და გააშრეთ.

წაბლის შინაგანად გამოყენება

აიღეთ 100 გ წაბლი, წვრილად დაჭერით, დაასხით 0.5 ლ სპირტი და დააყენეთ ორი კვირით. შემდეგ გადაწურეთ და მიირთვით 5-10 წვეთი დღეში ოთხჯერ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მეტი, დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მიირთვით 1 თვის განმავლობაში, შეისვენეთ და ისევ 1 თვით დალიეთ, შემდეგ ისევ შეისვენეთ და ისევ გაიმეორეთ. სასურველია, ნაყენი ცივ სეზონზე მიიღოთ. მას ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები გამოაქვს. თუ ვერ თბებით, ხელები და ფეხები მუდმივად ცივი გაქვთ, ეს ნაყენი აუცილებლად დაგეხმარებათ.

წაბლის გარეგანად გამოყენება

ნაყენი მოამზადეთ წაბლის ყავისფერი ქერქისგან. მე ვიღებ წაბლის უმ ქერქს, ვჭრი და დანის წვერით ვჭრი გულს, ხოლო ყავისფერ კანს დიდყელიან ბოთლში ვყრი. ჩაყარეთ 0.5-ლიტრიან ბოთლში ქვრილად დაჭრილი კანი 3/4-მდე და დაასხით ძალიან მაღალპროცენტიანი ჭაჭა. შემდეგ შეიზილეთ მტკივან ადგილებზე. ტკივილს 12 საათის განმავლობაში ვერ იგრძნობთ. ნაყენი გამოიყენეთ ფრთხილად, რადგან იგი ლაქებს ტოვებს.

წაბლის მალამო

წაბლის მალამოს მოსამზადებლად აიღეთ 100 გ კარაქი, ჩაასხით ემალირებულ თასში და დადგით წყლით სავსე ქვაბზე(ორთქლის აბაზანაზე), გაათბეთ ადუღებამდე. შემდეგ ჩაყარეთ მასში წვრილად დაჭრილი ცვილი. თუ ცვილი არ გაქვთ, გამოიყენეთ 3 პატარა საეკლესიო სანთელი. თითოეული სანთელი 9 გრამს იწონის. გაათბეთ, სანამ კარგად არ დადნება ყველაფერი. ხოლო წაბლის 100 გ ნაყენით სავსე ბოთლი ჩადგით ცხელ წყალში, რათა კარგად გააცხელოთ. როცა ცვილი კარგად დადნება, აადუღეთ მასა, ქვაბი თასიანად გადადგით ცეცხლიდან. თასში არსებული მასა ნელ-ნელა გადაასხით წაბლის მასაში. როცა გაგრილდება, მოათავსეთ ყველაფერი შუშის პატარა ქილაში. მალამო სქელი უნდა გამოვიდეს. არ შეიძლება ცვილის იმაზე ნაკლები რაოდენობით გამოყენება, ვიდრე მითითებულია. მტკივან ადგილებზე შეზელის დროს, გაათბეთ მალამო ორთქლის აბაზანაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს