დაავადებები რომელთაც ლიმონი ებრძვის: 11 რეცეპტი ჩვენი საოჯახო აფთიაქიდან.

1345

სკანდინავიური ლეგენდები “უკვდავობის ოქროსფერ ვაშლებს” მოიხსენიებენ. ვინც მუდმივად მოიხმარდა მას, დაავადებები არ აწუხებდა. ამას ლიმონზე ამბობდნენ.

ხალხური მედიცინა ლიმონით მკურნალობის უამრავ რეცეპტს გვთავაზობს. განსაკუთრებით, ნიორთან, უმ კვერცხთან, ხახვთან, ზეითუნის ზეთთან, თაფლთან და კონიაკთან ერთად. მის მიერ განკურნებული დაავადებების რიცხვშია რევმატიზმი, პოდაგრა, ოსტეოქონდროზი, საყვითლო, წყალმანკი, კენჭები თირკმლებში, ჰიპაციდური გასტრიტი, ფილტვების ტუბერკულოზი, რადიკულიტი, კანის სოკოვანი დაავადებები, ანგინა და ა.შ.

ლიმონის მოხმარება შავ ჩაისთან და თაფლთან ერთად, ხველის გაჩენას უშლის ხელს. გთავაზობთ ლიმონის მკურნალობის რამდენიმე რეცეპტს:

  1. დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტის დროს რეკომენდებულია დღეში 1 ჭიქა ლიმონის წვენის მიღება, დაყოფილ ულუფებად.
  2. ჰიპერტონია. სასარგებლოა დღეში 3-4-ჯერ ნახევარი ლიმონი შეჭამოთ კანიანად.
  3. ჰიპოტონია. 1 ლიმონის წვენი შეურიეთ 50 გ მოხალულ ყავის გრანულებსა და 0.5 კგ თაფლს. მასა მიიღეთ თითო ჩ.კ. ოდენობით, ჭამიდან 2 საათში.
  4. მაღალი ტემპერატურა. გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში 1 ს.კ. ლიმონის წვენი და დაალევინეთ ავადმყოფს. თუ ტემპერატურა არ ეცემა, წაუსვით ლიმონიანი წყალი. შეგიძლიათ, ამ ხსნარში წინდები ჩაალბოთ და ჩაიცვათ, ხოლო ზემოდან მშრალი შალის წინდებიც ჩაიცვათ.
  5. ბუასილი. ქრონიკული ბუასილის გამწვავებას ჩაახშობს დღის განმავლობაში 2ს.კ. ლიმონის წვენის მრავალჯერადი(ყოველ 2 საათში) მიღება.
  6. მიოკარდის ინფარქტი. ინფარქტის შემდეგ, დალიეთ ლიმონისა და წიწვების ნაყენისგან მომზადებული სასმელი. ამისთვის, გათალეთ ლიმონი, დააქუცმაცეთ, დაასხით წიწვების ნახარში და დალიეთ ჭამამდე 1 საათით ადრე. ერთი დოზა ნახევარი ლიმონისგან მზადდება. მიიღეთ დღეში ოთხჯერ.
  7. შაკიკი . 0.5 კგ ლიმონი ქერქიანად, ოღონდ უკურკოდ, 3-4 ჭიქა დახეხილი პირშუშხას ფესვი, 2.5 ჭიქა შაქარი და 1 ლ წითელი ღვინო შეურიეთ და გააჩერეტ ადუღებული წყლის ქვაბზე 1 საათით. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 0.5 ჭიქა ჭამიდან 2 საათის შემდეგ.
  8. პარაზიტები. გამოაშრეთ ლიმონის თესლები. დააფქვიეთ 2-3 მარცვალი და მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, დააყოლეთ თბილი წყალი. ან ჭამამდე 1 საათით ადრე, უზმოზე, დაღეჭეთ და შეჭამეთ ლიმონის კანი.
  9. ამენორეა, საშვილოსნოს ჩამოწევა, მშობიარობის შემდგომი გაწმენდა. დააქუცმაცეთ 5 უმი კვერცხის ნაჭუჭი, შეურიეთ 2-3 წვრილად დაჭრილი, გაუფცქვნელი ლიმონი. დააყენეთ 1 დღით, შემდეგ დაუმატეთ 0.5 ლ არაყი. მიიღეთ 50 მლ დღეში სამჯერ, ჭამიდან 20 წუთში. მიიღეთ ასე 3-6 თვის განმავლობაში. საშუალება დაგეხმარებათ კუჭისა და თირკმლების ჩამოწევის დროსაც.
  10. ხმაური თავში, დაკავშირებული ტვინში სისხლძარღვების შევიწროვებასთან. დილით, უზმოზე, მიირთვით 1 ნაჭერი ლიმონი და 2 კბილი დაქუცმაცებული ნიორი. ასევე, შეგიძლიათ 2-3 ლიმონი კანიანად, კურკების გარეშე, გაატაროთ ხორცსაკეპში, შეურიოთ 2-3 თავი დაქუცმაცებული ნიორი, დაასხათ მიღებულ ფაფას მდუღარე წყალი ისე, რომ დაფაროს, დააყენეთ 2-3 დღით, შემდეგ გადაწურეთ, დაჭყლიტეთ და დალიეთ უზმოზე 50 მლ ნაყენი. თუ რომელიმე სახით 4 კგ ლიმონს მიირთმევთ, ეს პრობლემა აღარ შეგაწუხებთ.
  11. ქერტლი. შეურიეთ კვერცხის ორი გული ნახევარი ლიმონის წვენს, რამდენიმე წვეთ აბუსალათინის ზეთს და შეიზილეთ მასა თმის ძირებში, თავის დაბანამდე 30 წუთით ადრე.

უკუჩვენებები

ლიმონის მოხმარება არ შეიძლება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს, თუნდაც მარტივ ფორმაში – იგი მდგომარეობას გაამწვავებს. ასევე, არ მოიხმაროთ იგი ეროზიული ან ჰიპერაციდული გასტრიტის დროს, რამდენადაც მჟავა კუჭის წვენის სეკრეციის მომატებას იწვევს. საუკეთესო შემთხვევაში, გულძმარვა შეგაწუხებთ, ხოლო უარესში – ძლიერი სპასტიკური ტკივილები და ღებინებაც კი ჩნდება. არ მიირთვათ ლიმონი მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტის დროსაც. სასურველია, იგი ნაღვლის ბუშტისა და სადინრების დაავადებების, ღვიძლისა და ნაწლავების პრობლემების დროსაც არ მიირთვათ. ლიმონის ჭარბი მოხმარება ჯანმრთელ ადამიანსაც ავნებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს