სასოწარკვეთა მიპყრობას, როცა მოხუცებს მოზრდილი შვილები აბრაზებენ

94

მოსიყვარულე მშობლისთვის წლები რაოდენობა არ ნიშნავს იმას, რომ შვილები გაიზარდნენ. ქვეცნობიერად დედა და მამა ყოველთვის იდარდებენ საკუთარ შვილზე, რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ის. ბავშვები სწრაფად იზრდებიან, ითხოვენ უამრავ ძალას, ენერგიას, ფინანსებს. არ შეიძლება, უბრალოდ გაუშვა სასტიკ სამყაროში და არ იფიქრო, არ იდარდო მასზე.

შვილები უკვე დიდები არიან – როდესაც ბავშვი აქტიურ ასაკს აღწევს, უმეტეს შემთხვევაში, აცნობიერებს პასუხისმგებლობას საკუთარი თავის და გარშემომყოფების მიმართ. უფროს თაობას კი ამაზე სხვა შეხედულება აქვს. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მშობლებს უამრავი კითხვა ექნებათ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, პასუხს ვერ იპოვიან.ყველაზე რთულია, მიიღოთ თქვენი შვილი, როგორც ზრდასრული, დამოუკიდებელი ადამიანი. ამის გამო ხშირად ფუჭდება ურთიერთობა მშობელს და შვილს შორის. მათ უჭირთ საერთო ენის გამონახვა. ზოგი შვილი აგრესიულად რეაგირებს მშობლის ჰიპერმზრუნველობაზე, ზოგი კი პირიქით, ბოლომდე მის კისერზე მოიკალათებს.

პირადი ცხოვრება – იმაზე, თუ როგორი იქნება შვილის ოჯახი, მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი: მისი ოჯახური გარემო, ფსიქოლოგიური მდგომარეობა და პრიორიტეტები. ყველა მშობელი ზრუნავს ბავშვის კეთილდღეობაზე. ზოგი დარდობს, რომ ქალიშვილი ძალიან ადრე გათხოვდა, ზოგი პირიქით, 40 წლის ასაკში რომ გაუთხოვარი ყავს.განცდები – ბუნებრივი მდგომარეობაა მშობლისთვის. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მათ გააკეთონ, ზრდასრული ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევაა. პირადი გამოცდილება, ბრძნული დარიგებები და საკუთარი პრიორიტეტების თავზე მოხვევა, ბზარს აჩენს მშობელს და შვილს შორის. უნდა გაითვალისწინოთ შვილის შეხედულებები, რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ის.ყველამ იცის, რომ სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობს ადამიანი, მაგრამ ყველა მშობელი მოვალედ გრძნობს თავს დაიცვას შვლები თავისი შეცდომების გამეორებისგან. აქ ირღვევა მათი ურთიერთობა, იკარგება ნდობა და პატივისცემა. ზრდასრულმა შვილებმა უნდა იცოდნენ საკუთარ ქცევაზე პასუხის აღება და ცხოვრებისეულ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება. მშობლები ხშირად ჩივიან სპეციალისტებთან ბავშვის აგრესიულ ქცევაზე, არადა უმეტესად ეს საკუთარი შეხედულების დაცვის მცდელობაა ადამიანისთვის, რომელიც იზრდება.

მატერიალური დახმარება – მშობლები, რომლებიც მატერიალურად უზრუნველყოფენ შვილს, თავისზე მიჯაჭვულს ხდიან მას. მშობლის იმედზე მყოფ ბავშვს არ ექნება მოტივაცია ეძებოს სამსახური ან საკუთარი სახლი. ერთი მხრივ, მატერიალური დახმარება დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების პირველ  ეტაპზე ძალიან კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ბადებს პარაზიტული ცხოვრების სტილს. საბოლოოდ ხდება ისე, რომ შვილი იზრდება, ყავს თავისი ოჯახი, შვილები, მაგრამ მშობელი კიდევ ცდილობს მის დახმარებას, საკუთარი შეხედულებების თავზე მოხვევას. ეზიდებიან პროდუქტებს, ურჩევენ რაში და როგორ ჯობია ფულის დახარჯვა, როგორ ჯობია აღზარდონ შვილები, როგორ დაალაგონ სახლი… ეს პირადი სივრცის დარღვევაა და არ არის სწორი ქცევა.როდესაც შვილის მაგივრად ყველაფერს მშობელი აკეთებს, ის სხვისი ჩრდილის ქვეშ ცხოვრებას ექცევა, არ ცდილობს საკუთარი ბუდის შექმნას, ან რაში ჭირდება? დედა გემრიელ საჭმელებს უმზადებს, სახლი სულ დალაგებულია, გადასახადები გადახდილია… შვილზე უნდა იზრუნოს ადამიანმა, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. არ დაივიწყოს, რომ ის დამოუკიდებელი ადამიანია და განავითაროს ეს გრძნობა მასშიც.

რატომ არის რთული “გაშვება” – როდესაც ბავშვი იზრდება, იცვლება არა  მარტო მისი ცხოვრების წესი, არამედ მშობლებისაც. სანამ პატარები არიან, მშობლები ზრუნავენ, იცავენ თავის პირმშოს პრობლემებისგან. ხოლო როცა შვილი იზრდება და თავისი ოჯახის მოწყობას ცდილობს, მშობლები ისევ ცდილობენ მის გაკონტროლებას, მათ გვერდით ყოფნას. სხვა შემთხვევაში თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობენ. დამოუკიდებელი, ძლიერი, ჯანმრთელი შვილის ყურება ერთი მხრივ, დიდი ბედნიერებაა, მეორე მხრივ კი უსასრულო მონატრება მასზე ზრუნვის.

როგორ დავალაგოთ ურთიერთობა – სხვადასხვა თაობებს შორის ყოველთვის იქნება უფსკრული. ყოველთვის იქნება კითხვები და პასუხები, რაშიც მშობლის და შვილის აზრი არ დაემთხვევა ერთმანეთს. მთავარია, რაც შეიძლება ადრე დაინახოს უფროსმა თაობამ ბავშვში პიროვნება, დამოუკიდებელი ადამიანი, მოექცეს, როგორც თანატოლს, მისცეს შეცდომის დაშვების საშუალება. გაითვალისწინოს ბავშვის აზრები, თუნდაც 5 წლის ასაკში. ასე განუვითარდება მას თავდაჯერებულობა, ნდობა და პატივისცემა მშობლის მიმართ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს