მსოფლიო შეიცვალა, ყველაფერი გამარტივდა, მაგრამ ბავშვების გაჩენა და აღზრდა ისევ რთულია

49

თანამედროვე დედა – ეს ნამდვილი საოცრებაა! ქვეყნებში, სადაც ქალები სწავლობენ და მუშაობენ, ბავშვის დაბადება გმირობად და დიდ გამარჯვებად ითვლება. ჩვენს დედებს და ბებიებს ახსოვთ, როგორ რთულდებოდა ყველაფერი ბავშვის დაბადების შემდეგ 50 წლის წინაც. მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო, რთულ პირობებში უწევდათ ცხოვრება, მაგრამ ეხლა გვაქვს ყველანაირი ტექნიკა, ცხელი წყალი და კიდევ უამრავი ხელსაწყო. ადრე ქალები ყველაფერს თვისი ხელით აკეთებდნენ. ამზადებდნენ საჭმელს, რეცხავდნენ სარეცხს, აუთოვებდნენ საფენებს, ალაგებდნენ მტვერსასრუტის გარეშე. თანამედროვე ეპოქაში გამარტივდა თუ არა ბავშვების გაზრდა? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

თანამედროვე დედა

“ჩემს დროს ასე არ იყო” – იტყვიან ძველი თაობის წარმომადგენლები და უჭირთ იმასთან შეგუება, რომ სამყარო შეუჩერებლად ვითარდება. ადამიანმა უნდა შეძლოს გარემოსთან შეგუება, მისთვის ფეხის აწყობა, ტექნოლოგიებში გარკვევა, ვირტუალური სერვისებით სარგებლობა და პარალელურად შვილების აღზრდა.

ირინა გვიყვება: “ერთხელ, ატირებულმა შევჩივლე დედამთილს, რომ სალათის გაკეთება ცალ ხელში ბავშვით მომიწია, რადგან არ ჩაჯდა თავის მანეჟში. მან კი მიპასუხა, რომ მისი შვილები საათობით ისხდნენ თავის სკამებში, იძინებდნენ მუსიკის ხმაზე პირდაპირ მანეჟში, ხოლო შენი პატარა რომ არ გიჯერებს, შენი ბრალია. რაც მთავარია, გაქვს ცხელი წყალი, სარეცხი მანქანა და ცენტრალური გათბობა, მათ გარეშე ბევრად უფრო რთული იქნებოდა ბავშვის გაზრდაო…”

თანაგრძნობის მაგივრად ირინამ სულ სვა პასუხი მიიღო, არადა ყველას ჭირდება ხანდახან ახლობლებისგან გამხნევება და მხარდაჭერა. მიუხედავად, ტექნოლოგიური წინსვლისა, ბავშვების აღზრდა არ გამარტივებულა. ადრე მკვეთრად იყო განსაზღვრული ქალის და მამაკაცის მოვალეობები. ეხლა ბევრი მარტოხელა დედაა, ან ქალები მამაკაცების მსგავსად დატვირთულები არიან სამსახურში, ამას დამატებული სახლის საქმეები, რომელიც რატომღაც მამაკაცებს არ ეხებათ.თანამედროვე დედები ცდილობენ გაზარდონ შვილები ჭკვიანი და მოსიყვარულეები. ამისთვის უნდა გაატარონ მასთან მთელი თავისუფალი დრო. დედა ყველაფერში უნდა ერკვეოდეს, გაფილტროს ინფორმაცია და ისე მიიტანოს ბავშვამდე.

გამარტივდა თუ არა? – ადრე ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობზე არ ზრუნავდნენ. დედებს სამ წლიანი დეკრეტული შვებულებაც არ ქონდათ. ისინი რამდენიმე თვეში გადიოდნენ სამსახურში. თანამედროვე დედებმა კი იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული და ბედნიერი ადამიანის აღზრდა. ახალბედა დედები ახერხებენ საჭმლის მომზადებას, ბავშვების გამოკვებას, საშინაო დავალების შემოწმებას, დამატებით წრეებზე ტარებას…საბჭოთა პერიოდში გაზრდილი უამრავი ადამიანი ცდილობს ამ ეტაპზეც საკუთარი თავის პოვნას ფსიქოლოგის და ფსიქოთერაპევტის დახმარებით. თანამედროვე მშობლები ცდილობენ იმეგობრონ შვილებთან. ისინი ზრდიან კეთილშობილ და მოსიყვარულე ადამიანებს, ექცევიან როგორც თანატოლებს, პატივს ცემენ და ითვალისწინებენ შვილების აზრებს, უღვივებენ თავდაჯერებულობას.არ შეიძლება გააუბრალოვო და გააუფასურო ქალის საქმე. სამწუხაროდ, უფროსი თაობა ხშირად აკეთებს ამას. ქალების მიმართ სტერეოტიპები არ შეცვლილა.ქალმა უნდა მოუმზადოს ნოყიერი და გემრიელი საჭმელი ქმარს, დიეტური – თავისთვის, ცალი ხელით ბორშს მოურიოს, მეორეთი – ქალიშვილს თმები დავარცხნოს. ტექნიკის ქონა სახლში არ გამორიცხავს ყოველდღიურ საქმეს, აუტანელ დაღლილობას, რომელიც პროვოცირებას უკეთებს უძილობას, შფოთს, გაღიზიანებას. საჭირო ხდება ბალანსის დაცვა, რაც ბევრს არ გამოსდის.

ნებისმიერ დროს და ეპოქაში დედის შრომა შეუფასებელია. ის ყოველთვის იმსახურებს მადლობას თავისი სიმამაცის, გაბედულების გამო. პრიორიტეტები ყველას სხვადასხვა აქვს, მაგრამ მთავარი ახლობლისგან თანადგომა და მხარდაჭერაა, რომლის გარეშეც, ყველაფერი უფრო რთული იქნება. თქვენ როგორ ფიქრობთ, გამარტივდა თუ არა ბავშვების გაჩენა და აღზრდა თანამედროვე ცხოვრებაში?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს